თეონა ვეშაგური
21.07.2021

თუ აქამდე ვერ მოხერხდა საზოგადოების დარწმუნება, რომ ვაქცინაცია აუცილებელია და ყველამ უნდა ჩაიტაროს, ვფიქრობ, მომავალშიც ძალიან გაგვჭირდება ამის გაკეთება - განაცხადა „რეზონანსთან" საუბრისას ეპიდემიოლოგმა ალექსანდრე გოგინავამ.

ელზა პაპოშვილი
20.07.2021

„ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებზე საბრძოლველად მთავარი ფალავანი თბილისის მერი კახა კალაძე უკვე მეორედ საბრძოლველად გამოიყვანა. მმართველმა გუნდმა კალაძე კვლავ მერობის კანდიდატად დაასახელა და ეჭვიც არ ეპარებათ, რომ ის გამარჯვებას მოიპოვებს. ოპოზიციას ახალი დილემა აქვს. ვინ უნდა დააყენონ მის საპირწონე ფიგურად, რომ კალაძის დამარცხება შეძლონ. 

ია აბულაშვილი
20.07.2021

პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე მიმდინარე პროცესებს „სრულ პოლიტიკურ სიგიჟედ" აფასებს და აცხადებს, რომ რასაც დღეს ოპოზიცია აკეთებს, ქართული პოლიტიკისთვისაც იშვიათობაა.

ია აბულაშვილი
20.07.2021

პარტია „ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით, რომ შექმნილი ვთიარებიდან გამომდინარე ოპოზიციამ უნდა გადაგას ქმედითი ნაბიჯები, გაერთიანდეს და დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, თუმცა დაუშვებლად მიაჩნია მომავალ მთავრობაში ძლოვანი სტრუქტურები ნაცმონალებმა ჩაიბარონ და მოითხოვს, რომ ოპოზიცია ამაზე დღესვე შეთანხმდეს.

თამთა ჩაჩანიძე
20.07.2021

ქვეყანა ახალი კოვიდაფეთქების ზღვარზეა, ეპიდსაშიშ ზონაში გადავედით, თუმცა მთავრობა ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე ჯერჯერობით ლოქდაუნს არ აპირებს. ინფიცირებულთა რიცხვი უკვე სამი ათასეულის ფარგლებშია, არანაკლებ საგანგაშოა ლეტალური მაჩვენებელიც, ასეთ სიტუაციაში კი სპეციალისტები გამოსავალს წერტილოვან შეზღუდვებში და ტურიუსტების მკაცრად გაკონტროლებაში ხედავენ, თუმცა მათი პროგნოზით, უახლოესი 2-3 კვირა საკმაოდ მძიმე ეპიდსიტუაციაა მოსალოდელი.

თეონა ვეშაგური
20.07.2021

 

 არ ვიცით, რაზე ილაპარაკეს პრემიერმა და მიშელმა პირისპირ. ალბათ, მათ შორის საკმაოდ მძიმე საუბარი გაიმართა, თუმცა ოფიციალური განცხადებები ამ საუბრის სიმძიმეს რა თქმა უნდა არ ასახავს, აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

თამთა ჩაჩანიძე
20.07.2021

ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს, რადგან თუ მთავრობას რეგულაციების გამკაცრება კვლავ მოუწევს, ადამიანები სამსახურს დაკარგავენ და გაუსაძლისი მდგომარეობა შეიქმნება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ეპიდსიტუაციის შეფასებისას განაცხადა. გარდა ამისა, მან ბათუმის 19 ივლისის საერთაშორისო კონფერენცია და ქვეყნის ამჟამინდელ ეკონომიკური სიტუაცია შეაფასა.

ელზა პაპოშვილი
19.07.2021

“ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია"  ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე  დისკუსია ახალ ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგზე წარიმართა და საუბარი მთავარ გამოწვევებზე და მოკავშირეებთან ურთიერთობების განვითარებაზე გაგრძელდა. დისკუსიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და მოლდოვას, უკრაინის და საქართველოს პრეზიდენტები მონაწილეობდნენ. 

ია აბულაშვილი
19.07.2021

"19 აპრილის შეთანხმების განხორციელება არის მთავარი გარანტია, რათა საქართველომ თავისი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს"- ასეთია ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ძირითადი გზავნილი ყველა პოლიტიკური პარტიისადმი, რომელიც მან ბათუმში გამართულ საერთაშორიოს კონფერენციის შემდეგ გააკეთა.

თამთა ჩაჩანიძე
19.07.2021

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციის წარმომადგენლებს და პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა - მიშელის მხრიდან გაჟღერდა ის მთავარი გზავნილები, რაც 19 აპრილის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებას გულისხმობს.

თამთა ჩაჩანიძე
19.07.2021

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მძიმდება, რეგულაციების მოხსნის შემდეგ ორ კვირაზე მეტია გასული და ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი უკვე 2 ათასის ფარგლებშია, სპეციალისტების განმარტებით, თუ ყველაფერი ისევ ასე გაგრძელდა და საზოგადოებამ რეკომენდაციები უგულებელჰყო, შესაძლოა ვითარება უკიდურესად დამძიმდეს.

თამთა ჩაჩანიძე
18.07.2021

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ოპოზიციის მწვავე პროტესტის გამო ჩაიშალა, მმართველი გუნდის განცხადებით, რაც კვირას საკანონმდებლო ორგანოში მოხდა მიზანმიმართულად დაორგანიზებული იყო, რომ სხდომა არ შემდგარიყო, ხოლო ოპოზიციის თქმით კი, შს მინისტრს კითხვებზე პასუხები არ ჰქონდა.


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×