თამთა ჩაჩანიძე
15.10.2023

ისრაელის თავდაცვის არმიას („ცახალი") ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაცია ჯერ არ დაუწყია. ოფიციალურად და არაოფიციალურად ამ გაჭიანურების რამდენიმე მიზეზი სახელდება - ძლიერი წვიმა, აზრთა ხვადასხვაობა ისრაელის საგანგებო მთავრობაში და ის, რომ ისრაელი ელოდება მომავალი შეტაკებების ეპიცენტრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის მაქსიმალურად გასვლას. ანალიტიკოსთა ნაწილი კი ვარაუდობს, რომ „ჰამასს" მოვლენების ასეთი განვითარება წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და ღაზას სექტორში „ცახალს" გარკვეული „ხაფანგები" მოუმზადა.

თამთა ჩაჩანიძე
13.10.2023

ჰამასმა რამდენიმესაათიანი პაუზის შემდეგ, ისრაელზე საჰაერო დატრყმები განაახლა. აშკელონსა და ღაზას საზღვრისპირა ტერიტორიებისკენ რაკეტრების ნაკადი წავიდა, რამდენიმემ მიზანმდე ჩააღწია. შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. საპასუხოდ ისრაელი არტილერიით ღაზას სექტორს ზღვიდან და ხმელეთიდან აქტიურად უტევს, თუმცა აგრერიგად მოსალოდნელი სახმელეთო ოპერაცია არ დაწყებულა.

თამთა ჩაჩანიძე
12.10.2023

პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არ ეთანხმება პრეზიდენტ ილხამ ალიევის ინიციატივას, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პლატფორმა საქართველო გახდეს. ფაშინიანის თქმით, ახლა, როცა განიხილება ბრიუსელში შეხვედრის საკითხი და უკვე არსებობს გარკვეული ჩარჩო, სხვა ფორმატის შეთავაზებით, ბაქოს „სურს უკვე შეთანხმებული პრინციპების განეიტრალება".

ელზა პაპოშვილი
10.10.2023

ისრაელის თავდაცვის არმიამ (ცაჰალი) შესაძლოა ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაცია ნებისმიერ წუთს დაიწყოს. სიტუაცია უმძიმესია თავად ღაზას სექტორში, სადაც ჰუმანიტარული კატასტროფაა. მოსახლეობას არ აქვს დენი და წყალი. ასევე საჰაერო იერიშების შედეგად შენობების მნიშვნელოვანი ნაწილი დანადგურებულია. რა მოჰყვება ღაზას სექტორში ისრაელის არმიის შესვლას და დაიწყებს თუ არა „ჰეზბოლა“ ჩრდილოეთიდან ისრაელზე თავდასხმას რთული სათქმელია, თუმცა მათი მხრიდან მუქარა ამის შესახებ უკვე გაისმა. 

თამთა ჩაჩანიძე
10.10.2023

რუსული მედია წერს, რომ რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაში სამხრეთ ფლანგიდან კონტრშტევა წამოიწყეს და სოფელ ბერდიჩთან უკრაინული თავდაცვა გაარღვიეს, ამას კი წინ უძღვოდა10 ოქტომბრის დილიდან საარტილერიო მომზადება. ოფიციალური კიევისგან ამ თემაზე განცხადებები ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა, როგორც სამხედრო ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ამბობენ, ცნობები კონტრშეტევის შესახებ ნაწილობრივ ფსიქოლოგიური ხასიათისაა. მათი თქმით, რუსებს დღეს დიდი კონტრშეტევის რესურსი არ აქვთ, რომ ამ მიმართულებაზე უკრაინის კარგად გამაგრებული თავდაცვა გაარღვიონ, თუმცა მცდელობა იქნება.

ელზა პაპოშვილი
09.10.2023

ისრაელზე ჰამასის თავდასხმიდან მე-3 დღეს უკვე ისმის კითხვები ვინ და რა ძალები შესაძლოა ტერორისტების უკან იდგეს, რადგან პალესტინელების მოქმედებაში, რომლებიც 7 ოქტომბერს ისრაელს თავს გამთენიისას დაესხნენ, კოორიდინირებული და კარგად გათვლილი მოქმედებები იკითხება. სამხედრო ექსპერტები ამ თავდასხმაში რუსეთის ხელწერას და ინტერესებს ხედავენ. 

