ელზა პაპოშვილი
21.06.2023

ვარკეთილში მეზობლებზე მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორებს შესახებ სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ახალგაზრდა ქალი ქრისტი მიქელაძე ამბობს, რომ მას და მამამის, კარის მეზობელი, 25 წლის რომა გიკაშვილი დაესხა თავს. ჯერ ისინი სცემა, შემდეგ დანით დაჭრა, ბოლოს კი ბინაში ხანძარი გააჩინა და გაქცევა სცადა. დაკავებულლის ახლოებლები ამბობენ, რომ ჩხუბი სწორედ დაზარალებულმა მამაკაცმა დაიწყო, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. დაკავებულის ადვოკატი კი აცხადებს, რომ კონფლიქტში კიდევ ერთი, მეოთხე ადამიანი მონაწილეობდა, რომელიც იდენტიფიცირებული და დაკავებული ჯერ არ არის.

ელზა პაპოშვილი
19.06.2023

უბედური შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში. 80 წლამდე ქალი, რომელსაც ოჯახის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა, ჭაში გარდაცვლილი იპოვეს. 

ელზა პაპოშვილი
18.06.2023

შემზარავი დანაშაული ბათუმში - 40 წლისა კაცს პოლიცია ერთი არასრულწოვანი ბიჭის გაუპატურებას, ხოლო მეორე არასრუწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებას ედავება. იგი დაკავებულია და ბათუმის სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო სხდომა დახაურული იყო, რადგან საქმე არასრუწლოვნებს ეხება. ბრალდებული დუმილის უფოლებას იყენებს. მისი ადვოკატი მედიასთან არ კონტაქტობს. ჟურნალისტებთან კონტაქტი არ სურთ დაზარალებული ბავშვების ოჯახის წევრებსაც. არასრუწლოვნებთან კი სოციალური სამსახურის მუშაკები და ფსიქოლოგები მუშაობენ. 

ელზა პაპოშვილი
15.06.2023

15 წლის გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანის და 16 წლამდე მიუღწეველ პირთა სქესობრივი  კავშირის  ბრალდების ფაქტზე პოლიციამ 23 წლის ახალგაზრდა ლაშა ნინიძე დააკავა. მას მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. უცნობია აღიარებს თუ არა ნინიძე წაყენებულ ბრალს, რადგან ის დუმილის უფებას იტოვებს, არ კონატაქტობს მედიასთან არც მისი ადვოკატი. 

ელზა პაპოშვილი
13.06.2023

ლილოს დასახლებაში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის სავარაუდო მიზეზად ის სახელდება, რომ ერთი მეზობელი მეორეს კუთვნილ ტერიტორიაზე აძოვებდა საქონელს. მკვლელობა გასულ კვირას მოხდა 35 წლის მამაკაცმა საკუთარი სახლის აივნიდან მეზობელს, 70 წლის მამაკაცს, სანადირო თოფიდან ესროლა და ადგილზე მოკლა. გარდაცვლილი სახლთან მდებარე ბაღში მკვლელობაში ბრალდებულის დედამ იპოვა, რის შემდეგაც მან და მისმა ქმარმა პოლიციაში დარეკეს. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა კი დანაშაული ცხელ კვალზევე გახსნენს და ახალგაზრდა მამაკაცი სახლშივე დააკავეს. 

ელზა პაპოშვილი
12.06.2023

გოგონა, რომელიც ბათუმში, გვიან ღამით მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა. საერთაშორისო ჰოსპიტალში გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს, რადგან მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა. როგორც მედიკოსები აცხადებენ, 16 წლის არასრულწლოვან გოგონას სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა. მათი  ინფორმაციით, ის კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.  

ელზა პაპოშვილი
11.06.2023

საქართველოში მკვლელობის შეკვეთისათვის ჩეხეთში ორი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს. საუბრია გასული წლის ოქტომბერში მარნეულის რაიონის სოფელ  ყიზილაჯლოში მომხდარ დანაშაულზე. ერთი მათგანის ექსტრადირება საქართველოში ახლო მომავალში იგეგმება, მეორეს კი ჩეხური მხარე აშშ-ს გადასცემს, სადაც მასზე ძებნა კიდევ ერთი მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით იყო გამოცხადებული.

ელზა პაპოშვილი
08.06.2023

მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში 16 წლის გოგონა სკოლიდან გამოსვლის დროს გაიტაცეს. მას ოჯახი და პოლიცია 2 დღის განმავლობაში ეძებდა. როგორც ირკვევა, ის ადგილობრივმა მცხოვრებმა 29 წლის მამაკაცმა, მეგობართან ერთად ცოლად მოყვანის მიზნით გაიტაცა.  მომხდარის დეტალებზე საუბრისას ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცი გოგონას სათხოვნელად მშობლებთან არაერთხელ მივიდა, თუმცა ის უარით გაისტუმრეს. ამის შემდეგ კი მოიტაცა და რამდენიმე დღის განმავლობაში მეზობელ სოფელში ჰყავდა გადამალული.

ელზა პაპოშვილი
07.06.2023

ცოლის მკვლელობაში ბრალდებული 31 წლის მამაკაცი მოსამართლეს წინასწარ პატიმრობას სასამართლოზე თავად სთხოვდა. ეს იყო ერთადერთი სათქმელი, რაც სასამართლოზე ნიკა ლაჩაშვილმა თქვა. ირკვევა, რომ მან 27 წლის, ყოფილი ცოლი,  მარიტა მარტიაშვილი, კუკიის სასაფლაოზე ავტომობილში გაგუდა. ცხედარი ჯერ იქ დატოვა, თუმცა, შემდეგ უკან დაბრუნდა, ნაქირავებელი ავტომობილით ცხედარი წამოიღო და კვალის დაფარვის მიზნით ხევში გადააგდო. ექსპერიმენტული საგამოძიებო პროცესის დროს კი, დაკავებულმა ლაჩაშვილმა პოლიციას, ცხედრის ადგილსამყოფელის შესახებ თავად მიუთითა.   

ელზა პაპოშვილი
06.06.2023

7-დან 16 წლამდე გოგონებზე სექსუალური ძალადობის შემზარავი ფაქტების შესახებ ხდება ცნობილი. სავარაუდოდ, მათზე რამდენიმე წლის  განმავლობაში სისტემატიურად ძალადობდნენ. ვიდეოებს ჯერ იღებდნენ, შემდეგ კი ჯგუფში ავრცელებდნენ. ამის შესახებ უკვე ინფორმირებულია აჭარის პროკურატურა. 

ელზა პაპოშვილი
05.06.2023

თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, გორი, ზუგდიდი - 5-ვე ქალაქში სასამართლო პროცესები ჩაიშალა. შენობებში ბომბებს ეძებენ, მოქალაქეებს სასამართლოს შენობებში გაჩერების უფლებას არ აძლევენ. ყველგან გამნაღმველები მუშაობენ. პერიმეტრს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. ასაფეთქებლებს კი ძაღლების საშუალებით ეძებენ. ასევე ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ.   


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×