სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ნაცვალაძე
    11.06.2010

    “მე რამდენადაც მესმის დიპლომატიური ენა, სააკაშვილს უთხრეს, რომ თქვენ თუ ელოდებით საფრანგეთის მხარდაჭერას ევროკავშირთან მიმართებაში, ვიზებზე და სხვა საკითხებზე, კეთილი ინებეთ და ნუ ეწინააღმდეგებით ევროკავშირის პოლიტიკას თქვენს რეგიონში”, - აცხადებს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და პარტია “საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საფრანგეთში ვიზიტზე საუბრისას.

    ნინო ნაცვალაძე
    11.06.2010

    საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ოთარ გაბელია 1966 წლიდან მოყოლებული მსოფლიო ჩემპიონატებზე იტალიის ნაკრებს გულშემატკოვრობს. წელს კი იტალიელთა ქომაგობის დამატებით მიზეზად ისიწ აქვს, რომ “სკუადრა აძურას” მისთვის სამაგალითო მწვრთნელი მარჩელო ლიპი უდგას სათავეში.

    ნინო ნაცვალაძე
    10.06.2010

    ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოებზე ჰაკერულ თავდასხმები შეიარაღებულ აგრესიად უნდა ჩაითვალოს და ამ თავდასხმების ორგანიზატორი სახელმწიფოების წინააღმდეგ ნატომ სამხედრო ძალა უნდა გამოიყენოს. ასეთი რეკომენდაციით მიმართა ალიანსს ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც ამჯამად ნატოს ახალ დოქტრინაზე მუშაობს.

    ნინო ნაცვალაძე
    10.06.2010

    რუსული ინტერნეტ გამოცემა “ფედერალურ გამოძიებათა სააგენტოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 2007 წელს ცხინვალის ხელისუფლების ლიდერის, ედუარდ კოკოითის ძმამ საქრთულ მხარეს 120 მილიონი დოლარის შეიარაღება მიჰყიდა, ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე არასარწმუნოდ მიიჩნევს. მისი თქმით, განსაკუთრებით საეჭვოა გამოცემის ცნობები იმის შესახებ, რომ ამ გარიგებაში, თუკი ის მართლაც შედგა, პირადად იყვნენ ჩართული ეროვნული ბანკის მაშინდელი პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე და პარლამენტარი გივი თარგამაძე.

    ნინო ნაცვალაძე
    09.06.2010

    სახელმწიფოს მოწყობის ერთადერთი მოდელი, რა შემთხვევაშიც მიხეილ სააკაშვილი 2013 წელს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერ-მინისტრი ვერ გახდება, არის ამერიკული, ანუ საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელი - აცხადებს საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახტანგ ხმალაძე.

    ნინო ნაცვალაძე
    09.06.2010

    “ვერ წარმომიდგენია კონსტიტუციაში ჩავწეროთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შეიძლება გახდეს პრემიერ-მინისტრი”, - ამბობს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი, რომელმაც პირადად წარუდგინა ვენეციის კომისიას ახალი კონსტიტუციის პროექტი.

    ნინო ნაცვალაძე
    09.06.2010

    პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი 2013 წელს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ხელისუფლებაში დარჩენას შეეცდება. მისი თქმით, სააკაშვილს, რომელმაც საქართველოში უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობას მიაღწია, კარიერული წინსვლის ინტერესი არ აქვს. თუმცა არც იმას მოისურვებს, რომ პოლიტიკაში “ახალგაზრდა პენსიონერი” იყოს.

    ნინო ნაცვალაძე
    09.06.2010

    რას აშენებენ რუსები ოკუპირებულ ტერიტორიაზე  და რა საფრთხეს უქმნის ეს დანარჩენ საქართველოს? ბრიტანულმა “დეილი ტელეგრაფმა” ინკოგნიტო ქართველ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები ცხინვალის მახლობლად მძლავრ რადიოლოკაციურ სადგურს აშენებენ, რომელიც შესაძლებელს გახდის არა მხოლოდ თვითმფრინავების მოძრაობის მეთვალყურეობას, არამედ მობილური ტელეფონებისა და კომუნიკაციების სხვა საშუალებების სიგნალების დაჭერას კავკასიიდან ირანამდე ტერიტორიაზე.