თამთა ჩაჩანიძე
08.10.2023

მსოფლიო კიდევ ერთი მასშტაბური სამხედრო კონფლიქტის წინაშეა - 7 ოქტომბერს დილით პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა", რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელზე ბოლო წლების ყველაზე მასირებული სარაკეტო იერიში განახორციელა, რის შემდეგაც „ჰამასის" მებრძოლები ისრაელის სამხრეთში მდებარე ებრაულ დასახლებებში შეიჭრენ. ისრაელის არმია და სპეცსამსახურები ამას სრულიად მოუმზადებელი დახვდა. სამხედრო ანალიტიკოსები წერენ, რომ ეს იყო „ებრაული პერლ ჰარბორი", რომლის შედეგების წინასწარ განჭვრეტაც საკმაოდ რთულია. ისრაელის სახელმწიფო ოფიციალურად გამოაცხადა ომი. საბრძოლო მოქმედებები მიდის ღაზას სექტორის მიმდებარე ებრაულ დასახლებებში და ისრაელი-ლიბანის საზღვართან.

თამთა ჩაჩანიძე
06.10.2023

სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა გრანადის დისკუსიებში აქტიური მონაწილეობა მიიღო და ევროკავშირის გავლენიან ლიდერებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა, თავის მხრივ ევროპამაც სომხეთს მხარდაჭერა გამოუცხადა, მეტიც, დისკუსიების დღეს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის ამ ფორმით დაკავებას საერთაშორისო სამართლის დარღვევას უწოდებს, რა დროსაც 100 ათასი ეთნიკური სომეხი იძულებული გახდა გაქცეულიყო.

ელზა პაპოშვილი
04.10.2023

უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ინფორმაციით, ქვეყნის სპეცდანიშნულების რაზმები ანექსირებულ ყირიმში შევიდნენ: „იყო ბრძოლა დამპყრობლებთან, არის ბევრი დაღუპული და დაჭრილი ოკუპანტთა შორის. სამწუხაროდ, დანაკარგებია უკრაინელ მცველებს შორის", - იტყობინება დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელი, ანდრეი იუსოვი. 

თამთა ჩაჩანიძე
03.10.2023

ბოლო პერიოდში დასავლეთში გახშირდა საჯარო განცხადებებიც და კონკრეტული ფაქტებიც, რომელიც უკრაინისათვის სამხედრო დახმარების შეჩერების ან შემცირების საფრთხეზე მიანიშნებს. ეს ყველაზე ნათლად მას შემდეგ გამოჩნდა, რაც აშშ-ის სენატმა დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინისთვის დახმარებას არ ითვალისწინებს. ბიუჯეტის ეს ვერსია კი დაკავშირებულია რესპუბლიკელების კონსერვატიული ფრთის პოზიციასთან. ამის პარალელურად ბრიტანული „ტელეგრაფი" სამხედრო მაღალჩინოსნებზე წერს, რომ „ქვეყანამ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შესაძლებლობა ამოწურა".

ელზა პაპოშვილი
02.10.2023

რუსული ძალები რობოტინოსა და ვერბოვოის რაიონებში დაკარგული პოზიციების აღდგენას ცდილობენ და უკრაინულ ჯარებს წარუმატებლად უტევენ ავდეევკის, მარინკასა და შახტიორსკის მიმართულებებით. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, რობოტინოს სამხრეთით სიტუაცია არასტაბილური, ტაქტიკურად რთული და დინამიკურია.

თამთა ჩაჩანიძე
01.10.2023

დიდი ბრიტანეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის გახსნას აპირებს, სადაც უკრაინელ სამხედროებს მოამზადებენ. ამასთან ლონდონი კიევს შავ ზღვის აკვატორიის დაცვის გაძლიერებაში დაეხმარება, რათა ქვეყნიდან მარცვლეულის ექსპორტი არ შეფერხდეს. ამის პარალელურად ფრონტი საბრძოლო მოქმედებები ფაქტიურად გაყინულია და საუბარია იმაზე, რომ უკრაინა ახალი კონტრშეტევას ამზადებს. სხვადასხვა რუსული და უკრაინული წყაროების ცნობით, იგეგმება ახალი მძლავრი დარტყმა ზაპოროჟიეს მიმართულებით და მდინარე დნეპრის ფორსირება ხერსომის მიდამოებში.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×