თამთა ჩაჩანიძე 16.05.2024
„გავლენების კანონის" მოწინააღმდეგეთა მასშტაბური გამოსვლები კვლავ გრძელდება, რომელთა დიდი ნაწილი სტუდენტები არიან, ისინი პროტესტის ნიშნად აკადემიურ პროცესს არ ესწრებიან. ახალგაზრდების აქციებს ბევრი ლექტორიც შეუერთდა, ზოგმა კონკრეტული უნივერსიტეტი დატოვა კიდეც. მანამდე 38 უნივერსიტეტის ადმინისტრაციმ სტუდენტებისა და ლექტორების პროტესტთან დაკავშირებით საერთო განცხადება გაავრცელა პროტესტს გაემიჯნა.
|
ელზა პაპოშვილი 16.05.2024
გიორგი ოკმელაშვილი ბრალის წარდგენის მოლოდინშია - კომპანია „ლიმონის“ დამფუძნებელი დიღმის მთავარ სამმართველოში ჰყავთ მოთავსებული. ვიდეოწარმოების კომპანია „ლიმონში“ კრიმინალური პოლიცია 15 მაისს შევიდა. მას პოლიციელებზე ფიზიკური თავდასხმა ბრალდება.
|
ელზა პაპოშვილი 14.05.2024
თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი დააკავეს, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით, არასრუწლოვანთა ვაჭრობით იყვნენ დაკავებულები. ირკვევა, რომ საქართველოში მცხოვრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა არასრულწლოვანთა ვაჭრობის სქემა შეიმუშავეს. აღნიშნულის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, არასრულწლოვან შვილებს, სხვადასხვა ქალაქში, აიძულებდნენ ეთხოვათ მოწყალება, ხოლო მიღებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდნენ. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
|
ელზა პაპოშვილი 12.05.2024
ბლოგერ უჩა აბაშიძეს, რომელიც ბოლო პერიოდის ანტისახელისუფლებო გამოსვლებისას განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა, ბრალი დაუმძიმდა. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასა და კიბერ თავდასხმასთან ერთად, მას უკვე პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ კი ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვაც ედება ბრალად. იგივე ბრალი აქვს წაყენებული მასთან ერთად დაკავებულ მის მეუღლე მარიამ იაშვილს.
|
ელზა პაპოშვილი 09.05.2024
დაიწყო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაისის აქციის მონაწილეების დაკავებები და მიეცემა თუ არა დაპატიმრებებს მასობრივი სახე. როგორც შსს-ში აცხადებენ, დააკავებენ ყველა იმ პირს, ვინც რუსთაველის გამზირზე პოლიციის წინააღმდეგ მოქმედებდა და კანონს არღვევდა. ახლა მიმდინარეობს ვიდეო მასალის შესწავლა და კანონდამრღვევების იდენტიფიცირებისთანავე ყველა მათგანი კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობაში მიეცემა.
|
ელზა პაპოშვილი 08.05.2024
კახეთში, ქალაქ თელავში 5 თვის წინ მომხდარ დანაშაულზე განაჩენი ცნობილია. კაცი, რომელმაც ეჭვინობის ნიადაგზე ყოფილი ცოლი დაჭრა, ხოლო მისი ქმარი მოკლა, მოსამართლემ დამნაშავედ სცნო და მას 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
.
|
ელზა პაპოშვილი 07.05.2024
შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში, პოლიციამ ავეჯის ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, იგი ავეეჯის მაღაზიაში სავინტილაციო შახტის მეშვეობით შევიდა და სავარუდოდ, მაღაზიაში არსებული სეიფის გახსნასა და თანხის მოპარვას ციდლობდა.
|
ელზა პაპოშვილი 30.04.2024
უნიკალური და იშვიათი წიგნების ქურდობის უპრეცედენტო, რომელიც ევროპაში საქართველოს მოქალაქეებმა ჩაიდინეს - დაჯგუფების რამდენიმე წევრი რამდენიმე თვის წინ ევროპის ქვეყნებში დააკავეს, ბოლო დღეებში კი, ქართველი და უცხოელი სამართალდამცველების მონაწილეობით, საქართველოს ტერიტორიაზე ათობით სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც აიყვანეს 3 პირი და მათი კიდევ ერთი თანამზრახველი.
|
ელზა პაპოშვილი 29.04.2024
საბერძნეთში, ქალაქ სიტიაში ნასვამმა ქართველმა 43 წლის კაცი დაჭრა - როგორც ბერძნული მედია წერს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ქართველი ქუჩაში გამვლელებს შეურაცხყოფას აყენებდა, რა დროსაც მას ახალგაზრდა კაცმა შენიშვნა მისცა.
|
ელზა პაპოშვილი 27.04.2024
რუსთავში ბუნებრივი აირის მილის გადაკეტვის გამო მეზობლებს შორის დაწყებული დავა მკვლელობით დასრულდა - 40 წლის მამაკაცი, რომელიც ნათესავმა ქალმა დახმარების მიზნით გამოიძახა, ქალის მეზობელმა სასიკვდილოდ დაჭრა.
|
ელზა პაპოშვილი 26.04.2024
უმძიმესი დანაშაული ზემო თელეთში - როგორც ირკვევა, მეგობრებს შორის დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. 35 წლის მამაკაცი სახლიდან ჯერ ერთმა მეგობარმა გაიყვანა, შემდეგ კი მეორემ დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. სისხლიანი გარჩევის ფიგურანტები ბავშვობის მეგობრები არიან. ირკვევა, რომ დავით კუბლაშვილი ადგილზე სისხლისგან დაიცალა. მის ყოფილ თანაკლასელს კი ხელბორკილები დაადეს.
|
ნატალია ჯვარიძე 26.04.2024
„საქსტატის" მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია. სპეციალისტენი მიიჩნევენ, რომ ამაზე იმოქმედა ბუნებრივი მატების მაჩვენებელი შემცირებამ და მიგრაციული სალდოს გაზრდამ. მათივე განმარტებით, საჭიროა ისეთი პოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდა ოჯახებს შვილის ყოლისა და დაოჯახების მოტივაციას მისცემს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|