ელზა პაპოშვილი
18.09.2024

თვითმკვლელობა თუ უბედური შემთხვევა - რა გახდა კახეთში, დედოფლისწყაროში 38 წლის კაცის გარდაცვალების მიზეზი, ახლა ექსპერტიზამ უნდა დაადგინს. ახალგაზრდა კაცს, რომელიც მეგობრებთან რთველზე წავიდა, უკან არ დაბრუნებულა. ორდღიანი ძებნის შემდეგ კი ის სოფელ ქვემო ქედში ერთ-ერთი ადგილობრივის კუთვნილ ვენახში გარდაცვლილი იპოვეს.

ელზა პაპოშვილი
18.09.2024

ოპოზიციურ პარტიებს ცესკოში თავისი საარჩევნო სიების წარდგენის ვადა 26 სექტემბერს ეწურებათ, თუმცა, ჯერჯერობით სიის პრეზენტაცია მხოლოდ 2 საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა. რატომ არ ჩქარობენ პარტიები, რამდენად რთულად მიმდინარეობს სიების ფორმირების პროცესი და ხომ არ ვიხილავ ამის საფუძველზე ახალ პოლიტიკურ სკანდალებს?

ნატალია ჯვარიძე
18.09.2024

სავარაუდოდ, 3-5 დღეში გამოჩნდება, კურსკის ოლქში რუსების მიერ დაწყებული კონტრშეტევის შედეგად რომელი მხარე გამოვა გამარჯვებული. ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსები საუბრობენ ფრონტზე არსებული ვითარების შეფასებიბსას. მათივე თქმით, რუსულ ნაწილებს გარკვეული წინსვლა ჰქონდათ დონეცკის ოლქში, თუმცა უკრაინელები მათ შეკავებას ახერხებენ.

ნატალია ჯვარიძე
18.09.2024

აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კრიტიკულ ზღვარზეა. ამ ფონზე კი, კვირის ბოლოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ში მიემგზავრება. შეცვლის თუ არა რამეს ეს ვიზიტი და რას ჩამოიტანს პრემიერი ამერიკიდან?

თამთა ჩაჩანიძე
18.09.2024

სომხეთის უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში ეჭვმიტანილები დააკავა. უწყების თქმით, ისინი რუსეთში გადიოდნენ ტრენინგებს, მათ შორის იარაღის გამოყენებაზე და რუსეთიდან ფინანსდებოდნენ.კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რაკი სომხეთის ხელისუფლება პირდაპირ რუსეთზე საუბრობს, ესე იგი მართლა რუსეთის ხელისუფლებაა გარეული და მოსკოვი ამით არ დაკმაყოფილდება, „კიდევ გააგრძელებს ასეთ მოქმედებებს".

გვანცა წულაია
17.09.2024

აშშ-დან საქართველოს მოქალაქეების მისამართით სანქციები ახალი პაკეტი დაიძრა. ამჯერად საუბარია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელძღვანელ ზვიად ხარაზიშვილსა და მის მოადგილეზე. სანქციების ქვეშ მოხვდნენ ასევე "ალტ ინფოს” დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე. მათ გარდა, სავიზო შეზღუდვა დაუწესა 60-ზე მეტ ქართველს და მათ ოჯახის წევრებს. სანქციები ქართველების მიმართ აშშ-ს აქამდეც დაუწესებია, მაგრამ მაშინდელ გადაწყვეტილებას ქვეყნის ეკონომიკაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია, ამჯერად უნდა ველოდოთ თუ არა პრობლემების ტალღას? 

ელზა პაპოშვილი
17.09.2024

საქართველო ყველაზე დიდი ოპოზიციური კოალიციის შექმნის ზღვარზეა - პრეზიდენტის შუამავლობით ხაზარაძე-გახარიას შეხვედრა შედგა, თუმცა ხაზარაძემ საბოლოო გადწყვეტილების მისაღებად და გუნდთან მოლაპარაკებისთვის კიდევ ერთი დღე ითხოვა. შეთანხმდნენ მთავარზე - იმოქმედებენ ერთად, რომ ივანიშვილის რეჟიმი ხელისუფლებიდან გაუშვან. ახლა კი უნდა გაირკვეს, გადიან თუ არა არჩევნებზე ერთიანი სიით.

გვანცა წულაია
17.09.2024

საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წელსაც სტაბილურად იზრდება და როგორც მთავრობაში ითქვა, ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ განვითარება მომავალშიც გაგრძელდეს, თუმცა წინ არჩევნებია. საინტერესოა, 26 ოქტომბრის შემდეგ ხომ არ შეიქმნება საფრთხე, მით უმეტესს, რომ სანქციების საკითხი საქართველოსთვის ხელახლა დაიძრა. 

თამთა ჩაჩანიძე
17.09.2024

სანქციების მორიგი ტალღა აშშ-სგან - სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოში 4 ადამიანი ცნობილ „მაგნიტსკის სიაში" შეიყვანა, ფინანსური სანქციები დაუწესა. 60-ზე მეტ ადამიანსა და მათი ოჯახის წევრებისთვის კი სავიზო შეზღუდვები შემოიღო. ანალიტიკოსთა შეფასებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მიღებული ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც ქართველი ამომრჩევლების განწყობაზე, ისე ზოგადად ქართველ ჩინოვნიკებზე.

თამთა ჩაჩანიძე
17.09.2024

უკრაინამ მსოფლიო მასშტაბით ისეთ რუსულ სამხედრო ბაზებზე დაიწყო ნადირობა, რომელსაც მოსკოვი უკრაინასთან ომში აქტიურად იყენებს. მედიის ცნობით, უკრაინელი სპეცრაზმელები თავს დაესხნენ სირიაში მდებარე ბაზას, სადაც რუსები აწარმოებდნენ და ცდიდნენ უპილოტო საფრენ აპარატებს. რამდენად შესაძლებელია, რომ იგივე რამ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზებზე მოხდეს?

ნატალია ჯვარიძე
17.09.2024

„ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას სოხუმიდან და ცხინვალიდან უკვე გამოეხმაურნენ. აფხაზური მხარე შესაძლო ბოდიშს მიესალმება და ამბობს, რომ „ეს შეიძლება კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს". ცხინვალში კი მიიჩნევენ, რომ ბოდიშის მოხდისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გარდა, საქართველომ მათ გუდაური და თრუსოს ხეობა უნდა გადასცეს.

ელზა პაპოშვილი
17.09.2024

30 წლის ფიქრია ტუგულაშვილის ახლობლები, რომელიც ქმარმა გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მარიამობის დღეს მოკლა, მკვლელის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. სასტიკი  დანაშაულის ირგვლივ ახალი დეტალები ხდება ცნობილი - მეზობლები ყვებიან იმ უმძიმეს სიტუაციაზე, რომელშიც მოკლული ქალი წლების განმავლობაში ცხოვრობდა, თუმცა ამ ყველაფერს ოჯახს უმალავდა და ცდილობდა ქმრის ეჭვიანობა დაეფარა. ქალი ამბობდა, რომ არ სურდა ბავშვების უმამოდ გაზრდა. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×