რეზონანსი
10.03.2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, CERN-ის ასოცირებული წევრი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე და სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ცერნში, ასევე CMS ექსპერიმენტზე ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი ზვიად წამალაიძე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას (CERN) შორის ურთიერთგაგების ახალი მემორანდუმების ფარგლებში, ჟენევაში, CERN-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. 

რეზონანსი
10.03.2025

ნებისმიერ სადავო პროცესში ადვოკატის უმნიშვნელოვანეს როლს თუ გავითვალისწინებთ ადვოკატის პროფესიის პრესტიჟის ზრდა სავსებით გასაგებია. საქართველოშიც მოვიდა დრო, როდესაც ადვოკატის პროფესია განსაკუთრებით საჭირო და დაფასებული გახდა, როცა მნიშვნელოვანი და სერიოზული დავები მათი საქმიანობის წყალობით სულ უფრო საინტერესო შედეგებით სრულდება. ახალი გამოწვევა მოთხოვნას ზრდის და პროფესიაში წარმატებულებს განსაკუთრებულად წარმოაჩენს. 

ნატალია ჯვარიძე
31.01.2025

ჟურნალისტის მზია ამაღლობელის 20-დღიანი შიმშილობის ფონზე სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ მას დაკავებამდე ჰქონდა ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემები და არსებობს მისი გართულების რისკი, თუმცა ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია. ოპოზიციას კი არ სჯერა, რომ ამაღლობელი თავს კარგად გრძნობს და მოითხოვენ კონსილიუმის შეკრებას, რათა მისი ჯანმრთელობაზე საზოგადოებამ ინფორმაცია მიიღოს.

მარიამ ვეკუა
24.01.2025

„ახალი თეატრის" ანონსს, რეგიონებში გასვლაზე, მმართველი პარტიის კრიტიკა მოჰყვა, დოიაშვილის ინიციატივას „უნიჭო შოუდ" რაცხავენ, ხოლო პროტესტის ფორმას „კანვასის რევოლუციის" მცდელობად, მსახიობები აცხადებენ რომ პროტესტის თეატრის ინიციატივა ახალ სიტყვას იტყვის მიმდინარე აქციებში.

რეზონანსი
21.01.2025

ქვეყანაში ზამთრის სიცივესთან ერთად ვირუსული ინფექციების გავრცელებამ მნიშვნელოვნად იმატა. განსაკუთრებით საყურადღებოა ღორის გრიპი, რომელმაც    უკვე გამოიწვია გართულებები და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები.  სპეციალისტების თქმით, პიკი თვის ბოლოსაა მოსალოდნელი და მოსახლეობას მოუწოდებენ, ვირუსის სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ ექიმს, რათა თავიდან ავიცილოთ შემდეგი გართულებები.

რეზონანსი
19.01.2025

2024 წლის აპრილში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავდა „ტიკტოკის“ აკრძალვას, თუ იგი ამერიკულ კომპანიას არ გადაეცემოდა. შედეგად, ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის ბოლო დღეს, 2025 წლის 19 იანვარს, ეს პლატფორმა ოფიციალურად აიკრძალა ქვეყანაში. თუმცა, ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ „ტიკტოკის“ აკრძალვას 90 დღით გადადებს.

ნატალია ჯვარიძე
27.12.2024

„მთავრობაში იყვნენ და სიმღერას გვიკრძალავდნენ, სხვა უბედურებებზე, რომ არაფერი ვთქვათ, ოპოზიციაში არიან და მაინც გვიკრძალავენ! საკვირველია პირდაპირ", - ასე გამოეხმაურა ჯგუფი „ფორტე" მოწოდებას, რომ მომღერლებმა საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ. როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, „რადიკალური ჯგუფები შეურაცხყოფას აყენებენ ყველას, ვისაც მათგან განსხვავებული მოსაზრება გააჩნია

რეზონანსი
17.12.2024

ქერჩის სრუტესთან რუსული ტანკერების მიერ განცდილი ავარიისას ზღვაში ჩაღვრილი მაზუთის დიდი ლაქა, სავარაუდოდ, საქართველოს ტერიტორიული წყლების მიმართულებით გადაადგილდება და ამან შესაძლოა სერიოზული პრობლემები შექმნას. ამის შესახებ „რეზონანსთან“ გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძე საუბრობს, რომლის შეფასებითაც ყველაზე მძიმე მდგომარეობაში შესაძლოა აფხაზეთის სანაპირო აღმოჩნდეს.

რეზონანსი
15.12.2024

რას ფიქრობენ მოვლენათა ეპიცენტრში მყოფი გარემოვაჭრეები ანტისახელისუფლებო გამოსვლებზე, რომლებიც თბილისში ორ კვირაზე მეტია გრძელდება? „რეზონანსი“ ერთ-ერთ ასეთ ქალბატონს ესაუბრა, რომელიც რუსთაველის გამზირზე დრამატულ მოვლენებს შეესწრო. მას განსაკუთრებით 7 დეკემბრის საღამო დაამახსოვრდა, როდესაც აქციის დაშლისას, წინა დღეებისაგან განსხვავებით, სამართალდამცავებმა თავისი ნივთების ასალაგებლად დროც არ მისცეს.

ნატალია ჯვარიძე
05.12.2024

ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე, დაპირისპირებამ კულტურის სფეროშიც იჩინა თავი. ხელოვანების ნაწილი „ოცნების" პოლიტიკას ემიჯნება და იფიცება. ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ კულტურის წარმომადგენლები პოლიტიკაში არ უნდა ერეოდნენ. განსაკუთრებით, დიდი გამოხმაურება გამოიწვია რუსთაველის თეატრის დასის ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას განცხადებამ, სადაც ამბობს, რომ თეატრი პოლიტიკას ემიჯნება. ასევე, 4 დეკემბერს ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი მწერალთა სახლში.

რეზონანსი
05.12.2024

ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი ბავშვობაა. სწორედ ამ პერიოდში ხდება მისი პიროვნული და ინტელექტუალური ჩამოყალიბება. ამ დროს მიღებული შთაბეჭდილებები და განცდები მომავალში ზრდასრულის ფსიქოლოგიურ თუ ინტელექტუალურ მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×