თამთა ჩაჩანიძე 19.04.2024
პარასკევს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იერიში ოდესის და და დნეპროპეტროვსკის ოლქებზე მიიტანეს, შედეგად დაზიანდა პორტის ინფრასტრუქტურა, დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, ვრცელდება დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ოკუპანტები შექმნილი ვითარებით სარგებლობენ, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას განგებ უტევენ. მანამდე პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწიდა დასავლეთს, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისმტემები კრიტიკულად სჭირდება.
|
ელზა პაპოშვილი 17.04.2024
უკრაინის ფრონტზე სიტუაცია კვლავ დაძაბულია და რუსეთი ქალაქების და დასახლებული პუნქტების დაბომბვას აგრძელებს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი უკვე ღიად ალაპარაკდა იმაზე, რომ ასეთი შეიარაღების პირობებში, როცა ოკუპანტი ქვეყანა მათ ბევრად აღემატება და ერთ ჭურვზე რუსეთის 10 ჭურვი მოდის, ხოლო ერთ თვითმფრინავზე კი - 30, გამარჯვების შანსები არ არსებობს. ამიტომ ის პარტნიორებისგან სასწრაფოდ დახმარებას ითხოვს.
|
ნატალია ჯვარიძე 17.04.2024
გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ გერმანია რუსული დეზინფორმაციის მიმართ უფრო მდგრადი უნდა გახდეს და ამ კუთხით საჭიროა მეტი გამძლეობა. როგორც მან აღნიშნა, რუსეთის მიზანია უკრანის მხარდაჭერის შესუსტება და ნატოს მიმართ უნდობლობის გაღვივება. მისივე თქმით, დეზინფორმაციული კამპანიები ადრევე უნდა ყოფილიყო აღიარებული და საჯაროდ გამოვლენილი.
|
ნატალია ჯვარიძე 16.04.2024
უკრაინის დახმარების საკითხზე კენჭისყრა კონგრესში, სავარაუდოდ, ამ კვირაში გაიმართება. ამასთან, უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისათვის დახმარების კანონპროექტები ცალ-ცალკე იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა სამშაბათს განაცხადა. ასეთ გადაწყვეტილებას ნეგატიურად აფასებს როგორც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ისე უკრაინის ხელისუფლება.
|
ელზა პაპოშვილი 15.04.2024
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა, შესაძლოა, ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაცია მოაწყონ. „ეს იქნება კიდევ ერთი მორიგი ოპერაცია ყალბი დროშის ქვეშ", - ნათქვამია შეტყობინებაში. ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთმა რამდენჯერმე სცადა პასუხისმგებლობის დაეკისრებინა უკრაინისთვის და აცხადებდა, რომ ატომური ელექტროსადგურის ობიექტებს თავს უკრაინული დრონები ესხმოდნენ.
|
ნატალია ჯვარიძე 15.04.2024
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთი ციცაბო კლდის პირასაა და მნიშვნელოვანია, რომ ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის დეესკალაცია მოხდეს. მან აღნიშნა, რომ ისრაელი ირანის უპრეცენტო საჰაერო თავდასხმას უპასუხებს, მაგრამ იმედოვნებს, რომ ეს შემდგომ ესკალაციას არ გამოიწვევს.
|
ნატალია ჯვარიძე 15.04.2024
ევროკომიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის კონგრესს მოუწოდებს, რომ უკრაინის დახმარების პაკეტი დაამტკიცოს, რომელიც რამდენიმე თვეა დაბლოკილია. მისი თქმით, უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების გაწევის შემდგომი დაგვიანება დააზარელებს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთლიანად ატლანტიკურ ალიანსს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა იმსახურებს მსოფლიოს ყველა თავისუფალი ქვეყნის მხარდაჭერას და ევროკავშირმა ამ საკითხში ერთიანობა უნდა გამოავლინოს.
|
თამთა ჩაჩანიძე 14.04.2024
ახლო აღმოსავლეთი რეალური დიდი ომის ზღვარზეა - 14 აპრილს ირანის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ, ისრაელი საპასუხიო ზომებით იმუქრება. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ სწორედ ისრაელის პასუხზე იქნება დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები. პირველი დარყმები უკვე მოხდა - კვირას შუადღისას ისრაელის ავიაციამ ლიბანის სამხრეთში მდებარე პროირანული დაჯგუფება „ჰესბოლას" პოზიციებზე მიიტანა იერიში, თუმცა უშუალოდ ირანის ტერიტორიაზე ამგვარი რამ ჯერ არ განუხორციელებიათ.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.04.2024
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ნიუ-იორკის პროკურატურამ ბრალი 34 მძიმე დანაშაულში წაუყენა და თუ 15 აპრილს სასამართლომ ყველა ბრალდებაში გაამტყუნა, თეორიულად მას ათ წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თუმცა როგორც ამერიკელი ექსპერტები ამბობენ, ასეთი დრამატული სცენარი ნაკლებად სავარაუდოა და ტრამპს სავარაუდოდ პირობით 4 წლამდე პატიმრობას მისუჯიან.
|
ნატალია ჯვარიძე 12.04.2024
გაზაფხულის დადგომასთან ერთად რუსებმა უკრაინის ენერგოობიექტების დაბობვა გაახშირეს. ამას ისეთი მასშტაბი აქვს, უკრაინის ოფიციალური პირები განგაშს ტეხენ, რომ ქვეყნის ენერგოსისტემამ ისეთი ზიანი მიიღო, მის აღდგენას წლები დასჭირდება. მაგალითად, 22 მარტს რუსებმა ააფეთქეს დნეპროჰესი, ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ენერგოობიექტი, გუშინ კი დაარტყეს კიევის ოლქის უდიდეს ტრიპოლსკის ტეც-ს.
|
ნატალია ჯვარიძე 11.04.2024
საერთაშორისო მედიაში სულ უფრო აქტიურად განიხილება ირანსა და ისრაელს შორის ომის სცენარები. საქმე უკვე იქამდე მივიდა, რომ ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურად ისიც თქვა, რომ ირანის თავდასხმა გარდაუვალია და რელევანტურია მხოლოდ კითხვა „როდის?" დაძაბულობას საფუძვლად დაედო ისრაელის თავდასხმა დამასკოში განთავსებულ ერანის საელჩოზე, რასაც, სხვებთან ერთად, რამდენიმე ირანელი სამხედრო მეთაური ემსხვერპლა, მათ შორის ორი გენერალი. ერთ-ერთი მათგანი სირიაში ირანის ოპერაციებს ხელმძღვანელობდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 10.04.2024
რუსეთი უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქს განსაკუთრებით უტევს - ხარკოვში მძიმე ვითარებაა და რუსებმა ქალაქის წინააღმდეგ თითქმის ყოველდღიურად დაიწყეს მართვადი საჰაერო ბომბების გამოყენება, რასაც მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ეწირება. უკრაინის ხელისუფლება კი გზებს ეძებს ქალაქის ცის დასაფარად, თუმცა საჰაერო თავდაცვით „პეტრიოტის" ტიპის სისტემებზე აშშ-სგან ამ დრომდე საპასუხო ნაბიჯები არ ჩანს. ჯერჯერობით არც ის კონტურები იკვეთება, თ ფინანსური დახმარების კუთხით კონგრესი რას აპირებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|