ქეთო გოგოხია
23.09.2024

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, წინა წლების მსგავსად, წელსაც განხორციელდება. გადაწყვეტილება მთავრობამ დარგის ხელშეწყობის მიზნით მიიღო. ამით ყველა პირობა შეექმნა ფერმერებს, რომ ჩაუბარებელი მოსავალი არ დარჩეს და მაქსიმალური სარგებელი მიიღონ. 

თამთა ჩაჩანიძე
23.09.2024

„ოცნება" აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საუბარი „გამოგონილი თემაა" და „უბრალო შანტაჟია". მმართველი პარტიის პროგნოზით, რეალურ ნაბიჯებს ევროკავშირი არ გადადგამს. ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების" პირობებში სრულიად რეალური და მოსალოდნელია, რომ ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლა შეაჩეროს და მას მიაყოლოს სხვა სიკეთეებიც, რომელიც ქვეყანას ბლოკისგან აქვს.

ნატალია ჯვარიძე
23.09.2024

აშშ „ქართველი ხალხის აქტში" საბოლოო შესწორებების განხილვას 25 სექტემბრისთვის გეგმავს, ამის შემდეგ კი კანონპროექტს კენჭს სენატში უყრიან. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამის დაჩქარება მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ სავიზო და ფინანსურ სანქციებს განიხილავენ.

თამთა ჩაჩანიძე
23.09.2024

პრემიერი ირაკლი კობახიძე ამერიკაშია. საქართველოს მთავრობას ამ დრომდე არ უთქვამს, გამართავს თუ არა კობახიძე პირისპირ შეხვედრებს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან. გავრცელებულ ინფორმაციაში მხოლოდ ისაა გაცხადებული, რომ კობახიძე 25 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა, მონაწილეობას მიიღებს „მომავლის სამიტში", შეხვდება გაერო-ს გენმდივან ანტონიო გუტიერეშს და დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად იმართება.

თამთა ჩაჩანიძე
22.09.2024

რუსეთში საგრძნობად გაიზარდა იმ მოქალაქეთა წილი, ვინც მხარს უჭერს უკრაინიდან ჯარების გამოყვანასა ომის დასრულებას და ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაცხადებული მიზნების მიღწევის გარეშე. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს სერიოზული გამოწვევაა მოსკოვისათვის. ამის ფონზე კი რუსეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მონაწილეობას არ მიიღებს უკრაინის მეორე სამშვიდობო სამიტში, რომელიც წლის ბოლოს გაიმართება.

თამთა ჩაჩანიძე
22.09.2024

სამ კვირაზე მეტი გავიდა საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომიდან და ისევ არაა ცნობილი რა ბედი ელის „გავლენების კანონთან" დაკავშირებით მოსარჩელეების მოთხოვნებს - მიიღებს თუ არა სასამართლო მათ სარჩელს წარმოებაში და დროებით შეაჩერებს თუ არა კანონის მოქმედებას. კანონი 3 ივნისიდან ძალაშია და იუსტიციის სამინისტრო უკვე ატარებს მასში გათვალისწინებულ ზომებს. რა არის ამ გაჭანურების მთავარი მიზეზი და რა მოხდება, თუკი ამ საკითხის განხილვისას მოსამართლეთა ხმები შუაზე გაიყო?

ელზა პაპოშვილი
22.09.2024

აშშ-ში ივანიშვილის სანქცირებისთვის ყველაფერი მზადაა. მედიის ცნობით, ამის ერთ-ერთი მიზეზი მისი რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობა და მათი ინტერესების გატარებაა. ამის ფონზე კი პერმიერ-მინიტრი ირაკლი კობახიძე თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩადის ამერიკაში.

ნატალია ჯვარიძე
22.09.2024

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მოსკოვისთვის 20 სექტემბრამდე უნდა გადაეცა ოპოზიციონერი დეპუტატებისა და აქტივისტების სია, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა ემუქრებოდა. ამის შესახებ აგვისტოს ბოლოს ინტერნეტით გავრცელებულ სკანდალურ პროტოკოლში იყო საუბარი. თუმცა, ამ ვადის გასვლის შემდეგ ამ საკითხზე არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა. მოხდა თუ არა მხარეებს შორის რაიმე გარიგება და ხომ არ გადაიფიქრა კრემლმა აფხაზების „დასჯა“?

ელზა პაპოშვილი
21.09.2024

რატომ დაბრუნდა საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერისა და ყოფილი დპუტატის, გივი თარგამაძის აფეთქებაში ბრალდებული პირი, რომელიც 8 წელი იძებნებოდა? დარჩო ხეჩუაშვილს  დაუსწრებლად, 18-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ძებნილი ქვეყანაში შემოსვლის დროს, საზღავრზე აიყვანეს.  

ნატალია ჯვარიძე
21.09.2024

კოალიცია „ძლიერი საქართველოსა" და პარტიის „გახარია - საქართველოსთვის" ლიდერების ურთიერთბრალდებების ფონზე, ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ მათი გაერთიანების ჩაშლის ისტორიით უფრო მეტად გიორგი გახარიას პარტია ისარგებლებს. სხვების აზრით კი, ეს სიტუაცია ამომრჩევლებზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს, თუმცა უკეთესი იქნებოდა, თუ ერთობა შედგებოდა.

ელზა პაპოშვილი
20.09.2024

„ლელოსა“ და გახარიას პირობები გასაგები და არგუმენტირებულია, მაგრამ თუკი ამ პოლიტიკურ ლიდერებს მოლაპარაკება რეალურად სურდათ, არცერთი პირობა მოუგვარებელი არ იყო და მის გარშემო შეთახმება შესაძლებელი იქნებოდა, აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან“. ეჭვობს, რომ ორივე პოლიტიკურ ძალას ერთმანეთის სერიოზული მიუღებლობა აქვთ, რაც მოლაპარაკების ჩაშლის რეალური მიზეზია.  

ნატალია ჯვარიძე
20.09.2024

მომავალ კვირას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს ეწვევა და „გამარჯვების გეგმას" წარადგენს. ანალიტოკოსები ვარაუდობენ, რომ ამ გეგმის მიხედვით, ზელენსკის რამდენიმე მოთხოვნა ექნება, მათ შორის ამერიკული იარაღის რუსეთის სიღრმეში გამოყენების შესახებ. დაუკმაყოფილებენ თუ არა მოთხოვნებს უკრაინის პრეზიდენტს, ამაზე მოსაზრებები სხვადასხვაგვარია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×