რეზონანსი
07.03.2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი მიქაძის საქმეზე ფინალურ სტადიაზე გასულმა პროცესმა სულ უფრო მეტი კითხვას გააჩინა, ვიდრე გაფანტა  ის ეჭვები, რომელიც საქმეში დღემდე არსებობს. საკითხი ეხება ბრალდებას, რომელიც პროკურატურის ვერსიით გასული წლის 14 მარტს ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობის ორგანიზებას უკავშირდება.

თამთა ჩაჩანიძე
06.03.2026

„ქართული ოცნების" საშინაო და საგარეო პოლიტიკა, ოპოზიციური ალიანსის პერსპექტივა, ირანისა და აშშ-ისრაელის სამხედრო კონფლიქტი და რეგიონში შექმნილი სიტუაცია - ეს იმ თემების მოკლე ჩამონათვალია, რაზედაც ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან" ისაუბრა. მისი შეფასებით, მსოფლიოში ჯერ ბევრი რამ გასარკვევია, ეს კი, მათ შორის, შიდა სიტუაციასა და დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვაზეც აისახება.

თამთა ჩაჩანიძე
06.03.2026

უკრაინასა და უნგრეთს შორის ურთიერთობა უკვე ისე დაიძაბა, რომ მხარეები ძალის გამოყენებაზეც საუბრობენ. მიზეზი გადაკეტილი რუსული ნავთობსადენი „დრუჟბაა", უნგრეთი, ისევე როგორც მისი მეზობელი და მოკავშირე სლოვაკეთი კიევს მილსადენის ხელოვნურად გადაკეტვაში ადანაშაულებს. უკრაინის ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ მილსადენი წლის დასაწყისში რუსული დარტყმების შედეგად დაზიანდა.

მარიამ ვეკუა
06.03.2026

ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ მწვავდება - ისრაელმა პარასკევს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რითაც ირანის წინააღმდეგ ერთი კვირის წინ აშშ-სთან ერთად დაწყებული ომის ფრონტი მნიშვნელოვნად გააფართოვა. პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს ირანის მომავალი უმაღლესი ლიდერის არჩევის პროცესში მონაწილეობა სურს, მას შემდეგ, რაც ისრაელის იერიშს ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ემსხვერპლა.

ნატალია ჯვარიძე
06.03.2026

ექსპრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის ერთობის გარეთ დარჩენილი ოპოზიცია გააკრიტა და გახარიას პარტიას ღალატში დასდო ბრალი. ამას მალევე პარტიის დეპუტატი გიორგი შარაშიძე გამოეხმაურა და თქვა, რომ „ისტორია კარგად შეაფასებს - ვინ არის რეალურად მოღალატე". მმართველი პარტია კი ფიქრობს, რომ ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ თითქოს რაიმე დაპირისპირება არსებობს.

მარიამ ვეკუა
06.03.2026

ტვ პირველის ეთერში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებამ საქართველოში მოქმედი „ტერორისტების სკოლის" შესახებ მმართველი გუნდის მწვავე რეაქცია გამოიწვია - კახა კალაძე მის სიტყვებს „მოღალატეობრივ ქმედებად" აფასებს, თავად ხიდაშელი კი ამბობს, რომ მუქარის არ ეშინია.

ირმა ჩიტაია
05.03.2026

გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო, გადაზიდა ძვირდება. სექტორში აცხადებენ, რომ  ვითარება დაძაბულია და უახლოე მომავალში უკეთესობისკენ ვერ შეიცვლება, რაც ნებისმიერი ტიპის ტვირთის გადაზიდვაზე, როგორც საზღვაო, ასევე სხმელეთოზე უარყოფითად აისახება. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ, გადამზიდავებს მარშრუტი გაურთულა.  ცხადია, ალტერნატიული გზა არის, მაგრამ ის გაცილებით დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ამიტომაც, გაძვირება გარდაუვალია. 

თამთა ჩაჩანიძე
05.03.2026

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება ნახიჩევანის აეროპორტსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ირანული დრონებით თავდასხმის გამო „საპასუხო ზომებს" ამზადებს. ირანი ამ ინციდენტში თავის მინაწილეობას უარყოფს. აზერბაიჯანის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ირანის მოსაზღვრე ტერიტორიაზე დროებით ჩაიკეტა საჰაერო სივრცე. გარდა ამისა, სატვირთო ავტომობილებისათვის ჩაიკეტა ირანი-აზერბაიჯანის საზღვარი. ბაქოში ირანის ელჩს საპროტესტო ნოტა გადაეცა. ვითარება თითქოს განმუხტვისკენ მიდის, მაგრამ დაძაბულობა კვლავ ნარჩუნდება.

თამთა ჩაჩანიძე
05.03.2026

ახლადშემქნილ ოპოზიციურ ალიანსში მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიუშვილის ჩართვას არ განიხილავენ. თავად ზურაბიშვილი მიესალმება ამ ერთობას, მაგრამ თან ახსენებს, რომ თავის დროზე თავად იყო ოპოზიის გამაერთიანებელი. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ზურაბიშვილი საბოლოოდ პოლიტიკური პროცესების მიღმა დარჩა და რა შემთხვევაში შეიძლება ის გააქტიურდეს?

ნატალია ჯვარიძე
05.03.2026

დასავლურ მედიაში ჩნდება ცნობები, რომ ომი ახლო აღმოსავლეთში შესაძლოა მინიმუმ შემოდგომამდე გაგრძელდება. ამის პარალელურად მისის მსჯელობა ირანის წინააღმდეგ შესაძლო სახმელეთო ოპერაციაზეც. დასავლელი ანალიტიკოსების უმრავლესობის აზრით, თუკი ხმელეთზე საბრძოლო მოქმედებები მართლაც დაიწყო, ამაში უშუალოდ ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო ნაწილები არ იქნებიან ჩართული. პირველ რიგში ეს შეიძლება იყოს ქურთი მეამბოხეების რაზმები, ან აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი სხვა მილიტარისტული ჯგუფები.

მარიამ ვეკუა
05.03.2026

რეგიონში მზარდი სამხედრო დაძაბულობის ზრდის ფონზე, ოპოზიცია ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს - ამბობენ, რომ საფრთხეებთან დაკავშირებით ხელისუფლებას არც უსაფრთხოების საბჭო მოუწვევია და არც საგანგებო სცენარებზე მსჯელობა დაუწყია, მაშინ, როცა მედიაში უკვე ვრცელდება ცნობები, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი შესაძლოა ირანის სამიზნე გახდეს. რამდენად რელევანტური ოპოზიციის კრიტიკა და რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ?

თამარ ვეფხვაძე
05.03.2026

ირანში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი რამდენიმე თეთრით უკვე გაუფასურდა. კურსმა ცვლილება 2 მარტიდან დაიწყო, როდესაც 1 აშშ დოლარი 2.67 ლარი ღირდა, დღევანდელი მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.73 ლარია. ფინანსისტების აზრი ორად იყოფა. ნაწილი ამბობს, რომ ლარის კურსის მცირედი ცვლილება კონვერტაციის შედეგია. ექსპერტთა მეორე ნაწილის მოსაზრებით, ლარი ასე უცებ არ უნდა გაუფასურებულიყო და რადგან გაუფასურდა, ეს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ერთგვარი თამაშია იმისთვის, რომ სავალუტო აუქციონზე კომბანკებმა დიდი მოგება ნახონ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×