თამთა ჩაჩანიძე
27.10.2020

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისას, 73 მაჟორიტარული ოლქიდან 50-ში მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო. წელს მაჟორიტარული წესით მხოლო 30 პარლამენტარის არჩევა მოხდება და ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ სულ მცირე ოლქების მესამედში მაინც მეორე ტური გაიმართება.

მარიკა ხორავა
27.10.2020

 საპარლამანეტო არჩევნების წინ ხმაურიანი ინციდენტები და ფიზიკური დაპირისპირებები უფრო მეტად ეთნიკური უმცირესობებით დასახებულ რეგიონებში მოხდა - ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. ნიშნავს თუ არა ეს, რომ მმართველ პარტიას ამ რეგიონებში არჩევნების მოგება გაუჭირდება? გარდა ამისა, როგორ აისახება საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ სიმპატიებზე ყარაბაღში ამჟამად მიმდინარე ომი და პერიოდულად ზოგიერთი მედიასაშჲალების მიერ საქართველოს დადანაშაულება ამ ომის მონაწილე ერთი მხარის სასარგებლოდ ან საზიანოდ მოქმედებაში? ექს-მინისტრი და პოლიტიკური ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში არჩევნების დაპირისპირებები ხშირად ხდება, თუმცა „ქართული ოცნებას" გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი სწორედ ამ რეგიონებში აქვს.

ელზა პაპოშვილი
27.10.2020

ყარაბაღის ომში საქართველოს მოქალაქეები იღუპებიან. მიუხედავად ჩაკეტილი საზღვრებისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს 5-მდე მოქალაქე, როგორც ეთნიკურად სომეხი, ასევე ეთნიკურად აზერბაიჯანელი დაიღუპა. რამდენიმე კვირის წინ მარნეულში 2 ახალგაზრდა დაკრძალეს, რომლებიც ყარაბაღის ომში იბრძოდნენ. 2 დღის წინ კი აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებებისას დაქირავებული მებრძოლი ვაჰაგნ ჩახალიანი მოკლეს და მასთან ერთად კიდევ ორი საქართველოს მოქალაქეა დაღუპული. 

ია აბულაშვილი
27.10.2020

„შეიძლება ისევ ციხის კადრები გაავრცელონ „ოცნების“ მონაწილეობით, პატიმრების ცემის სცენებში ჩანდნენ ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე და ა.შ.“ - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რადიკალური ოპოზიცია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ამზადებს ყალბ ვიდეოს, რომელიც სოციალურ ქსელში არჩევნების დღეს, ან არჩევნების წინა დღეს განთავსდეს.

ქრისტინე კაპანაძე
27.10.2020

 „საპროტესტო აქციები იმ შემთხვევაში იქნება მოსალოდნელი, თუ დადგინდება, რომ არჩევნებმა ჩაიარა დარღვევებით. ამის შესაძლებლობა კი რა თქმა უნდა არსებობს. შესაბამისად, ოპოზიციას ექნება საფუძველი გააპროტესტოს აღნიშნული, თუ ამის საჭიროება იქნება, ოღონდ მშვიდობიანი გზით. ახლა დალევწვის და მილეწვის უფლება არავის აქვს, მაგრამ მშვიდობიანი აქციების უფლება ყველას აქვს. ასე ეხმაურება ექსპერტი ნიკა ჩიტაძე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა განცხადებებს, რომლებშიც ისინი ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში საპროტესტო გამოსვლები დაიწყება.

მარიკა ხორავა
27.10.2020

 იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და „ქართული ოცნების" პარტიული სიის მეოთხე ნომერმა, თეა წულუკიანმა სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არსებობს გარკვეული სქემა, რომლის თანახმად ოპოზიციური სპექტრი და მათი ყველაზე რადიკალური წარმომადგენლები, მათ მიერვე დაფუძნებული ან მათთან კავშირში მყოფი სადამკვირვებლო ორგანიზაციების გამოყენებით, შეეცდებიან შექმნან და გაავრცელონ ცრუ ინფორმაციები არჩევნებთან დაკავშირებით და ამაზე დაყდრდნობით „განახორციელონ გარკვეული ქმედებები" უშუალოდ არჩევნებისას და მის მომდევნო დღეს.

ქრისტინე კაპანაძე
27.10.2020

 პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე არ ეთანხმება ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის, თენგიზ ცერცვაძის მოსაზრებას, რომ ლოქდაუნის გარეშე ახალი შემთხვევების ზრდის მართვა და ეპიდემიის მასშტაბების ზრდის ტემპების სწრაფი შეჩერება ძნელია. როგორც ხუნდაძე „რეზონანსთან" ამბობს, სახელმწიფო და ჯანდაცვის სისტემა ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას უმკლავდება და ჯერჯერობით შეზღუდვების შემოღებას არ აპირებს.

რეზონანსი
27.10.2020

 2012 წლიდან მოლებული, საქართველოს პოლიტიკურ ველზე წარმოქმნილ ორპოლუსიანობას, ანალიტიკოსთა უმრავლეოსბის აზრით, საკმაოდ წარმატებით იყენებდა „ქართული ოცნება". სხვადასხვა დონის პრაქტიკულად ყველა არჩევნებზე მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი მესიჯი სწორედ მათი მთავარი ოპონენტების - მიხეილ სააკაშვილისა და მისი „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების არდაშვება იყო.

ქრისტინე კაპანაძე
27.10.2020

 „პირდაპირ ვიტყვი - ჩემთვის სამწუხაროა, რომ სოსომ „ქართული ოცნების" დატოვება გადაწყვიტა და ასეთი განცხადებები გააკეთა. იმედი მაქვს, ეს აღელვების ნიადაგზე მოხდა. მან თვითონაც კარგად იცის, რომ „ქართულ ოცნებაში" ზონდერები არ არიან და ეს იყო წინა ხელისუფლების ნიშანი. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას", აქ ასეთი ადამიანები ნამდვილად არ არიან", - ასე ეხმაურება „რეზონანსთან" საუბრისას „ქართული ოცნების" წევრი შოთა ხაბარელი მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტის სოსო ჯაჭვლიანის გადაწყვეტილებას მმართველი პარტიის დატოვების თაობაზე.

ელზა პაპოშვილი
26.10.2020

ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირის ვინაობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად საგანგებო ბრიფინგზე გაახმოვანა  უწყებაში ადასტურებენ, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში და 43 მძევლის აყვანაში ეჭვმიტანილი პირი 32 წლის ყოფილი სამხედრო ბადრი ესებუაა. პოლიციაში დაკითხვაზე არიან გადაყვანილი ესებუას ძმა და მშობლები. სახლში კი ჩხრეკვა მიდის.

მარიკა ხორავა
26.10.2020

 საპარლამენტო არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე პოლიტიკური პარტიები ცდილობენ თავიანთი კომპრომატების გამოჩენას და მოწინაღმდეგეების კომპრომეტირებას, სხვადასხვა პროვოკაციების მოწყობას, სხვადასხვა გზით თავიანთი უპირატესობის დამტკიცებას.


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×