ელზა პაპოშვილი
25.05.2023

ვაკეში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების ფაქტზე პოლიციამ, გავრცელებული ინფორმაციით, ერთი პირი 2 საათიანი სამძებრო ღონისძიებების შემდეგ დააკავა. თავდასხმა 26 წლის ფეხბურთელ გუგა ფირცხალავაზე დღის მეორე ნახევარში  მაშინ მოხდა, როცა ის მეგობრებთან ერთად კაფეში იმყოფებოდა. 

ელზა პაპოშვილი
24.05.2023

 კახეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“  აცხადებენ, უზბეკეთის მოქალაქის ცხედარი მდინარე იორთან მრავლობითი დაზიანებებით გამვლელებმა იპოვეს. მათი თქმით, მოკლულის ცხედარი წყალში იყო და ის სამართალდამცველებმა ამოიყვანეს.          

 

ელზა პაპოშვილი
23.05.2023

ტაქსის მძღოლის სასტიკი მკვლლეობის საქმეზე ახალი დეტალები გაირკვა. მარნეულში პოლიციამ ავტომობილის ხელოსანი ძმები დააკავა, თანაც სწორე იმ დროს, როდესაც ისინი მოკლული ტაქსისტის, 54 წლის შოთა ლორიას კუთვნილ „ტოიოტა პრიუსს“ თავის ეზოში შლიდნენ. ისინი 18 და 22 წლის არიან. პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს მესამე ეჭვმიტანილს. ძმების ახლოხლები აცხადებენ, რომ ისინი უდანაშაულონი არიან და მკვლელობა,

ელზა პაპოშვილი
22.05.2023

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლლეობა - ტაქსის მძღოლი ჯერ თბილისიდან გაიტაცეს, შემდეგ მოკლეს, ცხედარი საბარგულში მოათავსეს  და ცხედარი ქვემო ქართლში მინდორში დამარხეს. ამის შემდეგ, მათ ავტომობილს „იანდექს“  ტაქსის სტიკერები მოაცილეს და ავტომობილი ადგილობრივს მიყიდეს. დაკავებულთა შორის კი ერთ-ერთი არასრუწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყეს, რაც დამამძიმებელ გარემოში მკვლელობას გულისხმობს. 

ელზა პაპოშვილი
20.05.2023

საქართველოში პედოფილიის  სტატისტიკა შემაშფოთებელია, რადგან გასულ წლებთან შედარებით მონაცემები  მზარდია. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 2023 წლის პირველ 3 თვეში 46 არასრულწლოვანი გახდა. შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, პირველ კვარტალში გაუპატიურების 6 შემთხვევაზე ცნეს 6 არასრულწლოვანი დაზარალებულად, დანარჩენი 40 მოზარდი კი სხვა სახის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ეს მხოლოდ ოფიციალური სტატისტიკაა და შესაბამისი სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მსგავსი შემთხვევების რეალური რაოდენობა, სავარაუდოდ, გაცილებით დიდია.

ელზა პაპოშვილი
17.05.2023

სუსის კონტრტერორისტულმა ცენტრმა მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერები დააკავა.

კონტრტერორისტული ოპერაცია ერთდროულად ოთხ ადგილზე ჩატარდა, დაკავებულია საქართველოს 6 მოქალაქე.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით , ამ პიროვნებებს კავშირი ჰქონდათ "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთ ლიდერთან, რომელთან ერთადაც სხვადასხვა ქვეყანაში ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ. 

ელზა პაპოშვილი
16.05.2023

სისხლიანი ანგარიშსწორება ბანკის თანამშრომელზე - ბათუმში „თიბისი ბანკის“ ცენტრალურ ფილიალში ახალგაზრდა მამაკაცმა კრედიტ ოფიცერი ცივი იარაღით დაჭრა. მოტივებზე ოფიციალურად არაფერია ცნობილი, თუმცა, „რეზონანსის“ ინფორმაციით, თავდამსხმელის მეუღლე ამავე ბანკში მუშაობს და სისხლიანი ინციდენტის მიზეზი ეჭვიანობა გახდა.

ელზა პაპოშვილი
15.05.2023

კრიმინალური გარჩევა თბილისის ცენტრში, ცოტა ხნის წინ სამთავრობო კვარტალში, უზენაეს სასამართლოსთან სროლა იყო. ზუბალაშვილების ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად ერთი პირია დაჭრილი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

ნაზი ბერიძე
15.05.2023

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ავიამიმოსვლის აღდგენას საქართველოსთვის როგორც კომერციული ისე სოციალური მნიშვნელობა აქვს. როგორც ვიცე პრემიერმა ჟურნალისტებთან განმარტა, საქართველო პრიორიტეტს მიანიჭებს ისეთ ავიაკომპანიებს რომლებიც შეესაბამება იკაოს მოთხოვნებს და არავითარ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე არ დიშვებიან სანქცირებული ავიაკომპანიები. ჯერჯერობით ავიამიმოსვლის თაობაზე სამ განაცხადს განიხილავენ.

ელზა პაპოშვილი
12.05.2023

უმძიმესი შემთხვევა გარდაბნის მუნიციპალიტეტში  -  ახალსოფელში, სავარაუდოდ 21 წლის ბიჭს დედის და ძმის დაცვის დროს მამა შემოაკვდა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, 45 წლის მამაკაცი ცოლზე და არასრუწლოვან 17 წლის შვილზე  სისტემატიურად ძალადობდა. 

ელზა პაპოშვილი
11.05.2023

„მთავარი არხის“ ყოფილი ტელეწამყვანი, ლაშა ნაკაიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ მის მიმართ წაყენებულ რამდენიმე ბრალდებაში გაამართლა. საუბარია გაუპატიურებაზე, ოჯახურ ძალადობასა და გავრცელების ნაწილზე. მას მსჯავრი დასდო მხოლოდ მუქარის ნაწილში, რაც ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ყოფილი ტელეწამყვანი 9 თვეა დაკავებულია და ის საპატიმროს სამ თვეში დატოვებს.  

ელზა პაპოშვილი
10.05.2023

პოლიცია ამ დრომდე ეძებს 45 წლის კაცს, რომელიც  34 წლის ქალზე სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული. პოლიცია სავარაუდო დამნაშავის კვალზე, ჯერ  ვერ გადის. სამართალდამცველები მას მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.  


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×