თამთა ჩაჩანიძე
29.03.2022

ჩინეთში კორონავირუსის ახალი აფეთქება დაიწყო. ეს იმ ფონზე ხდება, როცა ევროპასა და მათ შორის საქართველოშიც პანდემია პრაქტიკულად დასრულდა. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" აცხადებს, რომ აზიაში „ომიკრონის" ფართომასშტაბიანი გავრცელება ის მეექვსე ტალღაა, რომელიც ცოტა ხნის წინ ევროპასა და საქართველოში იყო და აზიამდე მხოლოდ ახლა მიაღწია. თუმცაღა, მისი თქმით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ისეთ მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში, როგორიც ჩინეთია, ახალი აფეთქების შედეგად ახალი შტამები გამოჩნდეს.

ელზა პაპოშვილი
28.03.2022

სისხლიანი გარჩევა ქობულეთში - დაჭრილია 30 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელსაც, არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცებს შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც გასროლის ხმა გაიგეს. 

თამთა ჩაჩანიძე
27.03.2022

უკრაინა-რუსეთის ომმა შესაძლოა მსოფლიოში გარკვეული სასურსათო კრიზისი წარმოშვას - უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის შესაძლებლობა დღითიდღე მცირდება, ხოლო რუსეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში მარცვლეულის ექსპორტზე დროებით აკრძალვას აწესებს. ანალიტიკოსთა შეფასებით, მსოფლიო მარცვლეულის წარმოების დაახლოებით ერთი მესამედი უკრაინასა და რუსეთზე მოდის, ეს ვითარება კი კვების მრეწველობის სფეროში ცვლილებებს შეიტანს.

ია აბულაშვილი
25.03.2022

სააკაშვილს „სტრასბურგის სასამართლოს სიზმრები" დაეწყო და ქვეყანას მოსდო, სტარსბურგმა ჩემი სარჩელი მიიღოო და ახლა ნახავთ, რა დღეს დააყრის „ოცნებას" ჩემზე „შეთითხნილი საქმეების" გამოო, - ამბობს პროფესორი ედიშერ გვენეტაძე.

თამთა ჩაჩანიძე
24.03.2022

ბოლო ერთი კვირაა, რაც საქართველოში ეპიდსიტუაცია მნიშვნელოვნად დასტაბილურდა, თუმცა სპეციალისტები აცხადებენ, რომ შესაძლოა ახალი ტალღები ისევ წამოვიდეს, რადგან მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში პანდემიამ „კუდი ასწია". ისინი მოსახლეობას კვლავ ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ იქ, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია, ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა არ იმატებს.

ელზა პაპოშვილი
24.03.2022

სასტიკი მკვლელობა  ფოთში - მეზობელმა  31 წლის მამაკაცი უროთი მოკლა. ადგილობრივებისთვის მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ამბობენ, რომ მკვლელობა სახში მოხდა. 31 წლის მამაკაცი მეზობელთან სტუმრად მივიდა. კონფლიქტი სუფრასთან დაიწყო. ამის შემდეგ კი მათ კამათი ეზოში განაგრძეს. სწორედ ამ დროს მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო და მასპინძელმა სტუმარს თავში ურო ჩაარტყა. ის ადგილზევე დაიღუპა. მეზობლებს მომხდარის დეტალებზე საუბარი უჭირთ. მხოლოდ ის იციან, რომ დამნაშავე ქირით ცხოვრობდა. 

ელზა პაპოშვილი
22.03.2022

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე  დილით გაღვიძებულ ადგილობრივებს საკუთარი ავტომობილები გაძარცული დახვდათ. როგორც ისინი ამბობენ, ჯამში საცხოვრებელი სახლების ეზოში 15 ავტომობილი გაქურდეს. ავტომობილებს მინები აქვს ჩამსხვრეული, საიდანაც წაღებულია ფული და წვრილმანი ნივთები. საცხოვრებელი კორპუსების ეზოში თავად მცხოვრებლებს ვიდეო კამერები აქვთ დამონტაჟებული.  

ელზა პაპოშვილი
21.03.2022

მამაკაცმა ადვოკატს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. როგორც დაზარალებული გიორგი ბაღდავაძე აცხადებს, ორი დაცვის ქვეშ მყოფიდან ერთ-ერთმა სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ მისთვის დანის ჩარტყმა ყელის და ზურგის არეში სცადა, თუმცა წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, მას ცივი იარაღი სახის არეში მოხვდა. 

თამთა ჩაჩანიძე
21.03.2022

ეპიდსიტუიაცია სტაბილიზაციისკენ მიდის, მნიშვნელოვნად დაიკლო არა მხოლოდ ყოველდღიურმა ინფიცირების რიცხვმა, არამედ ლეტალურმა მაჩვენებელმაც, რაც სპეციალისტებს აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მინიმუმ 2-3 თვე ახალი ტალღის საფრთხე ნაკლებადაა. თუმცა, ამასთანავე შიშობენ, რომ კორონავირუსის ბუნებიდან გამომდინარე, ახალი შტამების გავრცელების საფრთხე ისევ არის და თუ რომელიმე ვარიანტმა ახალი აფეთქება გამოიწვია, შეასძლოა ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთებაც კი გახდეს საჭირო.

ელზა პაპოშვილი
18.03.2022

შემზარავი მკვლელობა  თბილისში-გლდანში  82 წლის ქალი ჯერ დანით მოკლეს, შემდეგ კი ცხედარს ცეცხლი წაუკიდეს.  ანგარებით განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე 32 წლის ნიკა ნიაური დაააკავეს. დაკავებული მოკლულის ნათესავია და როგორც მეზობლები „რეზონანსს“ უყვებიან მისი ძმის შვილის შვილია. 

ელზა პაპოშვილი
17.03.2022

არასრულწლოვნის გაუპატიურების სავარაუდო შემთხვევა სამეგრელოში - უმძიმეს დანაშაულში არასრულწლოვანი გოგონას მამინაცვალია ეჭვმიტანილი. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, დანაშაული ზუგდიდის ერთ-ერთ სასაფლაოზე მოხდა. 

ელზა პაპოშვილი
16.03.2022

ფონიჭალის დასახლება გამთენიისას კვლავ სპეცოპერაციების ადგილი გახდა - ამჯერად ნარკოდანაშაულში 14 წლის ბიჭიც ფიგურირებს. გამოძიების ინფორმაციით ირკვევა, რომ მოზარდი დანაშაულებრივ საქმიანობაში მამასთან ერთად იყო ჩართული.


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×