სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    11.09.2013

     პირის მოსამართლედ დანიშვნის მინიმალური ასაკი იზრდება და ის 28-ის ნაცვლად, 30 წლით განისაზღვრება. ამასთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და წევრები ფიცს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის წინაშე დადებენ.

    თიკო ოსმანოვა
    10.09.2013

     პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში წავა. მისივე თქმით, პოლიტიკაში საკუთარი როლი უკვე შეასრულა და სწორედ ამიტომ ამ სფეროში დაბრუნებას აღარასდროს აპირებს.

    თიკო ოსმანოვა
    09.09.2013

     პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკას ესტუმრა. იგი უკვე შეხვდა ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს.

    თიკო ოსმანოვა
    07.09.2013

     საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ არხის გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გადააყენა. ბორდის წევრის გიორგი მელაძის განმარტებით, სამეთვალყურეო საბჭო ბოლო 3 თვეა, უკვე აქტიურად ცდილობს მენეჯმენტისგან გაიგოს სამომავლო გეგმები, რომლებიც ტელევიზიის ბედზე დიდ ზეგავლენას ახდენს ფინანსურ და პროგრამულ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა ნორმალური სამუშაო ვითარების შექმნა ვერ მოხერხდა.

    თიკო ოსმანოვა
    06.09.2013

     მთელი რიგი უფლებამოსილება, რომელიც დღეს პრეზიდენტის ხელშია თავმოყრილი, პრემიერ-მინისტრის, მთავრობის და სხვა სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილებაში გადადის. ამასთან დაკავშირებით პარლამენტში რამდენიმე ათეული სხვადასხვა კანონი უკვე ინიცირებულია. ამ მიმართულებით კანონების ინიცირება მომდევნო დღეებშიც იგეგმება.

    თიკო ოსმანოვა
    05.09.2013

     პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს, შესაძლოა, ნოემბერში ეწვიოს. ივანიშვილის თქმით, მას სურდა, რომ ყველაზე დიდ პარტნიორთან "წელში გამართული" ჩასულიყო.

    სალომე აბულაძე
    04.09.2013

     ბიძინა ივანიშვილი პრემიერის პოსტს ტოვებს, თუმცა საზოგადოებისთვის ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს მის ადგილს და ფაქტობრივად ვინ მართავს ქვეყანას. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ განაცხადა, ივანიშვილის შესაძლო შემცვლელზე ამ ეტაპზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს.

    თიკო ოსმანოვა
    03.09.2013

     პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მის პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით განმარტებას კიდევ ერთხელ აკეთებს. მისი თქმით, საზოგადოება არ უნდა იყოს ხელისუფლების კეთილი ნების იმედად და მუდმივად მხსნელისა თუ მესიის მოლოდინში და იგი სამოქალაქო საზოგადოებაში გადასვლის მიზანსაც განმარტავს.

    თიკო ოსმანოვა
    02.09.2013

     1-ლი სექტემბრიდან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის საფასური გაიზარდა და შესაბამისად, სიგარეტებიც გაძვირდა. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, ფილტრიან სიგარეტებზე აქციზის ფასი 0.6-დან 0.75 ლარამდე, უფილტროზე კი 0.15-დან 0.20 ლარამდე იზრდება.

    თიკო ოსმანოვა
    31.08.2013

     ორშაბთს "საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საპრეზიდენტო კანდიდატად დასარეგისტრირებლად განაცხადს შეიტანს. იგი დარწმუნებულია, რომ მას რეგისტრაციაში გაატარებენ. "არც იმედი მაქვს, არც - ოცნება, მე ვიცი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

    თიკო ოსმანოვა
    30.08.2013

     ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის გარშემო ატეხილი ხმაური ჯერ არ ჩამცხრალა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მინარეთი მუსლიმი მოსახლეობისთვის გუშინ უნდა დაებრუნებინათ, რასაც მართლმადიდებლების პროტესტი მოჰყვა.

    თიკო ოსმანოვა
    29.08.2013

     მორიგი 100 ლარიანი ჯარიმა პრეზიდენტის შეუარაცხყოფისთვის. გუშინ სასამართლომ ყოფილ პოლიტპატიმარს, მელორ ვაჩნაძეს, მიხეილ სააკაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 100-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. სააკაშვილის თქმით, "პრეზიდენტის შეურაცხყოფა 100 ლარი ღირს, რუსი დეპუტატის კი - 1000 ლარი". მიუხედავად ამისა, სააკაშვილი ამბობს, რომ ყველგან ივლის და ყველასთან ექნება ურთიერთობა.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved