მარიამ ვეკუა
18.07.2025

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ მიღებული მე-18 სანქციების პაკეტი, რომელსაც ბრიუსელში „პირველად ასე მკაცრს" უწოდებენ, მიზნად მოსკოვის ენერგეტიკული სიძლიერის შესუსტებას ისახვას - ნავთობის ფასის ზედა ზღვრის შემცირება, ტრანსპორტირებაზე ზეწოლა და „ჩრდილოვანი ფლოტის" წინააღმდეგ ზომების გამკაცრება, ნაწილია იმ შეზღდვებისა, რაც ევროკავშირმა 18 ივლისს დაამტკიცა, თუმცა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სანქციების ეფექტიანობა დამოკიდებულია მათ აღსრულებაზე, რაც კვლავ რჩება ევროკავშირის მთავარ აქილევსის ქუსლად.

ნატალია ჯვარიძე
18.07.2025

„ნაციონალურმა მოძრაობამ" და კოალიციამ „ცვლილებისთვის" საარჩევნო ნომრის შენარჩუნებისთვის ცესკოს მიმართეს. როგორც ისინი ამბობენ, მიზანი მხოლოდ ნომრის შენარჩუნებაა. ამან ოპონენტენტებში კითხვები გააჩინა- აპირებენ თუ არა ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ამაზე ანალიტიკოსების მოსაზრებები არაერთგვაროვანია.

თამთა ჩაჩანიძე
18.07.2025

პრემიერი ბრიუსელს „საბჭოურ მიდგომაში" ადანაშაულებს, თუმცა აცხადებს, რომ „ქართული ოცნება" ევროკავშირის ნებისმიერი მაღალი თანამდებობის პირთან „მზადაა დისკუსიისთვის" ევროკომისიის 8 რეკომენდაციასთან დაკავშირებით და როგორც კობახიძემ დასძინა, თუ ინტერესი არის და თუ საქმეს სჭირდება, მზადაა „დღესვე გაფრინდეს ბრიუსელში".

მარიამ ვეკუა
18.07.2025

„ქართული ოცნება" მორიგ კრიტიკულ განცხადებას ავრცელებს, რომელიც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 18 ივლისს ჟურნალისტებთან გაახმოვანა. განცხადების ძირითადი აქცენტი ევროკავშირსა და ვაშინგტონზეა. პარტიის თქმით, საქართველო ზეწოლის ქვეშ იმ მიზეზით მოექცა, რომ მეორე ფრონტის გახსნაზე უარი თქვა. პოლიტსაბჭოს შეფასებით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია „დღმდე არაფერი გაუკეთებია წინამორბედი შცდომების შესანარჩუნებლად".

რეზონანსი
18.07.2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე ლანდშაფტური არქიტექტურის მიმართულების სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელიც სტუდენტური შემოქმედებისა და პროფესიული უნარების წარმოჩენას ისახავდა მიზნად. 

ირმა ჩიტაია
17.07.2025

უძრავი ქონების სექტორში ქირის ფასის კლების ტენდენცია ისევ ნარჩუნდება. ბაზარზე მზარდი მოთხოვნა აღარაა. სპეციალისტების თქმით, ამ ეტაპზე ქირა-იჯარის მიმართულებით ვარდნის ტენდენციაა, რასაც უფრო ართულებს ზაფხულის სეზონი. ამ დროს, მოთხოვნა ყოველთვის მცირდება. დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ შემოდგომიდან მოთხოვნა კვლავ გაიზრდება, თუმცა, უჭირთ იმის პროგნოზირება, თუ რა გავლენას მოახდენს ეს ამჟამად არსებულ ფასზე. 

გვანცა წულაია
17.07.2025

საქართველოს მეზობელ ქვეყნებს ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ უკვე ეკონომიკურ ომში გადაიზარდა. რუსეთ-აზერბაიჯანს და რუსეთ-სომხეთს შორის არეული ურთიერთობა შესაძლოა, საქართველოსთვის დადებითი შედეგის მომტანი იყოს. სხვათა შორის, ივნისში საქართველოდან ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა და ეს ტენდენცია დიდი ალბათობით მომავალშიც შენარჩუნდება.

მარიამ ვეკუა
17.07.2025

ბრიტანეთის პოლიცია ამტკიცებს, რომ რუსეთი, ირანი და ჩინეთი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ უხილავი ომის ახალ ეტაპზე გადადიან, სადაც სიცოცხლისთვის საშიშ ოპერაციებს კრიმინალების და მოწყვლადი პირების მეშვეობით ახორციელებენ, ამის შესახებ ბრიტანეთის პოლიციის ორმა მაღალჩინოსანმა „როიტერზს" უთხრა.

თამთა ჩაჩანიძე
17.07.2025

მოსკოვი ერევანს კვლავ ემუქრება, ამჯერად კრემლი ნიკოლ ფაშინიანის განცხადებამ გააღიზიანა, სადაც პრემიერი ამბობს, რომ სომხეთს სურს ევროკავშირის წვერი გახდეს, და ქვეყნის მთავრობა გააგრძელებს იმ რეფორმების გატარებას, რომელიც მას ევროპულ სტანდარტებთან დააახლოებს.

ნატალია ჯვარიძე
17.07.2025

დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ვიზალიბერალიზაციას შეაჩერებენ, რაც ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს, თუმცა ეს უფრო ხალხზე აისახება და არა პოლიტიკოსებზე, რადგან ეს უკანასკნელნი, მათი რესურსების გათვალისწინებით, ყოველთვის იპოვიან ევროპაში მოგზაურობის გზებს, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა.

ნატალია ჯვარიძე
17.07.2025

ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი, რომელიც ერთ დროს მთავარი არხის ყოფილი დირექტორის, ნიკა გვარამიას თანამებრძოლი იყო, ახლა არხს, ასე ვთქვათ, „ფულის მოტეხვაზე" უჩივის. სარჩელი პროკურატურიაშია შეტანილი და ამ უწყებამ გამოძიება უკვე დაიწყო. ოპოზიციაში ეჭვი აქვთ, რომ ეს ყველაფერი ნიკა გვარამიას წინააღმდეგ არის მიმართული.

მარიამ ვეკუა
17.07.2025

„პარტია საქართველოსთვის" და „ლელოს" შორის თანამშრომლობის დაწყების შემდეგ მთავარი შეკითხვა ჩნდება - ვინ იქნებიან მათი მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები. პარტიების დამფუძნებლების არყოფნა და ოპოზიციის კრიტიკა კიდევ უფრო ზრდის ინტერესს, თუ როგორ დაარეგულირებენ ამ საკითხს და შეძლებენ თუ არა საერთო ძალისხმევით რეალური კონკურენციის შექმნას. ამ ფონზე ბოიკოტის ერთ-ერთი ყველაზე თავგადაკლული მომხრე თამარ ჩერგოლეიშვილი ამტკიცებს, რომ რეალურად ხაზარაძემ გახარიას პარტია წაართვა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×