რეზონანსი
18.08.2020

 „ივერია - ბრილიანტის" რიგით მეხუთე საერთაშორთისო ფესტივალის ტარტსიღებს. პირველი ტურის შედეგები დღეს გახდება ცნობილი. ფესტივალი 2020 წლის 13 ივლისს დაიწყო. პირველი ეტაპი იყო მონაწილეთათვით წარდგენა

ია აბულაშვილი
18.08.2020

„გაერთიანებულ ოპოზიციაში კარგად იციან, რომ ძალაუფლებაში ვერ მოვლენ. ამიტომ დღეს რეალურად ბრძოლა მიდის „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის ერთმანეთის ელექტორატის ხელში ჩასაგდებად; საფუძველს მოკლებული არ არის, რომ „ევროპული საქართველო“ ცდილობს მოხსნას სააკაშვილის ფაქტორიც“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციაში შექმნილ ვითარებას.

თამთა ჩაჩანიძე
18.08.2020

„ოპოზიციური პარტიების რეიტინგებსა და მმართველი პარტიის რეიტინგს შორის განსხვავება მაინც საკმაოდ დიდია და არ მგონია, რომ ამ განსხვავების გადასაფარად ასეთი ხერხის გამოყენება საკმარისი აღმოჩნდეს", - ასეთია „რეზონანსთან" პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის მოსაზრება იმ დეკლარაციის შესახებ, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა ხმების ურთიერთდაცვის მიზნით მიიღეს.

მარიამ ნებულიშვილი
18.08.2020

საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, პოლიტიკური მოძრაობა „ლელო" აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის რამდენიმე კანდიდატურას განიხილავენ. როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა ანა ნაცვლიშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას თქვა, დაახლოებით ერთ თვეში მოსახლეობას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და ჩრდილოვან პარლამენტს წაუდგენენ. შესაძლო კანდიდატების სახელების და გვარების დასახელებისგან ნაცვლიშვილი ამ ეტაპზე თავს იკავებს.

თამთა ჩაჩანიძე
18.08.2020

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის იგორ ნანიევის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. რუსული მედიის ცნობით, ნანიევის მანქანას ცეცხლი უცნობმა პირებმა გაუხსნეს, ხოლო თავად ე.წ. მინისტრი დაშავებული არაა.

რეზონანსი
17.08.2020

 კორონავირუსის მოსალოდნელი მეორე ტალღა პროდუქტების მარაგის მხრივ პრობლემას ვერ შექმნის. როგორც დისტრიბუციის წარმომადგენლები, ასევე მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ არანაირი პირობა არ არის ქვეყანაში, რომელიმე პროდუქტის დეფიციტი გაჩნდეს, თუმცა, თუკი მოსახლეობა რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს და მარაგის პანიკურად შექმნას შეეცდება, ყველაზე მძიმედ ფასებზე აისახება და ეს ტალღისებურ გაძვირებას გამოიწვევს. ამის ნათელი მაგალითი იყო წლის პირველ კვარტალში, როცა ეპიდემიის შიშით ხალხი მასობრივად მიაწყდა მაღაზიებს.

ია აბულაშვილი
17.08.2020

"30 წელია ვიბრძვი ადამიანის უფლელებისთვის, მაქვს შედეგებიც, მაგრამ ცვლილებებისთვის მჭირდება მეტი მანდატი და შესაძლებლობა. ადამიანებს უნდა გაუჩნდეთ დარღვეული უფლებების აღდგენის პერსპექტივა.

ნინა გარდაფხაძე
17.08.2020

 არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ამომრჩეველმა ჯერ კიდევ არ იცის, რა იქნება მთავარი აქცენტი და დაპირება 2020 წლის ყველაზე ცხელ და მთავარ წინასაარჩევნო მარათონში. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ ველზე ეს ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი არჩევნებია, გლობალურმა პანდემიამ პარტიული დღის წესრიგი და მოსახლეობასთან ურთიერთობის სტილი მთლიანად შეცვალა.

ირაკლი ლომიძე
17.08.2020

 ეკონომიკა, განსაკუთრებით - ბიზნესსექტორი, კორონავირუსის მეორე ტალღას ვერ გაუძლებს. ეპიდემიოლოგები ბოლო დროს თამამად ალაპარაკდნენ, რომ შესაძლოა, საქართველოს ეპიდემია ახალი ძალით შემოუბრუნდეს. როგორი იქნება მეორე დარტყმა, ჯერ საუბარი ვარაუდის დონეზეა შესაძლებელი. როგორც სამედიცინო, ასევე ეკონომიკურ წრეებში თამამად საუბრობენ შედეგებზე, რომლებიც შეიძლება, ამ პროცესს მოჰყვეს. თუკი მაინცდამაინც ეს სავალალო მოცემულობა დადგება, გლობალური ეკონომიკა, მათ შორის, საქართველოც, აუნაზღაურებელ ზარალს მიიღებს.

მარიამ ნებულიშვილი
17.08.2020

საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე პოლიტოლოგები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლებელია 2024 წლის არჩევნებამდე რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს. ამის პროგნოზირების საშუალებას მათ შესაძლო კოალიციური მთავრობის ფორმირება და შემდეგი მოვლენების განვითარება აძლევთ. „როდესაც ვითარება იცვლება, ძალიან ხშირად კოალიციები იშლებიან ხოლმე ან ახალი კოალიცია ყალიბდება ან რიგგარეშე არჩევნები ტარდება", - ასე ეხმიანება ამ საკითხს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

მარიამ ნებულიშვილი
17.08.2020

„რუსეთს ჰქონდა, აქვს და, ჩვენდა სამწუხაროდ, კვლავაც ექნება მათზე ის არაოფიციალური გავლენა, რასაც ნიშნავს რუსეთის მხრიდან შეფარვითი მუქარა", - ასე აფასებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობებს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

თამთა ჩაჩანიძე
17.08.2020

ოპოზიციურ პარტიებში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და ჩრდილოვან კაბინეტზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. „ახალმა საქართველომ" გიორგი ვაშაძის კანდიდატურა საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე გააჟღერა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა", „ევროპული საქართველო", „ლელო" და სხვა პარტიები სექტემბრამდე კანდიდატების დასახელებისგან თავს იკავებენ.


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×