მარიამ ვეკუა
04.04.2026

თეირანზე ისრაელის საჰაერო დარტყმებისა და ირანის მიერ ორი ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოგდების პარალელურად, ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის მცდელობები ჩიხში შევიდა. ოფიციალური თეირანი უარყოფს როგორც 48-საათიან ზავის წინადადებას, ისე დონალდ ტრამპის მტკიცებას, რომ ირანული მხარე დეესკალაციას ითხოვდა.

თამთა ჩაჩანიძე
03.04.2026

ტრამპის ადმინისტრაციაში სულ უფრო რეალისტურ სცენარად აღიქვამენ ნატო-დან აშშ-ს გამოსვლას, მათ შორის საუბრობენ იმაზეც, რომ შესაძლოა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ჩანაცვლება გახდეს საჭირო და ალტერნატიული, უფრო ძლიერი სამხედრო გაერთიანება შეიქმნას.

მარიამ ვეკუა
03.04.2026

მიუხედავად ხუთკვირიანი ინტენსიური ავიაიერიშებისა, ირანი სამხედრო შესაძლებლობების მნიშვნელოვან ნაწილს ინარჩუნებს - აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, სარაკეტო გამშვები სისტემების დაახლოებით ნახევარი და ათასობით დრონი კვლავ მზადყოფნაშია, რაც რეგიონში ესკალაციის რეალურ საფრთხეს აჩენს.

ნატალია ჯვარიძე
03.04.2026

იმის გამო, რომ ტრამპმა ვერ მოახერხა ნატოს დარწმუნება, ირანთან კონფლიქტში მხარი დაეჭირა, ალიანსიდან გასვლით და ორგანიზაციის განადგურებით იმუქრება. ნატოს ოფიციალური პირები ხუთ სავარაუდო გზასაც ასახელებს, თუ როგორ შეუძლია ტრამპს შური იძიოს. მათ შორის განხილება რიტორიკის გაძლიერება, ამერიკული ჯარების გაყვანა და „რბილად" ან „რთულად" გასვლა.

მარიამ ვეკუა
02.04.2026

10 დღეში უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებია, რომელსაც ევროპელი ანალიტიკოსების უმრავლესობა ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტად მიიჩნევს. გამოკითხვები აჩვენებს, რომ 16 წლის განმავლობაში ძალაუფლებაში მყოფი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი თავის პოლიტიკურ კარიერაში ყველაზე დიდ გამოწვევას წინაშე დგას, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოს რუსეთთან დაკავშირებული სკანდალი მმართველი პარტიის წარმატების შანსებს კიდევ უფრო ამცირებს.

თამთა ჩაჩანიძე
02.04.2026

სომხეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე, პრემიერ ნიკოლ ფაშინიანისა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა მცირე სკანდალით დასრულდა. პუტინმა სომხეთის ლიდერს პრაქტიკულად ღიად მოსთხოვა, რომ არჩვნებში მონაწილეობა მიიღონ პრორუსულმა ძალებმა და მათ შორის პატიმრობაში მყოფმა პოლიტიკოსებმა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ სომხეთში პოლიტიკურ პროცესებში ჩართული პირები პატიმრობაში არ არიან, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ სომხეთის მოქალაქეებს შეუძლიათ.

ნატალია ჯვარიძე
01.04.2026

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონბასიდან უკრაინული ჯარების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება დღესვე უნდა მიიღოს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „საქმე ორ თვეში არ არის. ზელენსკიმ დღესვე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დონბასიდან უკრაინული ჯარების გაყვანის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრების მიღმა გასვლის შესახებ", - განაცხადა პესკოვმა.

ნატალია ჯვარიძე
01.04.2026

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება. მისი თქმით, შესაძლებელია, ომი უფრო ადრეც დასრულდეს, თუ შეთანხმებას მიაღწევენ.

მარიამ ვეკუა
30.03.2026

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში შევიდა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში განთავსებულმა ნატოს თავდაცვის სისტემებმა განეიტრალეს.

მარიამ ვეკუა
30.03.2026

შეერთებული შტატები ამ ეტაპზე უკრაინისთვის განკუთვნილ იარაღს ახლო აღმოსავლეთში არ გადაამისამართებს - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდომირ ზელენსკი, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ ირანში მიმდინარე ომის ხანგრძლივობამ და რეგიონში სამხედრო საჭიროებებმა ვაშინგტონის შემდგომი გადაწყვეტილებები შეცვალოს.

 

 

ნატალია ჯვარიძე
30.03.2026

ესპანეთმა ირანზე თავდასხმებში ჩართული აშშ-ის თვითმფრინავებისთვის თავისი საჰაერო სივრცე დახურა, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა ჟურნალისტებს განუცხადა. „არ ვიძლევით არც სამხედრო ბაზების გამოყენების და არც საჰაერო სივრცის გამოყენების უფლებას ირანში ომთან დაკავშირებული ქმედებებისთვის", - განაცხადა მინისტრმა.

ნატალია ჯვარიძე
30.03.2026

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია აშშ-ს მიერ ირანში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში მოსალოდნელ სცენარებს განიხილავს და ამბობს, რომ თუ ამერიკას გეგმა კარგად შემუშავებული არ აქვს, აზრი არ აქვს დაწყებას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×