ქეთო გოგოხია
04.08.2025

საქართველოში ინტერნეტის სიჩქარე მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს და ტარიფს სრულიად არ შეესაბამება. ამ დროს მომხმარებელს გადასახადი ყოველთვის სწორედ სიჩქარის გაზრდის მოტივით  უძვირდება, თუმცა სერვისი რეალურად ვერ გაუმჯობესდა. ის, რომ კომპანიები თავიანთ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ, უკვე კვლევებითაც დადასტურებულია. 

გვანცა წულაია
04.08.2025

საქართველო ისეთი სახელმწიფოების სიაშია, სადაც სესხის მომსახურება ძნელია. როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის ფინანსური ვალდებულების გასტუმრება პრობლემაა. საბანკო ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოსთვის ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი დაიკლებს, თუმცა სულ სხვა მოლოდინი აქვთ ფინანსისტებს და იმასაც ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში კლება არ იქნება მნიშვნელოვანი. 

მარიამ ვეკუა
04.08.2025

„ბათუმელებისა" და „ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილება 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოცხადდება. ამის შესახებ მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 4 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა. ოპოზიციონერები მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ და ამბობენ, რომ „ოცნება" ქვეყანაში კრიტიკული მედიისა და აზრის ჩახშობას ცდილობს, მმართველ პარტიაში კი კანონის წინაშე თანასწორობაზე საუბრობენ.

ნატალია ჯვარიძე
04.08.2025

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთში მიმდინარე კვირაში ჩავა. მისივე თქმით, უიტკოფი რუსეთს 10-დღიანი ვადის ამოწურვამდე ესტუმრება, რომელიც თეთრი სახლის ლიდერმა რუსეთის ხელისუფლებას უკრაინაში ცეცხლის შესაწყვეტად მისცა.

ნატალია ჯვარიძე
04.08.2025

Kyiv Post-ის ვაშინგტონის კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მზად არიან ვაშინგტონში მშვიდობის დამყარების შესახებ მიღწეული შეთანხმება გამოაცხადონ.

მარიამ ვეკუა
04.08.2025

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის 430-გვერდიანი დასკვნა, სავარაუდოდ, სექტემბრის პირველივე დღეებში გასაჯაროვდება, ამის შესახებ განცხადება კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა გააკეთა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ დასკვნა მომავალ თაობებს სიმართლის დანახვის შესაძლებლობას მისცემს, ოპოზიციაში კი აღნიშნულ დოკუმენტს სამშობლოს მოღალატეების განაჩენად აფასებენ.

მარიამ ვეკუა
03.08.2025

თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვე რჩება და ოპოზიციური პარტიები, რომლებიც პროცესში მონაწილეობენ, მერობის კანდიდატების დასახელებას ჯერ კიდევ არ ჩქარობენ. როგორია „ლელოსა" და პარტიის „გახარია საქართველოსთვის" პარტიების შანსები რეგიონებში, სად აქვთ მათ შედარებით ძლიერი პოზიციები და გამეორდება თუ არა წალენჯიხის პრეცედენტი, როცა არჩევნები „ოცნების" კანდიდატის მარცხით დასრულდა?

მარიამ ვეკუა
03.08.2025

აშშ-ის პრეზიდენტის ულტიმატუმსა და ამერიკული წყალქვეშა ნავების გადადგილების შესახებ გადაწყვეტილებამ რეგიონში დაძაბულობა გაზარდა - დონალდ ტრამპმა ორი ატომური წყალქვეშა ნავის „შესაბამის რეგიონებში" განლაგების ბრძანება გასცა და რუსეთს 8 აგვისტოსთვის ცეცხლის შეწყვეტა მოსთხოვა. კრემლიდან ამაზე ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, თუმცა საერთაშორისო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ტრამპის ეს ნაბიჯები ძირითადად პოლიტიკურ თამაშს ემსახურება და რეალურ სამხედრო საფრთხედ ნაკლებად აღიქმება.

ნატალია ჯვარიძე
02.08.2025

5 აგვისტოს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილება ეწურება და სავარაუდოდ სწორედ ამ დღეს გამოქვეყნდება კომისიის დასკვნა. კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა უკვე გააკეთა მინიშნება, თუ რაზე იქნება მთავარი აქცენტები. ანალიტიკოსები დასკვნის შესაძლო შინარსზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ ამის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლომ „ნაცმოძრაობა" დანაშაულებრივ ორგანიზაციად გამოცხადებისა და მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვა დაიწყოს. გარდა ამისა, ანალიტიკოსები ექსპრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ საქმის აღძვრასაც ელოდებიან.

ნატალია ჯვარიძე
02.08.2025

4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მმართველი პარტიის მთავარ კონკურენტებს - „ლელოს" და პარტიას „გახარია საქართველოსთვის" წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება და არჩევნებში მონაწილეობა ლიდერების გარეშე უწევთ. „ლელოს" ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პატიმრობაში არიან, ექსპრემიერი გიორგი გახარია კი ფაქტიურად დევნილობაშია და სამშობლოში დაბრუნებას არ ჩქარობს. ანალიტიკოსების აზრით, ლიდერების არყოფნა საარჩევნო პროცესზე გარკვეულ გავლენას მოახდენს, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსები პრეზიდენტმა შეიწყალოს.

ნატალია ჯვარიძე
01.08.2025

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერობის არჩევნებში კვლავ მოქმედი მერი, კახა კალაძე იყრიდა კენჭს, „ლელოს" კოალიციის წევრმა, ყოფილმა ჟურნალისტმა ალეკო ელისაშვილმა მინიშნება გააკეთა, რომ გამორიცხული არ არის, ის იყოს კალაძის მოწინააღმდეგე. ყოფილ სახელმწიფო მინისტრსა და კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ ელისაშვილის მერობის კანდიდატზე პრეტენზია სრულიად გასაგებია, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ საბოლოოდ სხვა პიროვნება შეირჩეს.

ნატალია ჯვარიძე
01.08.2025

ორად გაყოფილ ოპოზიციას ბრძოლის გასაგრძელებლად განსხვავებული გეგმა აქვს. არჩევნების ბოიკოტის მომხრეები რეჟიმის ჩამოსაშლელად წინააღმდეგობას აანონსებენ და ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ. პარტიებს „ლელოსა" და „გახარია-საქართველოსთვის" კი სწორ ნაბიჯად არჩევნებში მონაწილეობა მიაჩნიათ. ანალიტიკოსები ოპოზიციის სავარაუდო გეგმებსა და მიზნებზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა აზრი შეიცვალოს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×