ელზა პაპოშვილი 17.06.2024
საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორტიკების გასაღების უპრეცედეტო სქემა გაშიფრეს. როგორც გამოძიებით დგინდება, 10 პირია დაკავებული.
|
თამთა ჩაჩანიძე 16.06.2024
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა და მალე პირველ ისტორიულ მატჩს გამართავს. ამის პარალელურად, ღირსების ორდენის მათთვის გადაცემის საკითხი შიდა პოლიტიკური დავის საგანი გახდა. მას შემდეგ, რაც „ოცნებამ" განაცხადა, რომ პრეზიდენტი ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებისა და ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოებაზე ყოყმანობდა, სალომე ზურაბიშვილმა გამოაქვეყნა ღირსების ორდენოსანთა სია, რომელიც 23 მაისითაა დათარიღებული.
|
ელზა პაპოშვილი 13.06.2024
ტყვია, ვერცხლისწყალი, დარიშხანი - ეს ის მომწამლავი ნივთიერებებია, რომელიც ქართველ მებრძოლს, მამუკა მამულაშვილს სისხლში აღმოაჩნდა. უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაურს სამედიცინო დასკვნა ხუთშაბათს მოუვიდა, სადაც ეწერა, რომ მისი ორგანიზმი მძიმე მეტალებით იყო მოწამლული.
|
ელზა პაპოშვილი 12.06.2024
ვიდეოკადრებით და ფოტოებით შანტაჟის კიდევ ერთი უმძიმესი აფქტი, სადაც 13 წლის გოგონა ფიგურირებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, 13 წლის გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი პირი 19 წლის კაცი დააკავეს. ირკვევა, რომ 19 წლის ბიჭმა გამოგონილი სახელით სოციალური ქსელ "FACEBOOK-ის" საშუალებით 13 წლის გოგო გაიცნო და გაცნობიდან მალევე მათ შორის მიმოწერამ მიიღო ინტენსიური ხასიათი.
|
ელზა პაპოშვილი 11.06.2024
ფემიციდის მორიგ უმძიმეს დანაშაულზე მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო და მამაკაცს, რომელმაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ცოლი მოკლა, 18-წლიანი პატიმრობა მიუსჯა. სასამართლოზე გამოძიების მიერ წარდგენლი მტკიცებულებებიდან გაირკვა, რომ მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ბლაგვი საგნით ცემის შემდეგ ქალი ადგილზევე გარდაიცვალა, მამაკაცი კი მიიმალა, თუმცა მისი დაკავება სამართალდამცველებმა იმ დღესვე შეძლეს.
|
ელზა პაპოშვილი 08.06.2024
ბარსელონაში ქართველი ქალის, 32 წლის ნათია გულბანის ტრაგიკული დაღუპვა ადგილოობრივი მედიის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა. მისი მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ 2 ივნისს მისი მეუღლე, ასევე 32 წლის ბექა იმერლიშვილი დააკავა. ისინი ორი კვირის დაქორწინებული იყვნენ. წინასწარი ვერსიით, ოჯახური კონფლიქტისას ახალგაზრდა ქალი ქმარმა სახლის აივნიდან გადმოაგდო. გოგონა ადგილზევე დაიღუპა.
|
ელზა პაპოშვილი 07.06.2024
ანტიტერორისტულიი ოპერაციის შედეგად დაკავებული მამაკაცები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. საქმეს გრიფი ადევს, ამიტომ სასამართლო პროცესის დეტალები უცნობია. ადვოკატების ინფორმაციით, ბრალდებულებმა დუმილის უფლება გამოიყენეს.
|
ელზა პაპოშვილი 06.06.2024
5 ივნისს ვარკეთილში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 40 წლის იური კალანდარიშვილს გამოძიება სანადირო თოფიდან გასროლით 39 წლის მეზობლის ბაჩო ბაშარულის და მისი 40 წლის მეგობრის ნიკა არჩვაძის მკვლელობას ედავება. გამოძიება ამტკიცებს, რომ მან ორი ადამიანი განზრახ სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. თავად ბრალდებული კი ამბობს, რომ მას მეზობელი და მისი თანმხლები პირი სახლში მიუვარდნენ. ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ მან თავდაცვა გადაწყვიტა და იარაღი გამოიტანა, რათა თავდამსხმელები შეეშინებინა. თუმცა მათ იარაღის წართმევა მოისურვეს, რა დროსაც გასროლა მოხდა და ორივე მათგანი სასიკვდილოდ დაიჭრა.
|
ელზა პაპოშვილი 05.06.2024
ე.წ. ფოტოგრაფის გახმაურებული საქმის ირგვლივ ახალი დეტალები ხდება ცნობილი და გამოძიების მსვლელობისას კიდევ უფორ შოკის მომგვრელი ფაქტები დადგინდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების 11 ფაქტი გახსნეს. უწყება ამბობს, რომ ბრალდებული გ.ქ. რომელიც 19 წლის დაზარალებული გოგოს პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის ფაქტზე, 2024 წლის 22 მარტს დააკავეს, წლები ატყუებდა ქალებს, რომ იყო ფოტოგრაფი და ქალის თეთრეულის რეკლამისთვის მათ ფოტოესიაზე იწვევდა. გამოძიების ინფორმაციით, ის ქალებს ძიძის/მომვლელის და მასაჟისტის ვაკანსიაზეც იბარებდა ბინაში.
|
ელზა პაპოშვილი 04.06.2024
დუშეთში ოჯახის წევრის დაჭრის ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი დააკავეს. მას საკუთარი სიძის დაჭრას ედავებინ. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, როცა პოლიციის თანამშრომელი დასთან დუშეთში სტუმრად მივიდა. მას კონფლიქტი დის მეუღლესთან მოუვიდა. მათ დაპირისპირება ეზოში განაგრძეს, რა დროსაც ბრალდებულმა სამართალდამცველმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა და სიძე მძმედ დაჭრა.
|
ელზა პაპოშვილი 01.06.2024
რუსთავში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან 31 მაისს, საღამოს საათებში გოგონა გადმოვარდა. შემთხვევა 21-ე მიკრორაიონში მოხდა. როგორც მეზობლები ჰყვებიან, 17 წლის გოგო მე-5 სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა და ის უგონო მდგომარეობაში იპოვეს. იყო ეს თვითმკვლელობის მცდელობა, უბედური შემთხვევა, თუ სხვა რამ - ჯერჯერობით უცნობია. მეზობლებს უჭირთ მომხდარის შესახებ საუბარი.
|
ელზა პაპოშვილი 31.05.2024
სამართალდამცველებმა ორგანიზებული თაღლითური სქემა გაშიფრეს და 4 პირს ბრალი წაუყენეს. ამ ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ოთხ პირია დაკავებეული. თუმცა არაა გამორიცხული დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს. საქმე კი სესხის აღების პირობით მოქალაქეების მოტყუებას ეხება, რომლებსაც ვითომ თანხის სანაცვლოდ უძრავი ქონების ჩადებას სთხოვდნენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|