თამთა ჩაჩანიძე
03.10.2023

ბოლო პერიოდში დასავლეთში გახშირდა საჯარო განცხადებებიც და კონკრეტული ფაქტებიც, რომელიც უკრაინისათვის სამხედრო დახმარების შეჩერების ან შემცირების საფრთხეზე მიანიშნებს. ეს ყველაზე ნათლად მას შემდეგ გამოჩნდა, რაც აშშ-ის სენატმა დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინისთვის დახმარებას არ ითვალისწინებს. ბიუჯეტის ეს ვერსია კი დაკავშირებულია რესპუბლიკელების კონსერვატიული ფრთის პოზიციასთან. ამის პარალელურად ბრიტანული „ტელეგრაფი" სამხედრო მაღალჩინოსნებზე წერს, რომ „ქვეყანამ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შესაძლებლობა ამოწურა".

ელზა პაპოშვილი
02.10.2023

რუსული ძალები რობოტინოსა და ვერბოვოის რაიონებში დაკარგული პოზიციების აღდგენას ცდილობენ და უკრაინულ ჯარებს წარუმატებლად უტევენ ავდეევკის, მარინკასა და შახტიორსკის მიმართულებებით. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, რობოტინოს სამხრეთით სიტუაცია არასტაბილური, ტაქტიკურად რთული და დინამიკურია.

თამთა ჩაჩანიძე
01.10.2023

დიდი ბრიტანეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის გახსნას აპირებს, სადაც უკრაინელ სამხედროებს მოამზადებენ. ამასთან ლონდონი კიევს შავ ზღვის აკვატორიის დაცვის გაძლიერებაში დაეხმარება, რათა ქვეყნიდან მარცვლეულის ექსპორტი არ შეფერხდეს. ამის პარალელურად ფრონტი საბრძოლო მოქმედებები ფაქტიურად გაყინულია და საუბარია იმაზე, რომ უკრაინა ახალი კონტრშეტევას ამზადებს. სხვადასხვა რუსული და უკრაინული წყაროების ცნობით, იგეგმება ახალი მძლავრი დარტყმა ზაპოროჟიეს მიმართულებით და მდინარე დნეპრის ფორსირება ხერსომის მიდამოებში.

თამთა ჩაჩანიძე
28.09.2023

მომავალი წლიდან ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობას წყვეტს - შესაბამის ბრძანებულებას ხელი უკვე მოეწერა. ამასთან, ყარაბაღში მცხოვრები ეთნიკური სომხების უწყვეტი ნაკადი შეედინება ერევანსა და სომხეთის სხვა ქალაქებში, პარალელურად კი ბაქომ სტეპანაკერტის მთავრობის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

რეზონანსი
28.09.2023

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამშაბათს დაადგინა, რომ 2017 წელს ტერორისტულ დანაშაულებში მსჯავრდებული თურქი მასწავლებელის, იუქსელ იანჩილკაიას უფლებები დაირღვა, რადგან მის წინააღმდეგ აღძრული საქმე ძირითადად დაშიფრული შეტყობინებების აპლიკაციის (ByLock) სავარაუდო გამოყენებას ეყრდნობოდა.

ელზა პაპოშვილი
27.09.2023

უკრაინელების შეტევა მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებებზე - რუსების განადგურებული სამეთაურო პუნქტი და საბრძოლო მასალის საცავი. უკრაინის არმია  დონეცკის მიმართულებაზე წინ მიიწევენ.  უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით,  ბოლო მონაცემებით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებებზე.

ნაზი ბერიძე
27.09.2023

მოსკოვს ომის დაფინანსება თანდათან სულ უფრო შეიძლება გაუჭირდეს - აშშ-მ 9 მილიარდი დოლარის მოცულობის რუსეთის სუვერენული აქტივები გაყინა, რომელთა უდიდესი ნაწილი ევროკავშირსა და იაპონიაში იყო განთავსებული. ინფორმაციას ფაინენშალ თაიმს-ი ავრცელებს.

ნაზი ბერიძე
27.09.2023

ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში იანეზ ლენარჩიჩმა ევროკავშირს მოუწოდა, მოემზადოს მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილების სავარაუდო ნაკადისთვის. მის განცხადებას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, მხარი დავუჭიროთ ათასობით ადამიანს, რომლებიც გაიქცნენ მთიანი ყარაბაღიდან, მითუმეტეს, რომ მომავალი ზამთარი, სავარაუდოდ, დამატებით გამოწვევებს შეუქმნის ლტოლვილებს" , - განაცხადა ლენარჩიჩმა.

თამთა ჩაჩანიძე
26.09.2023

უკრაინაში ფრონტიდან რამდენიმე დღეა მნიშვნელოვანი სიახლე არ არის, რაც ანალიტიკოსების ნაწილს უტოვებს იმის განცდას, რომ ფრონტი ფაქტიურად გაყინულია. ამის ფონზე უკრაინამ აშშ-დან ახალი შეიარაღების მიღება დაიწყო, თუმცა პარალელურად მიიღო გარკვეული რეფორმების გატარების რეკომენდაციაც, რომელთა შესრულებაზეც მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული, თუ როგორ გაგრძელდება უკრაინის სამხედრო დახმარება. პარალელურად კი ორივე მხრიდან მასშტაბური საჰაერო დარტყმები მიდის, რომელიც უკრაინიდან მარცვლეულის გატანას უკავშირება. რუსები ცდილობენ გაანადგურონ უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურა, უკრაინის სამიზნე კი რუსები შავი ზღვის ფლოტია, რათა მან მარცვლეულის გატანის შეფერხება ვერ შეძლოს.

ელზა პაპოშვილი
25.09.2023

ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, როგორც რუსეთმა, ასევე უკრაინამ უჩვეულოდ ინტენსიური თავდასხმები განახორციელეს - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული. 

თამთა ჩაჩანიძე
24.09.2023

ერევანში აქციები არ წყდება, ყარაბაღში კი მას შემდეგ, რაც სეპარატისტული ხელმძღვანელობა ოფიციალურ ბაქოს ფაქტიურად დანებდა, დაძაბული სიმშვიდეა და ეთნიკური სომხები გაურკვევლობაში არიან. ამის ფონზე პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი კვირას ვრცელი მიმართვით გამოვიდა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სამხრეთ კავკასიაში ფუნდამენტურმა გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა უკვე შეუქცევადი ხასიათი მიიღო საქართველო ამას მომზადებული უნდა დახვდეს.

ნაზი ბერიძე
22.09.2023

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ტერიტორიების გათავისუფლებაზე, ახალ სამოქმედო გეგმასა და აშშ-სთან ერთად თანამედროვე უკრაინული იარაღის წარმოებაზე საუბრობს. თუ შეიარაღება არსებობს და თუ მათ შორის სტრატეგიული სამხედრო კომპლექსური გეგმა, სამხედრო ექსპერტები „რეზონანსთან" მსგავსი სცენარის განვითარებას არ გამორიცხავენ, რაც უკრაინის კონფლიქტში გარდამტეხი აღმოჩნდება.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×