ია აბულაშვილი 11.03.2021

ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანხმდება, რომ მათ შორის მოლაპარკების პროცესის დაწყება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის ჩართულოებით ზრდის შანსს, რომ შეთანხმება შედგეს და კრიზისი განიმუხტოს. პრემიერ ირაკლი ღარიბაშივლის განცხადებით, მმართველი გუნდი მთლიანად იზარებს ევროპული საბჭოს რეკომენდაციებს, რომ მხარეებმა რაც შეიძლება მოკლე დროში გამონახონ საერთო ენა. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ევროპელი მედიატორი კონკრეტული მონახაზებით ჩამოვა, რომელიც მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.
|
ელზა პაპოშვილი 11.03.2021

როგორი იქნება საქართველოში პოლიტიკური ვითარება და შეძლებს თუა რა ხელისუფლება და ოპოზიცია ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან ერთად შეთანხმების მიღწევას?! „რეზონანსთან“ ინტერვიუში ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ დიდი ალბათობით ნიკა მელიას გათავისუფლებაზე და პლებისციტზე ორივე მხარე შეთანხმდება. გამორიცხავს, რომ ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებს დასთანხმდეს, რადგან ეს არჩევნების ლეგიტიმაციას კითხვის ქვეშ დააყენებს. ასევე ოპოზიცია ხალხის ქუჩაში გამოყვანას ვერ ახერხებს და ხელისუფლებაზე ზეწოლის ეს დიდი ბერკეტი არა აქვს.
|
თამთა ჩაჩანიძე 11.03.2021

შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციის მოლაპარაკებებში პირად მედიატორად დანიშნა, თბილისს დღეს ეწვევა. ვინ არის დანიელსონი და გახდება თუ არა შვედი დიპლომატი პოლიტიკურ კრიზისში გარდამტეხი ფაქტორი, ამ საკითხებზე „რეზონანსთან" ექსპერტებმა ისაუბრეს.
|
თამთა ჩაჩანიძე 11.03.2021

„ქართული ოცნება" სრულიად იზიარებს ევროპული საბჭოს რეკომენდაციას, რჩევას და მზაობას გამოთქვამს, რომ ოპოზიციასთან საერთო შეთანხმების მიღწევისთვის კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმი გააგრძელოს, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვბილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და 15-17 მარტს ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით გარკვეული გეგმა საზოგადოებას გააცნო.
|
თამთა ჩაჩანიძე 10.03.2021

ამერიკას შეუძლია, რომ საქართველოს მხარდაჭერის თვალსაზრისით ნატოში როგორც სუპერ სახელმწიფომ თავისი სიტყვა თქვას, თუმცა ამით ყინული ვერ დაიძვრება და სკეპტიკურად განწყობილი სახელმწიფოების პოზიცია არ შეიცვლება - ამის შესახებ „რეზონანსთან" საგარეო საკითხების ექსპერტები საუბრობენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ჯერჯერობით საქართველოს უსაფრთხოების თვასაზრისით უფრო რეალისტური ამერიკა-საქართველოს შორის პირდაპირი სამხედრო ხელშეკრულებაა.
|
ია აბულაშვილი 10.03.2021

6-პუნქტიანი გეგმა და 1 კვირაღა - საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მოთხოვნით რაც შეიძლება მალე უნდა მოძებნოს, თუმცა, ბრიუსელის შეხვედრამდე ჯერ-ჯერობით მოლაპარაკების არცერთი რაუნდი არ გამართულა.
|
ელზა პაპოშვილი 10.03.2021

გაართულა თუ არა მოლაპარაკების პროცესი ფარული აუდიო ჩანაწერების გამოქვეყნებამ, სადაც ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე საუბრობენ. ოპოზიციაში აბობენ, რომ ხელისუფლებამ ნაბიჯი უნდა გადმოდგას და კომპრომისული წინადადებები შესთავაზოს - ხელისუფლება კი პირიქით აცახდებს, რომ დათმობაზე ოპოზიცია უნდა წავიდეს.
|
თამთა ჩაჩანიძე 10.03.2021

კორონავირუსით რეინფიცირება არის ის შემთხვევა, როცა ადამიანმა კოვიდი უკვე გადაიტანა და მისი მსხვერპლი ხელმეორედაა - ეს კი მაშინ ხდება, თუ ადამიანს ვირუსის მიმართ სპეციფიკური იმუნიტეტი არ აქვს, ან ანტისხეულები კარგად არაა გამომუშავებული.
|
თამთა ჩაჩანიძე 10.03.2021

ხელისუფლება და ოპოზიცია ახალი მედიატორის მოლოდინში არიან. უახლოეს დღეებში საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ეწვევა. ოპოზიციაში იმაზე მსჯელობენ, უნდა დათანხმდნენ თუ არა შეხვედრას, თუკი მოლაპარაკების მაგიდასთან პრემიერი ირაკლი ღარიბაშილი იჯდება. დასავლელი დიპლომატები კი ხელისუფლებას პირველი ნაბიჯის გადადგმასა და „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებას სთხოვენ.
|
ია აბულაშვილი 09.03.2021

დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, აფხაზეთში შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა, რომლის ერთ-ერთი პოტენციური ხელმძღვანელიც ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ყოფილი მრჩეველი ახრა ავიძბა იყო. იგი უკვე დაკავებულია თავის 5 პირად მცველთან ერთად, თუმცა „ოფიციალურად“ მათ მხოლოდ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდება აქვთ წაყენებული.
|
თამთა ჩაჩანიძე 09.03.2021

ბერა ივანიშვილის, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერისა და მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე დაიწყო. იურისტი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ უწყება თავად წყვეტს გამოძიება რა მუხლით დაიწყოს და სამართლებრივი შეფასება ბრალდების თვალსაზრისით რა კუთხით მისცეს, თუმცა ამჯერად პროკურატურამ „ყველაზე უარესი" გადაწყვეტილება მიიღო.
|
ია აბულაშვილი 09.03.2021

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლადო კახაძის განცხადებით, „ოცნების“ დაშლაზე საუბარი ყოველგვარ საფუძელს მოკლებულია, რადგან გუნდიდან არავინ არსად არ წასულა. ამ ხმებს კი, მისი თქმით, ავრცელებენ ისინი ვინც რევოლუციის ილუზიებიდან ვერ გამოდის.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|