თამთა ჩაჩანიძე
15.07.2025

ქვეყანაში მიმდინარე პროტესის მონაწილეები კიდევ ერთ აქცია-მსვლელობას აანონსებენ. 19 ივლისის მსვლელობას უერთდებიან როგორც ოპოზიციური პარტიებიდან (აქ განსაკუთრებით ბოიკოტში მყოფები აქტიურობენ), ისე სამოქალაქო სექტორიდან. პროტეტს უერთდება სტუდენტების ნაწილიც, მოთხოვნები არ იცვლება - პოლიტპატიმრების გათავსუფლება და ახალი არჩევნები.

გვანცა წულაია
15.07.2025

ბოლო სამი დღეა, საზოგადოების ყურადღება სადგურის მოედანზეა მიმართული, სადაც შენობა ჩამოინგრა და ორი ადამიანი გარდაცვალა. შენობა ავარიულია, რის გამოც 2017 წელს მოხდა გამაგრება. იმავდროულად, კორპუსის მაცხოვერბელბთან პარალელურად მიმდინარეობდა მოლაპარაკება ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, თუმცა 100%-იანი თანხმობა ვერც ერთხელ ვერ მოხერხდა. საინტერესოა, ასეთ დროს ვისი ბრალეულობა იკვეთება და რა არის მსგვასი შემთხვევებისგან გამოსავალი? 

ნატალია ჯვარიძე
15.07.2025

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ოპოზიციურ ფლანგზე ურთიერთბრალდებები და დაპირისპირება განსაკუთრებით გამწვავდა: პარტია „ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი მწვავედ აკრიტიკებს „ლელოს" და „გახარია საქართველოსთვის" მონაწილეობას არჩევნებში, მათ „ბიძინა ივანიშვილის სისტემურ ოპოზიციად" მოიხსენიებს და მოუწოდებს, პროცესს ჩამოცილდნენ. ანალოგიურ რიტორიკას ენმ-ს წევრებიც მიმართავენ და კოლეგა ოპოზიციონერებს, არც მეტი არც ნაკლები, კოლაბორანტობაში ადანაშაულებენ. არადა, თავად „ლელოსა" და გახარიას თანაპარტიელების გამოსვლები უფრო, ასე ვთქათ, რბილია და ბევრ დამკვირვებლებში ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს თავის მართლების რეჟიმში არიან.

თამთა ჩაჩანიძე
15.07.2025

თევდორე მღვდლის ქუჩაზე ავარიული შენობიდან მოსახლეობა უკვე ევაკუირებულია, ვაგზლის მოედნის მიმდებარედ, ტრაგედიის ადგილი ლენტებითაა შემოსაზღვრული და სამუშაოები გრძელდება. ექიმები ახლა ბეტონის მასის ქვეშ მოყოლილი და გარდაცვლილი დავით ბართიას დის გადარჩენას ცდილობენ, ის ამ დრომდე „გლობალ მედის" რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ტრაგედიას კიდევ ერთი მსხვერპლი ჰყავს - გარემოვაჭრე მანანა დარახველიძე, ის ფასადის ჩამოგრევისას ადგილზევე გარდაიცვალა.

ნატალია ჯვარიძე
15.07.2025

ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას უკვე ულტიმატუმს უყენებს - კატეგორიულად სთხოვს პირობების შესრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უვიზო რეჟიმის შეჩერებით იმუქრება. ანალიტიკოსები პროცესების ამგვარ განვითარებას ჯერჯერობით ნაკლებად ელიან, თუმცა ასეთ შემთხვევაში არ გამორიცხავენ, რომ ეს ქვეყნის შიგნით სიტუაციის გამწვავებას გამოიწვევს.

თამთა ჩაჩანიძე
15.07.2025

2025 წლის ივლისში, უკრაინაში ომის მე-3 წელს, შეერთებული შტატების ხელისუფლებამ დაადასტურა გადაწყვეტილება კიევისთვის დამატებითი „პატრიოტის" ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე. ეს ერთგვარი პასუხია რუსეთის მიერ გაზრდილ საჰაერო შეტევებზე, რასთანაც უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვას გამკლავება ბოლო დროს სულ უფრო უჭირს.

