სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    01.07.2013

     საპრეზიდენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგლაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღო.

    ნინო ნაცვალაძე
    01.07.2013

     გასულ კვირას ცნობილი გახდა იმ პირების ვინაობა, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო პრაიმერში მიიღებენ მონაწილეობას. კანდიდატები პარტიის 5-5 კაციანმა ჯგუფებმა წარადგინეს.

    რეზონანსი
    29.06.2013

     "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს. ამის მიზეზად კი პარტიის მიმართ მიზანმიმართულ შანტაჟს და მასობრივ დაკავებას ასახელებენ. როგორც ლევან ბეჟაშვილმა გუშინ განაცხადა, ისინი თბილისში დაუყოვნებლივ დაბრუნდებიან.

    თიკო ოსმანოვა
    28.06.2013

     თბილისის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლების დაკავების გამო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, შესაძლოა, გარკვეული გადაწყვეტილება მიიღოს.

    საპრლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდსა და საპრეზიდენტო არჩევნების წინ ოპოზიციაზე ასეთი მასშტაბის შეტევა, ქვეყნისთვის ცუდი ნიშანია.

    თიკო ოსმანოვა
    27.06.2013

     ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, საქართველო უფრო მეტად ახლოს არის ნატოსთან, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. ამასთან მისივე თქმით, ნატოს გაფართოების კონკრეტულ თარიღზე საუბარი ნაადრევია.

    ნინო ნაცვალაძე
    26.06.2013

     საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კობა დავითაშვილის ინიციატივით, შესაძლოა, სატელევიზიო სერიალები შეიზღუდოს. მისი აზრით, სერიოზულად უნდა გაკონტროლდეს ისეთი ტიპის პროდუქციის დემონსტრირება, რომელიც პროპაგანდას უწევს ძალადობას, ჰომოსექსუალურ, ბისექსუალურ და პოლიგამიურ კავშირებს.

    თიკო ოსმანოვა
    25.06.2013

     პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემთხვევაში საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს. მათი აზრით, ახალი მოწვევის პარლამენტი არ არის ადეკვატური ხალხის განწყობისა, ამის თქმის საფუძველს კი ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები იძლევა.

    ნინო ნაცვალაძე
    24.06.2013

     ფარული ჩანაწერების განადგურება კიდევ გადაიდო. შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკანონოდ ჩაწერილი ვიდეო და აუდიო მასალის განადგურების გადადების მიზეზის განმარტებისას ამბობს, რომ სურთ, დიპლომატებს, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ აუხსნან, "რასთან გვქონდა საქმე".

    თიკო ოსმანოვა
    22.06.2013

     "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, "თუ წამებას ან სხვა დანაშაულს ჰქონდა ადგილი, ეს ცალკეული პიროვნებების თვითშემოქმედებას წარმოადგენს და მას სისტემური ხასიათი არ ჰქონდა."

    ნინო ნაცვალაძე
    21.06.2013

     შინაგან საქმეთა სამინისტროში მიწვეულ მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის ამსახველი ორი 30 წუთიანი ეპიზოდი უჩვენეს. ვიდეოჩვენების დასაწყისში, მცირე განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა და დამსწრეები მოსალოდნელი მძიმე სანახაობის შესახებ გააფრთხილა.

    ნინო ნაცვალაძე
    20.06.2013

     სასამართლომ პატიმართა წამების ამსახველი კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე სამართლებრივი პასუხისგებისგან გაათავისუფლა და დამნაშავედ არ ცნო. ამ ფაქტს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა "რუსთავი 2"-ის ეთერში თქვა, რომ შეიძლება ვისაუბროთ წამებაში მხილებული პირის დანაშაულის შემსუბუქებაზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ვილაპარაკოთ მისი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებაზე.

    თიკო ოსმანოვა
    19.06.2013

     იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია მუშაობას, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან შეუდგება. თუმცა მანამდე "ნაციონალური მოძრაობა" ამ საკითხზე შეშფოთებას გამოთქვას და პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნის დაწყებაზე საუბრობს.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved