თიკა სიბოშვილი
04.08.2021

ქვეყანაში ორნიშნა ინფლაცია მძვინვარებს და მისი მოთოკვა  ვერაფრით ხერხდება, აშკარაა, რომ თვიდან თვემდე ვითარება სულ უფრო მძიმდება. ინფლაციაზე პასუხისმგებელი საქართველოს ეროვნული ბანკია, რომელიც ვერაფერს ახერხებს. სწორედ ამიტომ სპეციალისტები უკვე ხმამაღლა საუბრობენ სებ-ის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხსა და მათ გადადგომაზე.

რეზონანსი
04.08.2021

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილებას სპეციალისტების უმეტესობა ნეგატიურად აფასებს. როგორც ეკონომისტები აღნიშნავენ, ეროვნულმა ბანკმა არჩევანი გააკეთა სავალუტო კურსსა და ეკონომიკას შორის. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ამან ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიურად იმოქმედოს. თუკი პროცესს, პანდემიიდან გამომდინარე, შეზღუდვებიც დაემატება, აგვისტოში სავალუტო რყევებს უნდა ველოდოთ, მაგრამ ეს _ ცუდი სცენარის შემთხვევაში. არსებობს უკეთესის მოლოდინიც.

თიკა სიბოშვილი
03.08.2021

გაუარესებული ეპიდსიტუაციის მიუხედავად, ქვეყანაში ახალი რეგულაციების დაწესება აღარ იგეგმებოდა, თუმცა ფაქტია, ვითარება სავალალოდ იცვლება. ეს ყველაზე ცუდად იმ ტიპის ბიზნესზე მოქმედებს, რომელიც ტურისტული სეზონით ცდილობს თავის გადარჩენას. სტუმარმასპინძლობის სექტორი უკვე კრიზისში შევიდა და რთულ ვითარებაშია. 

ირაკლი ლომიძე
03.08.2021

ძლივს გაზრდილი ეკონომიკის პირობებში ისევ „ლოქდაუნზე“ საუბარს ბიზნესსექტორი დაუშვებლად მიიჩნევს. მეწარმეებს მიაჩნიათ, რომ ინფექციონისტების პოზიციის გათვალისწინება და შეზღუდვებთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება სასიკვდილო განაჩენი იქნება ბიზნესისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, არსებულ რეგულაციებზე კონტროლი გამკაცრდეს და „ლოქდაუნი“ საერთოდ აღარ იყოს განხილვის თემა ქვეყანაში. 

სანდრო მდივანი
02.08.2021

1-ლი ივლისიდან ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიცვალა. ცვლილების პროცესში ჩვენების ამოწერა და გადაგზავნა აბონენტებს უწევდათ. შესაბამისი შეტყობინებები კომპანიებისგან დაიგზავნა, თუმცა პროცესს მაინც დიდი გაურკვევლობა მოჰყვა, რადგან მაგალითად, თბილისში ამონაწერი ,,თელასთან" ერთად, ,,თელმიკოსგანაც" მიიღეს. ამან სრული გაურკვევლობა და ქაოსი გაოიწვია. ათასობით მომხმარებელი  თავს მოტყუებულად გრძნობს. ,,ბიზნეს-რეზონანსმა“ გადაწყვიტა გაერკვია როგორ და როდის გასწორდება ჩვენებები. 

ირაკლი ლომიძე
02.08.2021

 

წინასაარჩევნო დაპირებებს შორის მედიკამენტების გაიაფება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რაც მთავრობას არჩევნების შედეგის განსაზღავრში დიდ დახმარებას გაუწევს. ნაბიჯი ამ მიმართულებით მალე გადაიდგმევა. შესაძლოა, ფასები გაანახევრონ ან სულ მცირე 15-20%-ით შემცირდეს. თუმცა პრემიერის დაპირების მიმართ სპეციალისტების ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი. ისინი ფიქრობენ, რომ  საფასო ცვლილება რომც განხორციელდეს, ტენდენცია დიდხანს ვერ გაგრძელდება და არის საფრთხე, რომ არჩევნების შემდეგ წამლები ისევ გაძვირდეს, უკეთეს შემთხვევაში, საწყის მაჩვენებელს დაუბრუნდეს. 

