სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ანი ფაცია
    19.02.2014

     ოპოზიციის მხრიდან მრავალი მოვხოვნის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა საარჩევნო ბარიერის 50%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ღარიბაშვილი ამ ინიციატივას რევოლუციურს უწოდებს და აცხადებს, რომ გული წყდება, ოპოზიცია ამ ცვლილებებს სათანადოდ რომ ვერ აფასებს.

    მაია აბაიაძე
    18.02.2014

     ვანო მერაბიშვილს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს ჯარიმის სახით 50 - ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ამასთანავე, მერაბიშვილის საბოლოო სასჯელი მოსამართლემ შემდეგნაირად განსაზღვრა: მას სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით, რაც ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას გულისხმობს, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

    თიკო ოსმანოვა
    17.02.2014

     თბილისის ბიუჯეტის საკითხზე გამართული დებატები უკონტროლო დაპირისპირებაში გადაიზარდა. თბილისის საკრებულოს უმცირესობის და უმრავლესობის წევრები ინგა გრიგოლიას თოქ-შოუ "რეაქციის" დასრულების შემდეგ ტელევიზიის ფოიეში ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მას შემდეგ, რაც დაპირისპირებული პირები გადაცემის სხვა სტუმრებმა გააშველეს, შელაპარაკება ტელევიზიის ეზოში გაგრძელდა.

    სალომე აბულაძე
    15.02.2014

     თბილისის მერობის კანდიდატი თბილისის საკრებულოს არჩევნებში კენჭს ვერ იყრის და პირიქით - საკრებულოს სიაში მყოფი პირი მერობის კანდიდატი ვეღარ იქნება. ეს წესი როგორც საკუთრივ თბილისთან, ასევე სხვა თვითმმართველ ქალაქებთან და მუნიციპალიტეტებთან მიმართებაშიც შემოდის, სადაც მერები და გამგებლები პირდაპირი წესით აირჩევიან.

    თიკო ოსმანოვა
    14.02.2014

     ფარული მიყურადებისა და ჩანაწერების განხორციელებასთან დაკავშირებით სასჯელი მკაცრდება. შესაბამისი ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში შედის. თუმცა არასამთავრობო ორგანიცაზიების შეფასებით, მხოლოდ კანონის გამკაცრება საკმარისი არ არის.

    სალომე აბულაძე
    13.02.2014

     დედაქალაქის ბიუჯეტის დასამტკიცებლად გამართული საკრებულოს მორიგი სხდომა კვლავ წარუმატებლად დასრულდა. ბიუჯეტის პროექტის მიღებას მხარი 17-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 22 დეპუტატი წავიდა. უმცირესობა ამ ყველაფერში უმრავლესობას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ისინი პოლიტიკურ თამაშში არიან ჩაბმულნი, უმრავლესობა კი ბიუჯეტის ნაკლოვანებებზე საუბრობს.

    მაია აბაიაძე
    12.02.2014

     "ქართულ-რუსული ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და პრობლემური ურთიერთობაა, რაც ქართულ სახელმწიფოს გააჩნია. შესაბამისად, ამ რეპლიკის ანალიზს ჩვენ მოვახდენთ ძალიან სერიოზულად და ზედმიწევნით, გავივლით კონსულტაციებს და ჩვენს პოზიციასაც ჩამოვაყალიბებთ.

    ანი ფაცია
    11.02.2014

     ამერიკელი კონგრესმენების წერილი ნატოს სამიტთან დაკავშირებით, ახალი ხელისუფლების, საქართველოს სერიოზული მხარდაჭერაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მაია ფანჯიკიძემ ამერიკელი კონგრესმენების წერილის კომენტირებისას განაცხადა.

    თიკო ოსმანოვა
    10.02.2014

     "მეც შევდივარ საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც უდიდეს პატივს სცემს ისტორიას, ტრადიციებს, ეკლესიას, მართლმადიდებლობას და პატრიარქს, მაგრამ საზოგადოებამ უნდა გადალახოს ის ბარიერი, რომ ეკლესიის თემა არის ტაბუდადებული და იქ რაც ითქმება, არის უმწიკვლო და ხელშეუხებელი.

    ანი ფაცია
    08.02.2014

     2012 წლის განმავლობაში სელექციური აბორტის შედეგად 1151-ით ნაკლები გოგო დაიბადა - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაშმა განაცხადა. ამავე თემაზე გუშინ კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული ციფრი ძირითადად დემოგრაფიული მაჩვენებლების ე.წ. ირიბი ინდიკატორებით გათვლის შედეგად მიიღეს.

    თიკო ოსმანოვა
    07.02.2014

     მართალია, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა გუშინ "არ გამორიცხა" სოჭში პუტინისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა, მაგრამ ამის შესაძლებლობა ამ უკანასკნელმა გამორიცხა. (თუმცა მარგველაშვილის პრესსამსახურში იმასაც აცხადებენ, რომ რუსეთიდან ოფიციალური მიწვევა არც მიუღიათ.)

    სალომე აბულაძე
    06.02.2014

     პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტსმენებს შეხვდა და წარმატება უსურვა. მისი თქმით, ოლიმპიური თამაშები საქართველოსთვის რთულ ვითარებაში გაიმართება, თუმცა სოჭში წასვლა პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილებაა.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved