ია აბულაშვილი 03.08.2021

სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ათწლიანი სახელმწიფო სტრატეგია დამტკიცებულია. როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა, პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ ცალმხრივი სამოქმედო გეგმა კონფლიქტების მოგვარებაში ვერ იმუშავებს და ამის მაგალითად 2007 წელს დამტკიცებული მსგავსი გეგმა მოაქვს.
|
თამთა ჩაჩანიძე 03.08.2021

მასობრივ თავყრილობებზე, მათ შორის ქორწილებსა და ქელეხებზე, მხოლოდ ის მოქალაქეები იქნებიან დაშვებული, რომელთაც გავლილი ექნებათ ვაქცინაციის სრული კურსი, ან პისიარ ტესტის უარყოფით პასუხს წარმოადგენენ. ეს და რამდენიმე მსგავსი რეკომენდაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უკვე წარუდგინა საკოორდინაციო საბჭოს და როგორც ცენტრში აცხადებენ, ამ რეგულაციების იგნორირების შემთხვევაში, სხვა, გაცილებით უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესება გახდება საჭირო.
|
ია აბულაშვილი 03.08.2021

„ნაცმოძრაობის“ წევრმა, ოთხგზის პარლამნეტარმა აზერ სულიმანოვმა პარტია დატოვა და „ფეისბუქში“ პირად გვერდზე პარტიიდან წასვლის მიზეზებზე დაწერა, რომ პარტიაში მყოფმა ადამიანებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს მისი ღვაწლი და ამომრჩევლების შეხედულებები. ამიტომ, მისი აზრით, უსამართლობა იქნებოდა თუ გააგრძელებდა საქმიანობს „ნაცმოძრაობაში“.
|
ქრისტინე კაპანაძე 03.08.2021
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) მიერ ჩატარებულ წინასაარჩევნო კვლევებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე არადამაჯერებლად მიიჩნევს. მან „რეზონანსთან" საუბრისას კვლევის შედეგებში არსებული ის შეუსაბამობებიც დაასახელა, რაც ამაზე მიუთითებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 02.08.2021

დღეს საქართველოში ორჯერადად ვაქცინირებულთა პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით 10%-მდეა, ხოლო სპეციალისტთა შეფასებით, თუ სრულად მოსახლეობის მინიმუმ 30% აიცრება, პანდემიის მსვლელობაზე პირველადი დადებითი ზეგავლენა იქნება, 60%-ზე მეტის ორი დოზით აცრა კი ნიშნავს იმას, რომ კორონავირუსს დავამარცხებთ.
|
თამთა ჩაჩანიძე 02.08.2021

პარლამენტმა მეოთხე კენჭისყრით ცესკოს დროებითი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი აირჩია, ოპოზიციის აზრით, „ქართულმა ოცნებამ" მისთვის სანდო კანდიდატი აირჩია და „არა ის, ვისაც საზოგადოების მხარდაჭერა აქვს", ხოლო მმართველი გუნდი კი ამის საპასუხოდ აცხადებს, რომ კანდიდატად ვინც არ უნდა წარედგინათ, ოპოზიცია მათი დღის წესრიგიდან გამომდინარე მხარს არცერთ კანდიდატს არ დაუჭერდა.
|
ია აბულაშვილი 02.08.2021

პარტია "ქართული ოცნების" თავჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია და მმართველი გუნდი მსგავს დოკუმენტს ხელს მომავალში არ მოაწერს, რაც არ უნდა პოლიტიკური კრიზისი შეიქმნას ქვეყანაში. რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს, კობახიძის განცხადებით, დოკუმენტის ფარგლებში დაბრუნება გამორიცხულია.
|
თეონა ვეშაგური 02.08.2021

მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საუბარი პანდემიის თემით დაიწყო და აღნიშნა, რომ პანდემიის დამარცხების ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაა - მისი თქმით, საქართველოში ამ ეტაპზე კოვიდვაქცინების 2 მილიონზე მეტი დოზაა მობილიზებული.
|
თამთა ჩაჩანიძე 01.08.2021

მთავრობა სერიოზულად განიხილავს შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით მომავალი კვირა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება. გაბუნია აცხადებს, რომ შეზღუდვების დაწესება კრიტიკული მაჩვენებლის დაფიქსირების შემთხვევაში მოხდება. რა კონკრეტულ მაჩვენებელზეა საუბარი, ამ დროისთვის ჯერ პასუხი სპეციალისტებს არ აქვთ, თუმცა საუბრობენ იმ შეზღუდვებზე, რომლებიც შესაძლოა დაწესდეს, ან გამკაცრდეს.
|
ია აბულაშვილი 01.08.2021

პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შედეგად მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „ოცნება“ თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის, ხოლო „ნაცმოძრაობის“ მხრიდან შეთანხმებაზე ხელის მოწერას უკვე აზრი აღარ აქვს. დასავლელი პარტნიორებისგან იგი რეაგირებას ელოდება, თუმცა არა მკაცრს.
|
თეონა ვეშაგური 01.08.2021

„სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ სავარაუდოდ თბილისის კანდიდატს მისი პარტიაც დაასახელებს. მისი თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით შეხვედრები და კონსულტაციები ამჟამადაც მიმდინარეობს.
|
თეონა ვეშაგური 01.08.2021

„ნაციონალურმა მოძრაობამ" მმართველი პარტიის მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შემდეგ პარლამენტში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა და ამ გადაწყვეტილების მიზეზიც დაასახელა. „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ეს „ნაცმოძრაობის" მხარდამჭერთა რაოდენობას გაზრდის.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|