ირმა ჩიტაია
14.07.2025

საქართველო აზარტული თამაშების მოგების მაჩვენებელმა ყველანაირი რეკორდი მოხსნა. ქვეყანაში სათამაშო ბიზნესი არანორმალურად მზარდია. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული რეგულაციები დაწესდა, სათამაშო ბიზნესის მიმართ ინტერესი არ ნელდება. მასში ჩართულია, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ბიზნესის მზარდი მოგების პარალელურად უბედურდებიან ადამიანები. ისინი იღებენ სესხებს, კარგავენ საცხოვრებლებს, ზოგიც თვითმკვლელობამდეც მიდის. შემზღუდავი მექანიზმების მიუხედავად, სათამაშო ინდუსტრია მუდმივად მზარდია და მისი შეკავება ვერანაირად ხერხდება. იგი მოედო ყველას და ყველაფერს. 

ქეთო გოგოხია
14.07.2025

ისტორიაში პირველად, ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ღირებულებამ 122 000-დოლარიან ნიშნულს გადააჭარბა და ამით კრიპტოენთუზიასტების დიდი ხნის პროგნოზი გაამართლა. ინდუსტრიის გულშემატკივრებისთვის, ბიტკოინის მიერ ამ ნიშნულის დაძლევა გარდამტეხი მოვლენაა და მისი სამომავლო პოტენციური ზრდის დასაწყისად მიიჩნევა. თუმცა ანალიტიკოსები სიტუაციას კრიპტოივალუტებთან მიმართებით არაპროგნოზირებადად მიიჩნევენ და არ გამორიცხავენ, დროთა განმავლობაში ციფრულმა ვალუტამ მკვეთრი რყევა განიცადოს. 

თამთა ჩაჩანიძე
14.07.2025

მუნიციპალური არჩევნები აღმოჩნდა ის გარდამტეხი, რაც "გახარია საქართველოსთვის" და "ლელო - ძლიერი საქართველო" თანამშრომლობაზე შეათანხმა. მათ შესაძლო ალიანსზე საუბრები პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაიწყო, როცა პლატფორმები 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებოდნენ. სექტემბერში პარტიის ლიდერებს შორის მრავალრაუნდიანი მოლაპარაკებებიც იყო, თუმცა მაშინ უშედეგო აღმოჩნდა მცდლობა.

ქეთო გოგოხია
14.07.2025

ტემპერატურის მატებასთან ერთად, საზღვაო კურორტებზე მოთხოვნამ ერთბაშად მოიმატა. განსაკუთრებით ზღვისპირა კურორტებზე, მთიან რეგიონებში ამ მხრივ ცვლილება არ არის, რაც გამოწვეულია იმითაც, რომ ზღვასთან შედარებით, ამ სეგმენტში ზაფხულობით ნაკლები აქტიურობაა. მთავარი პრობლემა მაღალმხარჯველი ტურისტების ნაკლებობაა. რაც შეეხება საფასურს, წელს არ მომსახურება არ გაძვირებულა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივებს ხარჯი გაეზარდათ. ბინისა და კვების ობიექტების მფლობელები ფიქრობენ, რომ გაზრდილი ტარიფით მომხმარებლების მოზიდვა გაუჭირდებათ. 

ნატალია ჯვარიძე
14.07.2025

სასიამოვნოა თქვენი მასპინძლობა ბრიუსელში, ევროპისა და სომხეთის ურთიერთობები ასეთი მჭიდრო არასდროს ყოფილა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე განაცხადა.

მარიამ ვეკუა
14.07.2025

„თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი, სახალხო დამცველს მძიმე წერილით მიმართავს - ამტკიცებს, რომ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, თავდამსხმელი საკანში დაწესებულების ადმინისტრაციის თანხმობით შევიდა, ბაჩიაშვილს ამჟამად სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობენ. შემთხვევაზე რეაგირება მოითხოვა სახალხო დამცველმა, პოლიტიკური ოპონენტები ამას რეჟიმის „პირად შურისძიებად" აფასებენ, პენიტენციური სამსახური კი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და ცილისწამებად მიიჩნევს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×