ელზა პაპოშვილი
09.10.2023

უმძიმესი შემთხვევა გურჯაანში - სოფელ ვაზისუბანში 9 წლის ბიჭს, რომელიც თანატოლთან ერთად თამაშობდა, მეგობრის მიერ შემთხვევით პნევმატური იარაღიდან გასროლილი ტყვია  მოხვდა. როგორც ადგილობრივები „რეზონანს“ უყვებიან, მოზარდმა მძიმე დაზიანება თვალის და თავის არეში მიიღო. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ბავშვი მიღებული დაზიანებით გურჯაანის საავადმყოფოში მოათავსეს, მაგრამ, მისი მდგომარეობის გამო კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა. 

ელზა პაპოშვილი
07.10.2023

14 წლის გოგონას მკვლელობაში მხილებულ მის მეუღლეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. საგარეჯოში მომდარი ეს სასტიკი დანაშაული უკვე გახდა საყოველთაო მსჯელობის საგანი. როგორ მოხდა, რომ არასრულწლოვანი ორი თვის განმავლობაში იმყოფებოდა იძულებით ქორწინებაში მასზე ორჯერ უფროს მამაკაცთან და ამასთან დაკავშირებით არავინ არაფერი იღონა?

ელზა პაპოშვილი
04.10.2023

სისხლიანი დაპირისპირება კახეთში - სოფელ ჭიკაანში მეზობელმა მეზობელი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა, ხოლო მეორე მეზობელი ფეხის არეში დაჭრა. ადგილობრივები „რეზონანსთან“ მომხდარის დეტალებს ყვებიან და ამბობენ, რომ სავარაუდო დამნაშავე მოქმედი  პოლიციელი თემურ ოთინაშვილია. მას და მის კლასელს  47 წლის გელა გუჩმაზაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ეკლესიის ეზოში დაიწყო. როგორც მეზობელბი ამბობენ, ისინი  კლასელებთან ერთად ეკლესიის ეზოში ქეიფობდნენ. 

ელზა პაპოშვილი
03.10.2023

პოლიციამ სამდღიანი ძებნის შემდეგ დააკავა ჩოხატაურის რაიონის სოფელ გოგოლესუბანში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული. ის 27 წლის შოთა სიხარულიძეა, რომელსაც თავისი ბავშვობის მეგობარის, ნათესავისა და თანასოფლელის, ავთო სიხარულიძის მკვლელობაში ედება ბრალი. ერთად გაზრდილ ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი გარდაცვლილის დაბადების დღეზე დაიწყო, თუმცა მალევე განიმუხტა. მიუხედავდ ამისა, კონფლიქტი მეორე დღესაც გაგრძელდა ტრაგედიით დასრულდა. 

ელზა პაპოშვილი
02.10.2023

საბერძნეთში მოკლული საქართველოს მოქალაქე კობა აშოთიაა - არსებული ინფორმაციით, 74 წლის ბერძენმა კაცმა 50 წლამდე ქართველი ემიგრანტი ცოლ-შვილის თანდასწრებით მოკლა. გარდა ამისა, დაჭრილია მოკლულის ცოლიც, რომელსაც ოპერაცია უტარდება. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, დაჭრილ ქალის მდომარეობა მძიმეა. ის შვილებს გადაეფარა და ქალს რამდენიმე ტყვია მოხვდა. 

ელზა პაპოშვილი
30.09.2023

მამის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულმა ახალგაზრდა კაცმა დანაშაული აღიარა. ახლა გამოძიება ადგენს, რა გახდა ამ მძიმე დანაშაულის ჩადენის მოტივი. არსებობს  ვერსია, რომ შვილმა მამა ქონების გამო გაიმეტა. დედის გარდაცვალების შემდეგ ის მამას ავჭალაში სახლის გადაფრომებას სთხოვდა. შვილმა მამა დედის წლისთავზე მოკლა. ცხედარი ზეწარში გაახვია და შიდა ქართლიდან თბილისში წამოიღო. სხეული ავჭალაში მდებარე ბინის ეზოში, სამშენებლო ნარჩენებში დამალა. შემდეგ კი სოფელში დაბრუნდა და გაუჩიარებულ მამას თანასოფელელბთან ერთად ეძებდა. 

