სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სალომე აბულაძე
    05.08.2014

     საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ არასამთავრობო სექტორის მუშაობაში ტენდენციურობას ამჩნევს. მისი თქმით, მათ ვერ გაურჩევიათ, სად გადის ობიექტურობის ზღვარი. პრემიერის განცხადებით, მთავრობას, სამოქალაქო სექტორსა და მედიას შორის აქტიური კომუნიკაცია აუცილებელია, რათა ხარვეზებზე დაუფარავად საუბარი გაიმართოს.

    სალომე აბულაძე
    05.08.2014

     საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კონსტიტუციის დღევანდელ მოდელს დახვეწა სჭირდება. როგორც პრემიერმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე ამბასადორიალზე განაცხადა, ამის აუცილებლობა ბოლო პერიოდში ნათლად გამოჩნდა.

    ანი ფაცია
    04.08.2014

     საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე უარყოფითად აისახება.

    სალომე აბულაძე
    02.08.2014

     გუშინ გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი არ დაესწრო. სხდომაში საბჭოს მუდმივმოქმედი წევრებიდან თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მონაწილეობდნენ. ასევე იყო პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და მოწვეულნი იყვნენ ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და ნატო-ში საქართველოს ელჩი ლევან დოლიძე.

    სალომე აბულაძე
    01.08.2014

     რუსეთი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აჩერებს. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ ამის შედეგად რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ნაწილი გაძვირდეს, ნაწილის გატანა კი გართულდეს.

    ანი ფაცია
    31.07.2014

     ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის კვალდაკვალ, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღო. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აშშ შეუერთდა ევროკავშირის მიერ მოსკოვისთვის დაწესებულ სანქციებს, რომელიც ენერგეტიკის, თავდაცვის და ფინანსების სფეროებს ეხება.

    სალომე აბულაძე
    30.07.2014

     ყოფილი სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის 2008 წლის საპარლამენტო ანგარიშში 2007 წლის 4 ნოემბრის თათბირზეა საუბარი, სადაც მისი თქმით, მომიტინგეების სხვადასხვა მეთოდით დევნის პოლიტიკა დაიგეგმა. სუბარი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდა, რომელიც ამ თათბირის მასალებს გამოიძიებდა.

    სალომე აბულაძე
    29.07.2014

     საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და გიგი უგულავას მიმართ ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება დღეს გაავრცელა.

    ანი ფაცია
    28.07.2014

     ელექტრონული მუსიკის ფესტივალ "კაზანტიპში" ნებისმიერი სახით მონაწილეობა და მისი მხარდაჭერა უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება ქვეყნისთვისაც და ცალკეული პიროვნებებისთვისაც, - ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

    სალომე აბულაძე
    25.07.2014

     პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ მთავრობაში ცვლილებები შესაძლოა კვლავ განხორციელდეს. მისი თქმით, პარლამენტი ამასთან დაკავშირებით პრემიერის გადაწყვეტილებას მხარს აუცილებლად დაუჭერს.

    ანი ფაცია
    24.07.2014

     საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც შესაძლოა, პარლამენტში რამდენიმე დღეში შევიდეს, რუსული სახელმწიფო არხების საკანონმდებლო დონეზე აკრძალვას ეხება. ინიციატივის ავტორი გია ბარამიძეა.

    სალომე აბულაძე
    23.07.2014

     პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 ივლისს 6 მინისტრის კანდიდატურა წარადგინა: სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ დანელია დასახელდა, იგი ყოფილი მინისტრის პირველი მოადგილე იყო. სასჯელაღსრულების მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი მღებრიშვილი დაასახელა, იგი პროფესიით სამართალმცოდნეა, პრემიერის განცხადებით, მღებრიშვილი შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×