ქრისტინე კაპანაძე
26.01.2021

 მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნისთვის საჭიროა, რომ ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი კონკრეტულ ქალაქში თუ რეგიონში 4%-ზე დაბალი იყოს, ხოლო სკოლებისა და სხვა სასწავლო დაწესებულებების გახსნისთვის - 3%-ზე დაბალი. ამის შესახებ ქვეყნის უმაღლესი პირები აცხადებენ. დადებითობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, საშუალოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით, კვირას, 24 იანვარს დაფიქსირდა და 4.8% შეადგინა. სამშაბათს, 26 იანვარს კი ეს მაჩვენებელი 5.8% იყო (ინფიცირების 1006 შემთხვევა 17 349 ადამიანის ტესტირების შედეგად).

თამთა ჩაჩანიძე
25.01.2021

ყველაზე აქტუალური თემაა, კიდევ რამდენი ხანი მოგვიწევს კორონავირუსთან და მასთან დაკავშირებულ რეგულაციებთან ერთად ცხოვრება - მაშინ, როდესაც დღეს ბრძოლის მთავარ იარაღთან - ვაქცინასთან და მის მოწოდებასთან დაკავშირებით დიდი გამოწვევებია და პირბადის ტარების კულტურაც იმ დოზით არაა, რაც ეპიდსიტუაციას დაასტაბილურებდა.

ქრისტინე კაპანაძე
25.01.2021

 ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევას, სადაც უმრავლესობის (76%) აზრით ყველა არჩეული პარტია უნდა იყოს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართული პოლიტიკოსები და ექსპერტები ეხმაურებიან. NDI-ის კვლევის თანახმად ხალხის უმრავლესობას სურს პარლამენტში „ქართულ ოცნებასთან" ერთად ის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც იხილონ, რომლებმაც მანდატები მიიღეს.

თამთა ჩაჩანიძე
25.01.2021

საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის, სპეციალისტების მტკიცებით, 70%-მდე უნდა აიცრას, თუმცა, ამისთვის, სკეპტიკურად განწყობილი საზოგადოების დარწმუნებაა საჭირო, რომელთა რაოდენობა საგანგაშოდ მაღალი აღმოჩნდა საქართველოში - „ენ-დი-აის" უახლესი კვლევის თანახმად, მოსახლეობის 41% ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისგან თავს შეიკავებს.

ელზა პაპოშვილი
25.01.2021

შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში - საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ერთი კვირა რჩება. როგორც ცნობილი ხდება, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით 2  თებერვალს პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე 51 დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას კენჭი უნდა უყაროს. 60-დან 51-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტს ამ მოთხოვნით თავად მიმართა. უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადება არ აქვთ დაწერილი "მოქალაქეებს" და "გირჩის" 3 წევრს.  

თამთა ჩაჩანიძე
24.01.2021

კანცელარიასთან სამოქალაქო სექტორმა, ბიზნესმენებმა და პოლიტიკოსებმა ასევე სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებმა კორონავირუსთან დაკავშირებული დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს შეზღუდვების მოსახსნელად 48-საათიანი ვადა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სახელისუფლო შენობების პიკეტიებას გეგმავენ. გააუარესებს თუ არა ეპიდსიტუაციას ლოქდაუნის ერთბაშად მოხსნა?

ია აბულაშვილი
24.01.2021

პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება. მთავრობის კანცელარიასთან შეკრებული სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნესმენები და პოლიტიკოსები გახანგრძლივებული შეზუდვების გაუქმების მოითხოვნით, კონკრეტულ ვადას აძლევენ ხელისუფლებას. იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნები არ შესრულდება საპროტესტო ტალღა მასშტაბურ და პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. 

თამთა ჩაჩანიძე
24.01.2021

ოპოზიცია აქციებს გაზაფხულით აანონსებდა, თუმცა გამოსვლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მათ შორის დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე უკვე დაიწყო. დღეში რამდენიმე აქცია იმართება, რომლის ორგანიზატორებიც ან უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობა", ან მასთან დაკავშირებული პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები არიან. რასთანაა დაკავშირებული ეს და რა შედეგს მისცემს მცირე აქციებით ბრძოლის ახალი ტაქტიკა „ნაცმოძრაობას" და ზოგადად ოპოზიციას?

ტატა შოშიაშვილი
24.01.2021

აფხაზეთის ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობა მწვავე პრობლემად ჯერ კიდევ გასულ წელს იქცა და დღემდე არაა მოგვარებული. მიზეზი როგორც საბჭოთა დროინდელი დაძველებული ელექტროგაყვანილობა და ენგურჰესზე არსებული პრობლები, ასევე არაკონტროლირებადი კრიპტოვალუტის „ფერმებია", რომელთა ლობისტები, ექსპერტების აზრით, დე ფაქტო მთავრობაში არიან და საკმაოდ იაფ დენს სათავისოდ იყენებენ.

თამთა ჩაჩანიძე
24.01.2021

„ნაცმოძრაობის" წევრთა ნაწილი პარტიის ერთ-ერთ ლიდერ სალომე სამადაშვილს დაუპირისპირდა. მიზეზი ისაა, რომ სამადაშვილი პრაქტიკულად ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა პარტიაში, ვინც შაბათს ბათუმში „ნაცმოძრაობის" აქციაზე მომხდარი ინციდენტი მკაცრად დაგმო, კერძოდ კი ის, რომ პარტიის აქტივისტებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგვის ურნა დააცალეს.

რეზონანსი
23.01.2021

რა სცენარით შეიძლება ქვეყანაში მოვლენები განვითარდეს, თუ კი ოპოზიცია გადაწყვეეტილებას არ შეცვლის და პარლამენტში თვის ბოლოს არ შევა. ოპოზიცია ცხელ გაზაფხულს აანონსებს, ხელისუფლება ამბობს, რომ ის ვინც პარლამენტში არ შევა, ქვეყანა რევოლუციური სცენარის განვითარებისკენ მიჰყავს. ანალიტიკოსები კი აცხადებენ, რომ ოპოზიციას ხალხში არსებული უკმაყოფილების იმედი ტყულად აქვს.

ქრისტინე კაპანაძე
23.01.2021

 „ქართული ოცნების" პოლიტიკურმა საბჭომ განახლებული სამდივნოს შემადგენლობა დაამტკიცა. წინასგან განსხვავებით, ახალ საბჭოში გაუქმებულია პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობების მდივნის თანამდებობა, რომელსაც გია ვოლსკის ეკავა. ცვლილება შეეხო აღმასრულებელი მდივნის თანამდებობასაც, რომელსაც ახლა მამუკა მდინარაძე დაიკავებს, ხოლო საერთაშორისო მდივნად კახა კუჭავა დაინიშნა.


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×