თამთა ჩაჩანიძე
29.09.2023

რეჟისორ ნანა ჯანელიძის მხატვრულმა ფილმმა „იარე ლიზა", რომელიც აფხაზეთის ომზეა გადაღებული დიდი აურზაური გამოიწვია. საზოგადოების ნაწილის გულისწყრომა პრემიერიდანვე დაიწყო, რომელიც 21 სექტემბერს კინოთეატრ „ამირანში" შედგა. სოც ქსელებში გავრცელდა ვიდეო, კადრებიდან კი ჩანს, რომ ადამიანები ფილმის შინაარსს აკრიტიკებენ და დარბაზს პროტესტის ნიშნად შეძახილებით ტოვებენ.

ელზა პაპოშვილი
28.09.2023

უმძიმესი ბრალით დაკვებული 3 შვილის დედა ამტკიცებს, რომ 8 თვემდე ისე მივიდა, არ იცოდა, რომ ორსულად იყო. ჩვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ქალის ადვოკატი ირწმუნება, რომ ახალგაზრდა ქალმა რვა თვის თავზე ბავშვი ისე გააჩინა, რომ ფეხმძიმობის შესახებ არაფერი იცოდა. ხოლო მოულოდნელი მშობიარობის დროს სახლის ეზოში მდგარ საპირფარეშოში ნაყოფი თავისით ჩავარდა. ქალმა კი ამის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგო. 

ელზა პაპოშვილი
27.09.2023

ბერლინში, 27 წლის ქართველი ქალი მეუღლის თვალწინ ჯგუფურად გააუპატიურეს, ქმარი კი  სასტიკად სცემეს. ის ხელკეტებით დაუნდობლად სცემეს. გერმანიის პოლიციის გამოძიებით დადგინდა, რომ სამი მამაკაცი ქართველ ცოლ - ქმარს გვიან საღამოს დაესხა თავს. ფიზიკური და სექსუალური ძალადობის შემდეგ გაიტაცეს დაზარალებულების კუთვნილი ნივთები და თანხა. 

ელზა პაპოშვილი
26.09.2023

უმძიმესი დანაშაული ბოლნისში - მამაკაცმა ჯერ ცოლი მოკლა, რა დროსაც შემთხვევით საკუთარი არასრულწლოვანი შვილი დაჭრა, რომელიც დედის დახმარებას ცდილობდა, შემდეგ კი, როცა გააცნობიერა რა ჩაიდინა, დანით თვითმკვლელობა სცადა. ის ახლა მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში იმყოფება. 

ელზა პაპოშვილი
25.09.2023

სამტრედიაში ყოფილ პოლიციელზე თავდასხმის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც „რეზონანსს“ ადგილობრივები უყვებიან, ლევან მიგინეიშვილს ავტომატით შეიარაღებული მისი ყოფილი თანამშრომლის შვილი, ანრი მილორავა დაესხა თავს. ახალგაზრდა მამაკაცმა, სავარაუდოდ, ყოფილ პოლიციელზე თავდასხმა შურისძიების მოტივით  განიზრახა. თუმცა რა არის ეს მოტივი, ჯერჯერობით უცნობია. თავად ყოფილი პოლიციელი, რომელმაც ახალგაზრდა მამაკაცი თავდაცვის მიზნით დაჭრა, ამბობს, რომ მას არ იცნობს და მხოლოდ ის იცის, რომ მისი ყოფილი თანამშრომლის შვილია. ხოლო მამის დაკრძალვის  შემდეგ ის არ  უნახავს. 


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×