თამთა ჩაჩანიძე 17.07.2025

ევროკავშირში ვიზით წახვალ თუ უვიზოდ ეს პრემიერისთვის ეგზისტენციალური საკითხი არ არის. ირაკლი კობახიძის შეფასებით, თუ ხელისუფლება არჩევანის წინაშე დადგა, უპირატესობას მშვიდობასა და სტაბილურობას მიანიჭებს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ესაა მინიშნება იმაზე, რომ „ქართული ოცნება" ევროკომისიის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს, ან შეიძლება ევროკავშირის სტრუქტურებთან პრობლემის დიალოგის გზით გადაჭრა მოითხოვოს.
|
ქეთო გოგოხია 17.07.2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი რეგიონებში ვიზიტები აგრძელებს. იგი ამჯერადაც სამეგრელო-ზემო სვანეთს ეწვია, სადაც ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და მიმდინარე საკითხებს ადგილზე გაეცნო. თხილისა და მოცვის მწარმოებლებთან და მეფუტკრეებთან მინისტრის შეხვედრებისას ყურადღება ამ დარგების პრობლემებზე გამახვილდა და ხაზი გაესვა მათ უნიკალურ მნიშვნელობას აგრარული მეურნეობის განვითარებაში.
|
რეზონანსი 17.07.2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კონფერენცია უკვე მრავალი წელია უნიკალური აკადემიური პლატფორმაა, რომელიც ახალგაზრდების სამეცნიერო პოტენციალის გამოვლენას, კვლევითი კომპეტენციების განვითარებას და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას უწყობს ხელს.
|
გვანცა წულაია 16.07.2025

სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების მშვიდობიან ფაზაში გადასვლის შემდგომ აზერბაიჯანი და თურქეთი ზანგეზურის დერეფნის გააქტიურებას გეგმავენ. სატრანსპორტო დერეფანი აზერბაიჯანული პროექტია, რომლის სიგრძეც, დაახლოებით, 40 კმ-ია და სომხეთის სიუნიქის პროვინციაზე გადის. ახლა საუბარია იმის შესახებ, რომ პროექტი შესაძლოა, შუა დერეფანის ალტერნატიული მარშრუტი გახდეს, თუმცა ამ მოსაზრებაზე სპეციალისტთა აზრი განსხვავებულია.
|
გვანცა წულაია 16.07.2025

რუსეთიდან მიგრანტებს შესაძლოა, ფულად გზავნილებზე შეზღუდვა დაუწესდეთ. რუსი დეპუტატები მიგრანტებისთვის საზღვარგარეთ იმაზე მეტი თანხის გადარიცხვის აკრძალვას ითხოვენ, რომელიც მათ ოფიციალურ ხელფასს აღემატება. ამის შემდეგ შეიცვლება თუ არა რაიმე საქართველოსთვის, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთიდან ჩვენს ქვეყანაში ბევრი ტრანზაქცია ხორციელდება?
|
თამთა ჩაჩანიძე 16.07.2025

ევროკომისიის მიერ "ქართული ოცნებისადმი" წაყენებულ 8 პუნქტის შეუსრულებლობამ, შეიძლება ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება დააყენოს დღის წესრიგში. როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, "დედლაინად" 31 აგვისტოა განსაზღვრული. ახლა მთავარი კითხვაა - როგორ იმოქმედებს ბლოკი, თუ დათქმულ დროში რეკომენდაციები არ შესრულდა?
|
მარიამ ვეკუა 16.07.2025

რუსეთი უკრაინაში ქიმიურ იარაღს სისტემატურად და ინტენსიურად იყენებს, რასაც გერმანიისა და ნიდერლანდების დაზვერვის ანგარიშები ადასტურებს; ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლური ქვეყნები მკაცრად გმობენ მოსკოვის ასეთ ქმედებებს და სანქციების გამკაცრებას მოითხოვენ.
|
ნატალია ჯვარიძე 16.07.2025

სომხეთს სურს და ისწრაფვის, ევროკავშირის წევრი გახდეს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული პროცესის ფარგლებში სომხეთში ევროპული სტანდარტების დასაკმაყოფილებლად რეფორმები ხორციელდება.
|
მარიამ ვეკუა 16.07.2025

ევროპა მოქმედებაზე გადადის - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასის ღია წერილმა ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაცია კიდევ უფრო გააღრმავა: ოპოზიციამ მასში მხარდაჭერის მყარი სიგნალი დაინახა, მმართველი პარტიისთვის კი ეს იყო ზეწოლის აქტი, რომელიც მიზნად საქართველოს სუვერენული კურსის შეცვლას ისახავს. რა წერია წერილში და როგორ იმოქმედებს ის ევროკავშირისა დასაქართველოს ურთიერთობაზე, სკვანძო საკითხად რჩება.
|
ნატალია ჯვარიძე 16.07.2025

"50 დღის მერე შეთანხმება თუ არ გვექნება, ძალიან ცუდი იქნება. ტარიფები შევა ძალაში და სხვა სანქციები... არ ვიცი 50 დღე ძალიან დიდი ვადა თუ არის და უფრო ადრეც შეიძლება იყოს. არა მგონია, რომ 50 დღე ძალიან დიდი ვადაა" , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. ამასთან, კითხვაზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა დაარტყას თუ არა მოსკოვს, ტრამპმა უპასუხა "არა, მოსკოვს არ უნდა დაარტყას".
|
თამთა ჩაჩანიძე 16.07.2025

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს და ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას მოუწოდებს მის კოალიციისა და "გახარია საქართველოსთვის" მემორანდუმს შეუერთდნენ, რომელზეც 15 ივლისს მოეწერა ხელი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე საერთო ბრძოლასთან დაკავშირებით.
|
გვანცა წულაია 15.07.2025

რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადი დროებით ნულოვანია. შესაბამისი გადაწყვეტილება ძალაში 9 ივლისს შევიდა და მინიმუმ 22 ივლისამდე გაგრძელდება. რა იქნება მას შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია. მანადე კი მოსალოდნელია, რომ მარცვლეული გაიაფდება, რაც ფქვილი ღირებულების შემცირებასაც გამოიწვევს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|