სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ნაცვალაძე
    09.07.2013

     საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ ბედუკაძის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების არგუმენტებს არადამაჯერებლად მიიჩნევს და მთავარ პროკურორს გადაწყვეტილების კრიტიკულად გადახედვის თხოვნით მიმართავს. ამასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა სპეციალური განცხადება გაავრცელა.

    ნინო ნაცვალაძე
    08.07.2013

     პრემიერ-მინისტრის ურეკის რეზიდენციაში ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ დავით ბაქარაძეს შეხვდნენ.

    თიკო ოსმანოვა
    06.07.2013

     უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ორმაგი მოქალქეობის მქონე პირს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავების შესაძლებლობა მიეცეს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს, მისთვის გაუგებარია ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებული შეზღუდვა რატომ მოქმედებს მხოლოდ სამ უმაღლეს თანამდებობის პირთან მიმართებაში.

    ნინო ნაცვალაძე
    05.07.2013

     საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს დავით საგანელიძეს იმედი აქვს, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს მოსახლეობის დიდი ნაწილი ფინანსურ დახმარებას გაუწევს. როგორც იგი ამბობს, ამის პირველ მაგალითს მოსახლეობას თავად მისცემს და, როდესაც კოალიცის საარჩევნო ფონდი შეიქმნება, ამ ფონდში თანხას შეიტანს.

    თიკო ოსმანოვა
    04.07.2013

     ტელეკომპანია რუსთავი-2" კვლავ პოლიტიკური გარჩევის ობიექტივში მოექცა. პრეზიდენტი პრემიერს აფრთხილებს, ტელეკომპანიისგან "ხელები შორს დაიჭიროს". ბიძინა ივანიშვილი ირწმუნება, რომ ამ საკითხში პოლიტიკური ჩარევა არ მოხდება, თუმცა აღნიშნავს, რომ წილებთან დაკავშირებით პროკურატურაში საჩივრებია შესული.

    ნინო ნაცვალაძე
    03.07.2013

     შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებში მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემაც მიიღოს მონაწილეობა. ამ საკითხთან დაკავშირებული შეთავაზება მან არასაპარლამენტო ოპოზიციისგან მიიღო. როგორც "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია ამბობს, ბურჭულაძის საბოლოო გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე 9 ივლისის შემდეგ გახდება ცნობილი.

    თიკო ოსმანოვა
    01.07.2013

     საპრეზიდენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგლაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღო.

    ნინო ნაცვალაძე
    01.07.2013

     გასულ კვირას ცნობილი გახდა იმ პირების ვინაობა, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო პრაიმერში მიიღებენ მონაწილეობას. კანდიდატები პარტიის 5-5 კაციანმა ჯგუფებმა წარადგინეს.

    რეზონანსი
    29.06.2013

     "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს. ამის მიზეზად კი პარტიის მიმართ მიზანმიმართულ შანტაჟს და მასობრივ დაკავებას ასახელებენ. როგორც ლევან ბეჟაშვილმა გუშინ განაცხადა, ისინი თბილისში დაუყოვნებლივ დაბრუნდებიან.

    თიკო ოსმანოვა
    28.06.2013

     თბილისის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლების დაკავების გამო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, შესაძლოა, გარკვეული გადაწყვეტილება მიიღოს.

    საპრლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდსა და საპრეზიდენტო არჩევნების წინ ოპოზიციაზე ასეთი მასშტაბის შეტევა, ქვეყნისთვის ცუდი ნიშანია.

    თიკო ოსმანოვა
    27.06.2013

     ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, საქართველო უფრო მეტად ახლოს არის ნატოსთან, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. ამასთან მისივე თქმით, ნატოს გაფართოების კონკრეტულ თარიღზე საუბარი ნაადრევია.

    ნინო ნაცვალაძე
    26.06.2013

     საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კობა დავითაშვილის ინიციატივით, შესაძლოა, სატელევიზიო სერიალები შეიზღუდოს. მისი აზრით, სერიოზულად უნდა გაკონტროლდეს ისეთი ტიპის პროდუქციის დემონსტრირება, რომელიც პროპაგანდას უწევს ძალადობას, ჰომოსექსუალურ, ბისექსუალურ და პოლიგამიურ კავშირებს.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved