თამთა ჩაჩანიძე
23.04.2026

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 დაამტკიცა. რეპარაციული სესხის გაცემაზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში მიიღეს, თუმცა სრული კონსენსუსი უნგრეთისა და სლოვაკეთია პოზიციის გამო აქამდე ვერ ხერხდებოდა. ეს ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა უნგრეთის 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც პრემიერ ვიქტორ ორბანის პარტია დამარცხა და ხელისუფლებას ჩამოშორდა.

მარიამ ვეკუა
22.04.2026

ისრაელის არმიის ორ ჯარისკაცს 30-დღიანი პატიმრობა შეეფარდა: ერთს - იესოს ქანდაკების ჩაქუჩით დაზიანების გამო, მეორეს კი ამ ფაქტის გადაღებისთვის.

მარიამ ვეკუა
21.04.2026

აშშ-ირანს შორის დადებული დროებითი ზავის ვადა ისე იწურება, რომ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ორკვირიანი ზავი 8 აპრილს დაიდო და ის თბილისის დროით 23 აპრილის 04:00-მდე იმოქმედებს. ამის ფონზე ვაშინგტონიდან მომავალი „ბომბების აფეთქების" მუქარა ისმის, თეირანში „ბრძოლის ველზე ახალი კარტების გაშლაზე" საუბრობენ, ისლამაბადში დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკება კი ჩაშლის პირასაა.

მარიამ ვეკუა
20.04.2026

სამხრეთ ლიბანში ისრაელელი ჯარისკაცის მიერ ქრისტიანული სიწმინდის შებილწვამ ვაშინგტონში ისრაელის მხარდამჭერთა უკმაყოფილება და თელ-ავივის ოფიციალური პირების საგანგებო განმარტებები გამოიწვია. ინციდენტი იმ ფონზე მოხდა, როდესაც კვლევები აშშ-ში ისრაელის მიმართ ნეგატიური განწყობების ზრდას აჩვენებს, ხოლო თავად ისრაელი რეგიონში რელიგიური ტოლერანტობის გარანტად პოზიციონირებს.

მარიამ ვეკუა
20.04.2026

ხუთ წელიწადში გამართული რვა არჩევნების შემდეგ, ბულგარეთმა პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი იპოვა. ოპონენტების მიერ პრორუსულად შერაცხული ექს-პრეზიდენტ რუმენ რადევის მიერ სულ რაღაც ოთხი თვის წინ დაფუძნებულმა მოძრაობამ „პროგრესული ბულგარეთი" ხმათა თითქმის 45% მოიპოვა და მმართველი პარტია პირწმინდად გაანადგურა.

მარიამ ვეკუა
17.04.2026

სომხეთში 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები დრო რჩება, თუმცა წინასაარჩევნო გარემო უკვე მკვეთრად იძაბება - ანტიკორუფციულმა ორგანოებმა პრორუსულ ოპოზიციასთან დაკავშირებული 14 პირი დააკავეს, რაც წინსაარჩევნოდ ბევრ კითხვას აჩენს.

თამთა ჩაჩანიძე
17.04.2026

ჰორმუზის სრუტე ყველა კომერციული გემისთვის გაიხსნა, რაც გლობალური ენერგეტიკული ბაზრისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია - ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული საზღვაო მარშრუტის განბლოკვამ ნავთობის მიწოდების შეფერხების რისკი შეამცირა და საერთაშორისო ბაზრებზე სტაბილურობის მოლოდინი გააჩინა.

მარიამ ვეკუა
16.04.2026

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ვარშავა უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების იდეას არ უჭერს მხარს და ამ პოზიციაში უნგრეთის მომავალ პრემიერ-მინისტრ პეტერ მაგიარსაც ეთანხმება. მისი თქმით, კიევმა უნდა გაიაროს სრული ინტეგრაციული პროცესი და დააკმაყოფილოს ყველა კრიტერიუმი, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა 2027 წელს წევრობაზე აკეთებს აქცენტს.

ნატალია ჯვარიძე
16.04.2026

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა იმ კომპანიების სია ევროპაში, რომლებიც უკრაინისათვის დრონებს ამზადებენ. მოსკოვში აცხადებენ, რომ ეს კომპანიები რუსეთის პოტენციური სამიზნეებია. რას ნიშნავს ეს - რუსეთი რეალურად აპირებს ევროპაზე დარტყმას, თუ უბრალოდ მორიგი ფსიქოლოგიური ზეწოლაა?

მარიამ ვეკუა
15.04.2026

ჩინეთი აშშ-ის გეოპოლიტიკური წნეხის ცენტრში ექცევა - აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინი-ს წერილობით მიმართა და ირანისთვის იარაღის მიწოდებისგან თავშეკავება მოსთხოვა, პარალელურად, ტრამპის განცხადებები ჰორმუზის სრუტის „გახსნაზე" და ნავთობის ბაზრებზე გავლენის შესახებ აჩენს კითხვებს - ცდილობს თუ არა ვაშინგტონი ენერგეტიკული ბერკეტებით ჩინეთზე ზეწოლას.

ნატალია ჯვარიძე
15.04.2026

უკრაინა ისრაელს მოუწოდებს, მოპარული უკრაინული მარცვლეულით დატვირთული რუსული გემი დააკავოს, რომელიც ხაიფას პორტში შევიდა, - ინფორმაციას გამოცემა თაიმს ოფ ისრაელ ავრცელებს. უკრაინული ცენტრის „მიროტვორეცის" ჟურნალისტის, კატერინა იარესკოს ცნობით, ისრაელმა ხაიფას პორტში შესვლის უფლება მისცა რუსულ გემს, რომელსაც ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიიდან მოპარული მარცვლეული გადააქვს.

თამთა ჩაჩანიძე
15.04.2026

რუსეთში საკანონმდებლო დონეზე განიხილება ინიციატივა, რომელიც სახელმწიფოს აძლევს უფლებას საკუთარი მოქალაქეების დასაცავად სამხედრო ძალაც კი გამოიყენოს ქვეყნის საზღვრებს გარეთ. აღნიშნული საკითხი საერთაშორისო სამართლისა და გეოპოლიტიკური სტაბილურობის კუთხით სერიოზულ კითხვებს აჩენს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×