თამთა ჩაჩანიძე 24.07.2020

უკვე მესამე დღეა კორონავირუსით იფიცირებულთა რაოდენობა საგანგაშოდ მაღალია, პარასკევს დადასტურებულ ახალ შემთხვევათა რიცხვი 19-ს შეადგენს, შემთხვევების მეტი წილი კი ბაზრობას უკავშირდება.
|
მარიამ ნებულიშვილი 24.07.2020

„ქართულმა ოცნებამ" ქვეყნის მაშსტაბით 30 მაჟორიტარულ ოლქში უკვე წარადგინა საკუთარი კანდიდატები. მმართველი გუნდი პროპორციულ სიას სექტემბერში წარადგენს. ექსპერტების თქმით, მმართველი გუნდის სია ისეთი კანდიდატებით იქნება დაკომპლექტებული, რომლებსაც ასე თუ ისე დადებითი რეიტინგი აქვთ საზოგადოებაში. „მმართველი გუნდი ეცდება, როგორმე არაპოპულარული ადამიანებით კი არა, ნაკლებად მიუღებელი ადამიანებით დააკომპლექტოს სია", - ამბობს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.07.2020

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა, რეგიონში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიწვევა გადაიფიქრა და ამჯერად სანქციები დაუწესა. მისი განცხადებით, ეს აშშ-ის მიერ მისი ე.წ. შავ სიაში შეყვანის საპასუხოდ გააკეთა - განცხადება ადგილობრივი ტელევიზია „გროზნის" საშუალებით გავრცელდა.
|
მარიამ ნებულიშვილი 24.07.2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კენ ვოლკერის სამედიცინო-სარეაბილიტავიო ცენტრის გახსნას დაესწრო, რის შემდეგაც, რამდენიმე გაცხადება გააკეთა. პრემიერმა ისაუბრა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობაზე. მისი თქმით, იგი მოხარულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ანგარიშს მოამზადებს.
|
თამარ მუკბანიანი 23.07.2020
ტურიზმის სექტორს უარყოფით მოლოდინს მთავრობის მიერ კონკრეტული პროგრამის არარსებობა უჩენს. ხელისუფლება სექტორს ჯერ ჰპირდებოდა, რომ პირველი ქვეყანა ვიქნებოდით, ვინც ვიზიტორებს მიიღებდა, ახლა კი გაურკვეველი ვადით უფრო და უფრო იწევს ფრენების აღდგენა. კერძო სექტორს კი უკვე მეტისმეტად უჭირს.
|
თამთა ჩაჩანიძე 23.07.2020

ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში რუს და ამერიკელ სამხედროებს შორის ხელჩართული უშუალო შეტაკებები მიმდინარეობს, გარჩევები და გაწევ-გამოწევა ალეპო-დამასკოსთან დამაკავშირებელი გზის გამო ხდება, რომელიც ანალიტიკოსთა აზრით ენერგოუსაფრთხოების თემატიკას უკავშირდება.
|
თამარ მუკბანიანი 23.07.2020
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება აღარ მოშალოს „ფრონტერასთან” კონტრაქტი. საუბარია კომპანიაზე, რომელმაც საინვესტიციო ვალდებულებები ვერ შეასრულა, დასაქმებულებს ხელფასი 24 თვის მანძილზე არ გადაუხადა და საერთშორისო არბიტრაჟი წააგო. რატომ ინარჩუნებს ხელისუფლება ურთიერთობას ასეთ კომპანიასთან და არის თუ არა ეს მხოლოდ კონგრესმენების წერილების გავლენა, საზოგადოების დიდ ნაწილს ახლა ეს კითხვა აქვს.
|
მარიამ ნებულიშვილი 23.07.2020

„ყველას დღის წესრიგში ბევრი რამ შეცვალა კოვიდ 19-მა. თუმცა, თავისთავად ცხადია, რომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ გარკვეული ტიპის აქტივობები არ უნდა გვქონდეს", - ამბობს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეფასებისას.
|
ელზა პაპოშვილი 23.07.2020

ერთი თვე და 4 დღე გავიდა, რაც 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. მიუხედავად ამ დროის გასვლისა, ჯერჯერობით 109-ე განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი არავისთვის წაუყენებიათ. თუმცა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის განყოფილებაში მოწმეების დაკითხვა არ წყდება და საქმის მასალებში სულ უფრო და უფრო ახალი ფიგურანტები, ჩვენებები და გარემოებები ხდება.
|
მარიამ ნებულიშვილი 23.07.2020

„ქართულმა ოცნებამ" საქართველოს მასშტაბით არსებულ 30 მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატები უკვე წარადგინა. ოპოზიციას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს რა პრინციპით მოახდენს მაჟორიტარობის კანდიდატების სიის ფორმირებას რეგიონებში, იქნება საერთო კონსენსუსი, როგორც დედაქალაქის შემთხვევაში მოხდა, თუ ცალ-ცალკე იბრძოლებენ პარტიები საკუთარი კანდიდატების გამარჯვებისთვის.
|
ელზა პაპოშვილი 23.07.2020

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს. თეთრიწყაროს ტყეში, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ ნაპოვნი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური ვერსია ჯერ კიდევ არ არსებობს. თუმცა, მედიაში გარკვეული ვერსია უკვე არსებობს, რომ თამარ ბაჩალეიშვილმა თავი მოიკლა. ამის ოჯახს კატეგორიულად არ სჯერა და აცხადებენ, რომ გოგონას სუიციდის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 23.07.2020

ბოლო ორი დღის განმავლობაში, კორონავიორუსით ინფიცირებულთა და მისგან გამოჯანმრთელებულთა დინამიკა მნიშვნელოვნად გაუარესდა, სპეციალისტები ამ მაჩვენებელს გარდაბნის რაიონის სოფლების ლოკალურ ეპიდ-აფეთქებებს და ქვეყანაში შემოსულ ტრაილერების ინფიციურებულ მძღოლებს უკავშირებენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორი:
ზვიად შვანგირაძე
მულტიმედია კონტენტის რედაქტორი:
ზვიად მახარაძე
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|