ირმა ჩიტაია 10.03.2026

გლობალური დაძაბულობის მიუხედავად, საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე ფასები ჯერჯერობით ნარჩუნდება, თუმცა როგორც სფეროს წარმომადგენლები ამობობენ, თუ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გახანგრძლივდება, მაშინ დიდი ალბათობით, უძრავი ქონების ბაზარზე დადებითი გავლენაც კი ექნება, რაც მოთხოვნა-მიწოდების ზრდაში აისახება. ყველაფერი მაინც მიგრანტთა ნაკადის შემოსვლაზეა დამოკიდებული, რაც კონფლიქტის გაგრძელების შემთხვევაში გარდაუვალი იქნება.
|
თამარ ვეფხვაძე 10.03.2026

ევრობიუროკრატია მორიგ ჯერზე დამარცხდა საქართველოში. უკვე ცნობილია, რომ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტიდან ყულევის ნავთობტერმინალი ოფიციალურად ამოღებულია. ექსპერტებს ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ ეს ასეც იქნებოდა, რადგან სანქციების გვერდის ავლით ტვირთების გადაზიდვის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა საქართველოში, მით უმეტეს, ყულევის ტერმინალში.
|
თამთა ჩაჩანიძე 10.03.2026

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ მულტივექტორულობა არსებულ საგარეო-პოლიტიკურ ვითარებაში ერთადერთი სწორი საგარეო კურსია. ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობებზე საუბრისას ამბობს, რომ ამ საკითხის პედალირების დრო ახლა, როცა ჩვენი საზღვრების სიახლოვეს ორი დიდი ომი მიდის, საჭირო არ არის.
|
ნატალია ჯვარიძე 10.03.2026

დაანონსებული ერთობიდან მალევე, რამდენიმე დღეში, ოპოზიციაში განხეთქილებამ თავი ისევ იჩინა. ენმ-ს წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა და ფედერალისტების ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა ერთმანეთს ლამის აგინეს ფეისბუქზე. ამ ფონზე ენმ შემრიგებლ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ ოპოზიციის შეიგნით ყოველგვარ თავდასხმაზე მორატორიუმს აცხადებენ.
|
მარიამ ვეკუა 10.03.2026

ოპოზიციურ ალიანსში აურზაურია. ერთმანეთს ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი და ენმ-ს წევრი პეტრე ცისკარიშვილი დაუპირისპირდნენ. როგორც ჩანს, 8-დღიან ერთობას, რომელსაც რამდენიმე თვეა ოპოზიციონერები აანონსებდნენ, არც ისე მყარი ფუნდამენტი აქვს.
|
ნატალია ჯვარიძე 10.03.2026

ირანის ახალი სულიერი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის არჩევას აზერბაიჯანთან ერთად საქართველოს მთავრობაც ულოცავს და მშვიდობას უსურვებს. ამას ზოგი ჩვეულებრივ პროტოკოლურ მილოცვად უყურებს, სხვები კი ამბობენ, რომ ხელისუფლების ქმედებები უნდა იყოს ფრთხილი, „თუმცა ღირსებაც უნდა დავიცვათ". ოფიციალური ბაქო კი ირანისთვის ჰუმანიტარულ დახმარებს აგზავნის.
|
მარიამ ვეკუა 10.03.2026

ამერიკისა და ესპანეთის ლიდერებს შორის კონფრონტაცია კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. ესაა ერთადერთი ევროპელი ლიდერი, რომელსაც ეყო გამბედაობა ღიად დაერტყა ტრამპისთვის მაშინ, როცა მისი კოლეგები, მათ შორის უფრო ძლიერი ქვეყნების ლიდერები, ასე ვთქვათ, ბუჩქებში დაიმალნენ. ის ახლა სავაჭრო სანქციების მუქარა იღებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 10.03.2026

გახარიას პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ „ქართულმა ოცნებამ" ასაკრძალი პარტიების სია გააფართოოს და სხვა პოლიტიკური აქტორებიც დაამატოს. ეჭვი განსაკუთრებით პრემიერის განცხადების შემდეგ გამძაფრდა, რომ ახალი ოპოზიციური კონფიგურაციიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სარჩელის კორექტირება მოუწევთ.
|
რეზონანსი 10.03.2026

7-8 მარტს საქართველოში სამედიცინო ესთეტიკის სფეროს წამყვანი სამიტი Medical Aesthetic Summit (MAS) 2026 გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო ასობით ადგილობრივმა და ათობით უცხოელმა სპეციალისტმა, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას ესთეტიკური მედიცინის სფეროში არსებული ტენდენციები, უახლესი მიღწევები და პრაქტიკული გამოცდილება გააცნეს.
|
ირმა ჩიტაია 09.03.2026

ნედლი ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს. მსოფლიო ბაზარზე ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 100 დოლარს გადააჭარბა. პარალელურად, საუბარია თხევადი აირის გაძვირებაზეც. როგორც სპეციალისტები ამბობენ, თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების დროული შეჩერება ვერ მოხდება, მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება. საწვავმა უკვე გაძვირება საქართველოშიც დაიწყო.
|
ქეთო გოგოხია 09.03.2026

საქართველოს 4 კომერციული ბანკი ჩინეთის ბანკთაშორის საგადახდო სისტემაში გაწევრიანებას იწყებს. ეს არის CIPS-ი, რომელიც განკუთვნილია როგორც ჩინური, ისე უცხოური ბანკებისთვის, რათა მათ უსაფრთხოდ და ეფექტიანად განახორციელონ იუანით ტრანზაქციები გლობალურ დონეზე. სპეციალისტები გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ და ფიქრობენ, რომ გაწევრიანება სწორი ნაბიჯი და თავის დაზღვევის ერთ-ერთი მექანიზმია, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუკი "სვიფტის" მსგავს სისტემებზე სამომავლოდ რაიმე დაბრკოლება გაჩნდება.
|
ნატალია ჯვარიძე 09.03.2026

უკრაინამ იორდანიაში ამერიკული სამხედრო ბაზების დასაცავად დრონები და ექსპერტები გაგზავნა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დახმარების თხოვნით ხუთშაბათს მიმართა და ექსპერტთა ჯგუფი მეორე დღეს გაემგზავრა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|