ირაკლი ლომიძე
02.08.2021

ეკონომიკური ზრდის უკვე მიღწეული პარამეტრები იძლევა შესაძლებლობას, უმუშევრობა საქართველოში, სულ მცირე, 3%-ით შემცირდეს. სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ბიზნესი ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის მზად არის. მართალია, მეორე ნაწილი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, თუმცა ფაქტია, რომ პანდემიისგან დაზარალებული ეკონომიკა პროგრესის გზას ადგას და ახლა როგორც მთავრობის, ასევე ბიზნეს სექტორისთვის მნიშვნელოვანია, არსებული ტენდენცია შენარჩუნდეს და დასაქმების მეტი შესაძლებლობა გაჩნდეს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე რეალურ გავლენას მოახდენს. 

ირაკლი ლომიძე
02.08.2021

სანავთობო ბიტუმისა და საავიაციო ნავთის იმპორტის ზრდის ტენდენცია გრძელდება. რეგულაციების მოხსნა და ეკონომიკური ზრდა ამ მხრივ მთავარი ფაქტორია, რამაც ნავთობპროდუქტების ბაზარზე უაღრესად პოზიტიური გავლენა მოახდინა. ამის შესახებ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“   ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა  ვანო მთვრალაშვილმა ისაუბრა და დაადასტურა, რომ  იმპორტის ზრდას ეკონომიკაში მიმდინარე დადებით პროცესებს უკავშირდება.

თამარ ვეფხვაძე
29.07.2021

ატმის კრეფის სეზონი აქტიურ ფაზაშია. წელს მოსავლის რაოდენობა და ფასიც გაორმაგებულია. პარალელურად აქტიურად მიდის მუშაობა, რომ ატმის რეალიზაცია უპრობლემოდ მოხდეს. ფერმერებს ყველა საშუალება აქვთ, რომ წარმატებით გაყიდონ პროდუქტი, მათ სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა აქვთ.

ირაკლი ლომიძე
29.07.2021

საქართველოს ეკონომიკამ და ჯანდაცვის სექტორმა, შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის მეოთხე ტალღას გაუძლეს. პირველი შემთხვევაა, როდესაც კორონავირუსის საკმაოდ დიდ ტალღას ჩაკეტვისა და შეზღუდვების გარეშე გადავივლით. მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების მაჩვენებლით უკვე პიკში ვართ,  ქვეყნის მთავარი ინფექციონისტები გვაიმედებენ, რომ ამაზე უარესი აღარ გველოდება და თუკი საზოგადოება რეგულაციებს დაიცავს, ჩაკეტვების და შეზღუდვების აუცილებლობა სრულებით გამოირიცხება.

რეზონანსი
28.07.2021

კორნავირუსის პანდემიამ უძრავი ქონების ბაზარზე დიდი ცვლილებები გამოიწვია. ეპიდემიის გავრცელების პარალელურად, სამშენებლო სფეროში ვითარება უფრო და უფრო იძაბებოდა. მისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო მოსახლეობას ბინის ყიდვის სურვილი გაუქრა. უკეთესი მდგომარეობა არც ახლაა, თუმცა დეველოპერებს მაინც პოზიტიური მოლოდინი აქვთ. „რეზონანსი“  შეეცადა გაერკვია, რა მდგომარეობაა ახლა ბაზარზე და გაიზარდა თუ არა მოსახლეობის ინტერესი უძრავი ქონების მიმართ.

ირაკლი ლომიძე
28.07.2021

მართვის მოწმობის მიღება რთულდება და ძვირდება კიდეც. მსურველებისთვის პირობები მკაცრდება, რაც, ძირითადად, უსაფრთხოებას უკავშირდება. არ არის გამორიცხული, ამან ავტოსკოლაში სწავლების საფასურის გაზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ უკვე საუბრობენ კიდეც. სპეციალისტების შეფასებით, ავტოსკოლების მომსახურების სტანდარტი გაიზრდება და ამასთან, საქართველოში აღებული მართვის მოწმობას საერთაშორისო აღიარება მოჰყვება.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×