ნატალია ჯვარიძე
28.07.2025

კახა კალაძეს აქვს გამოხატული ინტერესი, რომ კიდევ ერთხელ იყოს მერობის კანდიდატი, ზოგადი განწყობაც გუნდში გასაგებია, მაგრამ მაინც დაველოდოთ ფორმალური პროცედურების დასრულებასაც, რადგან რეალურად არის იმის შესაძლებლობაც, რომ სხვა კანდიდატურის წარდგენა მოხდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერის კანდიდატურაზე საუბრისას განაცხადა.

ქეთო გოგოხია
28.07.2025

საქართველოი იპოთეკური სესხებიეს შენელების ტენდენცია შეიმჩნევა. ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო მოთხოვნა სულ უფრო მცირდება, რაც ბანკები კარგად გრძნობენ და იპოთეკური სესხების გაცემა შეანელეს.  მთელი წელია, რაც ტრენდი შეუქცევადია და ეს შეიძლება გაგრძელდეს, სანამ არ გაჯერდება ბაზარი და სექტორი იმპოთეკურ სესხებს ჯერ კიდევ პრობლემურ ზონად აღიქვამს.

ნატალია ჯვარიძე
27.07.2025

ნატო-სგან და აშშ-ისგან ზუსტი ინფორმაცია მივიღე, რომ რუსეთი და ჩინეთი გლობალური კონფრონტაციისთვის უკვე 2027 წელს იქნებიან მზად. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

ნატალია ჯვარიძე
27.07.2025

რუსეთთან დაკავშირებით დონალდ ტრამპი მოთმინებას კარგავს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. მარკო რუბიოს თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი „იმედგაცრუებულია, რომ ვლადიმერ პუტინთან კარგ სატელეფონო საუბრებს, საბოლოოდ, არაფერი მოაქვს".

თამთა ჩაჩანიძე
26.07.2025

"გააძლიერე წინააღმდეგობა" - ბოიკოტში მყოფი პარტიები მოქალაქეებს მოუწოდებენ ამ სპეციალურ პლატფორმაზე დარეგისტრირდნენ შემდგომი მოქმედებებისთვის. მათი შეფასებით, რაც უფრო ორგანიზებული და შეკრული იქნება ხალხი, მით უფრო გაუწეევს წინააღმდეგობას და "უფრო დეზორგანიზებული და დასუსტებული იქნება რეჟიმი".

მარიამ ვეკუა
26.07.2025

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პარასკევს განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას მხოლოდ მოლაპარაკებების გზით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში განიხილავს. ამ განცხადებამ მისი ლეიბორისტული პარტიის ბევრ წევრში იმედგაცრუება გამოიწვია. სტარმერზე ზეწოლა იზრდება - გადადგამს თუ არა ბრიტანეთი საფრანგეთის მსგავსად პალესტინის აღიარებისკენ ნაბიჯს და რა იქნება ისრაელის პასუხი

მარიამ ვეკუა
26.07.2025

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა. ელჩის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ხაზგასმულია, რომ ქართულმა მხარემ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას თავისი გზავნილები გადასცა. დაიწყება თუ არა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პოლიტიკური ურთიერთობა და რა შეთავაზებები აღმოჩნდა ოვალური კაბინეტის „სავაჭრო მაგიდაზე", საკვანძო კითხვებად რჩება.

თამთა ჩაჩანიძე
26.07.2025

"ქართული ოცნება" ევროკავშირის განცხადებას აკრიტიკებს და რუსული იარლიყის მიკერების ტაქტიკას უწოდებს ბლოკის საგარეო საქმეებისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში პრესსპიკერის ანუარ ელ ანუნის აქცენტებს, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისთვის "რუსული სტილის შეთქმულების თეორიებითა და გახლეჩის შემომტანი ნარატივებით ძირის გამოთხრა მხოლოდ მათ არგებს, ვინც საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება.

ნატალია ჯვარიძე
25.07.2025

ევროპარლამენტი აცხადებს, რომ საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში მანამ, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის. მმართველ პარტიაში უკვე აღარ უკვირთ მსგავსი განცხადებები. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ „ოცნების" მხრიდან ევროპარლამენტის იგნორირება დიდი შეცდომაა.

თამთა ჩაჩანიძე
25.07.2025

„ოცნება" ლევან ხაბეიშვილს უსვამს კითხვას, თუ საიდან აპირებს იმ თანხების მოძიებას, რომელიც თავის სკანდალურ განცხადებაში გააჟღერა. საქმე ეხება ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარის მიმართვას ძალოვანი უწყებისა და გდდ-ს თანამშრომლებისადმი, სადაც ხაბეიშვილი ძალოვნებს მოუწოდენს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაერთიანდნენ, ხოლო ის სამართალდამცველები, რომლებიც „იარაღს არ ისვრიან", ჯილდოს სახით 200 000 დოლარს მიიღებენ.

მარიამ ვეკუა
25.07.2025

ემანუელ მაკრონი სექტემბერში პალესტინის სახელმწიფოს ოფიციალურად აღიარებს - ეს ისტორიული ნაბიჯი საფრანგეთს დიდი შვიდეულის პირველ ქვეყნად აქცევს, რომელიც მსგავს გადაწყვეტილებას იღებს. პრეზიდენტ მაკრონის გადაწყვეტილებამ საერთაშორისო დიპლომატიური დაძაბულობა გამოიწვია: პალესტინა ინიციატივას მიესალმება, ისრაელი „ტერორის დაჯილდოებად" აფასებს, აშშ კი „უგუნურს" უწოდებს. ამასთან, იზრდება ზეწოლა ბრიტანეთის პრემიერზე, რათა მანაც გაიზიაროს საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივა.

მარიამ ვეკუა
25.07.2025

აღსრულების ბიურომ დაადასტურა, რომ წუხელ თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსში გამოსახლების პროცესი დასრულდა. ოპოზიცია მმართველ პარტიას აკრიტიკებს და საცხოვრებლის შესახებ კანონის მიღებაზე საუბრობს. მათი თქმით, „ოცნება" მოქალაქეების ინტერესებს არ იცავს. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ოპოზიცია ამ პროცესებს დეზინფორმაციული კამპანიისთვის იყენებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×