    ნინო ნაცვალაძე
    09.06.2010

    “ალინსის” ყოფილი წევრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ არჩევნების წინა პერიოდში ჟურნალისტებთან ურთიერთობის რცხვენოდა, რადგან კითხვაზე, თუ რატომ არ ატარებდა “ალიანსი” აქტიურ საარჩევნო კამპანიას, ვერაფერს პასუხობდა.

    რაც შეეხება ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრას, სუბარი აცხადებს

    სოზარ სუბარი
    07.06.2010

      გასულმა თვითმმართველობის არჩევნებმა დაადასტურა, რომ ერთიანობის გარეშე ავტორიტარულ რეჟიმთან ბრძოლა შეუძლებელია. მეორე მხრივ, ყოველთვის არის წინაღობები, რაც ამ ერთობას ხელს უშლის. ზოგჯერ ეს წინაღობები სიღრმისეულია, ზოგჯერ - ცხელ გულზე გადაწყვეტილი. რეალური ერთობა შესაძლებელია მაშინ, როცა ერთობის მონაწილეთა ხედვები ძირითადში და პრინციპულ საკითხებში თანხვედრია... ეს ეხებათ არა მხოლოდ პოლიტიკურ ჯგუფებს, არამედ, პირველ რიგში, მოქალაქეებს, რომელთა ინტერესების ასახვაც უნდა იყოს პოლიტიკოსების მიზანი. ვფიქრობ, დადგა დრო, საზოგადოებამ დაიწყოს მსჯელობა და ხედვების შეჯერება.

    ელისო ჩაფიძე
    05.06.2010

      არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ პარტიებში ბუნებრივმა აპათიამ და გაღიზიანებამ დაისადგურა. გარდა იმისა, რომ ცხელა, რაც ნერვების დაძაბვას ხელს უწყობს, თუკი ვინმეს რაიმე იმედი ჰქონდა, რომ მმართველ პარტიას არჩევნებს მოუგებდა, ლამაზი ილუზიებისაგან გამოფხიზლდა. პარტიებმა ურთიერთგადაბრალებები დაიწყეს, ისინი, ვინც ჩრდილში იდგნენ, ისევ წინ წამოვიდნენ და საკუთარ სიბრძნეს უსვამენ ხაზს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს და ა. შ. მოკლედ, აირია მონასტერი და როგორც ქართველებმა ვიცით, სასწრაფოდ დავლანძღეთ ერთმანეთი.

    ელისო ჩაფიძე
    01.06.2010

      საარჩევნო უბანზე მისულს ზედმეტი გულმოდგინებით შემხვდნენ. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ უბანზე სულ 5 წუთი გახლდით, რამდენიმე თვალშისაცემი დეტალი მაინც აღმოვაჩინე - ადამიანები ან კეცავდნენ შემოხაზულ 5 ნომერს და თავად საარჩევნო ყუთის მოდარაჯე ქალბატონი სთხოვდა მათ, გადაეკეცათ ბიულეტენი, რაც მასზე შემოხაზული 5-იანის შემჩნევის კარგ შესაძლებლობას იძლეოდა. ქალბატონმა კი, რომელმაც ჩემ თვალწინ ჩააგდო ბიულეტენი, საკმაოდ ხმამაღლა განაცხადა - "უგულავა". ჩემს შენიშვნაზე, იქნებ, მეც უგულავას ვაძლევ ხმას და უნდა ვიყვირო-მეთქი? კომისიის წევრმა მითხრა, რომ მას არც წინა ქალბატონის არჩევანი აინტერესებდა.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved