თამთა ჩაჩანიძე
09.03.2026

საქართველოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი რანგის დელეგაცია სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან, სადაც განიხილება, როგორც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და დემოკრატიული პროცესები, ისე რეგიონში შექმნილი სიტუაცია.

მარიამ ვეკუა
09.03.2026

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის რეკორდული ზრდის გამო, „დიდი შვიდეულის" ფინანსთა მინისტრები დღეს საგანგებო შეხვედრას მართავენ, რათა განიხილონ საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს კოორდინაციით 300 მილიონი ბარელის საგანგებო ნავთობის ერთობლივი გამოშვების შესაძლებლობა. გავლენიანი გამოცემები წერებ, რომ გადაწყვეტილება მოწმობს მსოფლიო ახალი დიდი გამოწვევის წინაშე დგას.

მარიამ ვეკუა
09.03.2026

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ პაპუაშვილმა ევროკავშირისა და ოპოზიციის კრიტიკაზე, გერმანიის ელჩზე და „საინფორმაციო ომზე" ისაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
09.03.2026

შესაძლოა აშშ-მა ირანში სამხელეთო ოპერაცია დაიწყოს, ამას "საჭიროების შემთხვევაში", არც თავად პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამორიცხავს და გარკვეული ინდიკაციებიც იკვეთება. სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, თუ ოპერაცია დაიწყო, ხმელეთზე მისი მიზანი იქნება სამხედრო და ენერგოობიექტების დაკავება.

ნატალია ჯვარიძე
09.03.2026

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის უზენაეს ლიდერად აითოლა ალი ხამენეის ვაჟი დასახელდა. დასავლური მედიის თანახმად, აითოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი, 56 წლის სასულიერო პირია, რომელსაც არასდროს ჰქონია სამთავრობო თანამდებობა. ირანის უზენაეს ლიდერს სახელმწიფოს ყველა საკითხში საბოლოო სიტყვა ეკუთვნის. გადაწყვეტილებას დანიშვნის შესახებ საბჭოს 88 წევრი იღებს.

ქეთო გოგოხია
09.03.2026

ირანსა და აშშ-ისრაელის დაპირისპირებამ ტურისზმი გლობალური მასშტაბით დააზარალა. დანაკარგს განიცდის საქართველო, სადაც ზამთრის ჯავშნები ისრაელიდან, ირანიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მთლიანად გაუქმებულია.  ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით  კი მოლოდინი ჯერ კიდევ გაურკვეველია. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, კიდევ უფრო გართულდეს სიტუაცია, თუკი კონფლიქტი გახანგრძლივდება. 

თამთა ჩაჩანიძე
08.03.2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში კვირას საქალაქო სასამართლოში გამოიკითხნენ "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის წევრი გიორგი კანდელაკი და თავდაცვის ექსმინისტრი თინა ხიდაშელი. საქმე აღძრულია სსკ-ის 319-ე მუხლით - უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის, ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თამთა ჩაჩანიძე
08.03.2026

ახლო აღმოსავლეთში ირანსა და ისრაელ-აშშ-ს შორის სამხედრო დაპირისპირება სწრაფად გადაიზარდა ფართომასშტაბიან კონფლიქტში, რომელიც თანდათან რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. მხარეების პოზიციები და მოცემულობა კი ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ ომი შესაძლოა კიდევ გაიწელოს, მეტიც, ახალ ფაზაში გადავიდეს.

ნატალია ჯვარიძე
07.03.2026

საქართველოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა , - ინფორმაციას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახური ავრცელებს. დელეგაცია საქართველოს 8-10 მარტს ეწვევა და მას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პერე ჟოან პონს სამპიეტრო უხელმძღვანელებს.

მარიამ ვეკუა
07.03.2026

შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანზე თავდასხმის შემდეგ ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ტრანზიტი თითქმის შეჩერდა. გემების გადაადგილების მონაცემები აჩვენებს, რომ დღეში საშუალოდ მხოლოდ 13 გემი გადის სრუტეში, მაშინ როცა კონფლიქტამდე მაჩვენებელი 153-ს აღწევდა. შედეგად საერთაშორისო ვაჭრობა და ენერგეტიკული ბაზრები სერიოზულ საფრთხეში აღმოჩნდნენ, განსაკუთრებით ჩინეთი, რომელიც ნავთობის 40%-სა და თხევადი ბუნებრივი აირის 30%-ს სრუტის გავლით იღებს.

მარიამ ვეკუა
07.03.2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ აშშ-ის კონგრესში შეხვედრები დაასრულა. დელეგაციის წევრების თქმით, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებსა და ორ ქვეყანას შორის საერთო ინტერესებს. „ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ სწორედ ამის შემდეგ შეიძლება რეალური სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება, ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ მმართველი გუნდი ამ შეხვედრებს პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენებს.

ნატალია ჯვარიძე
07.03.2026

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" ტერორისტული გეგმები გამოავლინა და აღკვეთა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" მიერ შემუშავებული ტერორისტული გეგმების განხორციელება იგეგმებოდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×