ანი ფაცია
04.02.2014

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუნხენის 50-ე უსაფრთხოების კონფერენცია ჟურნალისტებთან შეაჯამა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები ნაყოფიერი იყო, სადაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა დასავლეთის მხარდაჭერა საქართველოსადმი.

თიკო ოსმანოვა
03.02.2014

 ლიპყინული და რამდენიმე ასეული ავტოსაგზაო შემთხვევა - ერთ დღეში თბილისში მოსულმა მცირე თოვლმა დედაქალაქში მასშტაბური პრობლემები შექმნა, რის გამოც საზოგადოების ნაწილი მერიის უმოქმედობით შეშფოთებულია.

სალომე აბულაძე
01.02.2014

 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა ბიუროს გაფართოებულ სხდომაზე საკრებულოს წევრებს თბილისის მთავრობის გადადგომის წინადადებით მიმართა. მისი თქმით, ქალაქის ახალი მთავრობა მრავალპარტიულ საკრებულოსთან შეთანხმებით უნდა იყოს ჩამოყალიბებული. როგორც უმრავლესობაში აცხადებენ თბილისს ნდობის მაღალი მანდატის მქონე მთავრობა უნდა ჰყავდეს, რათა დედაქალაქის ბიუჯეტი გამჭვირვალედ იქნას დახარჯული.

თიკო ოსმანოვა
31.01.2014

 საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც ვანო მერაბიშვილი "დიდი პრემიის" სანაცვლოდ სამხედრო ხელმძღვანელებისაგან "ორ გვამს" ითხოვს, გამოძიება დაიწყო. "ვინაიდან ჩანაწერში აშკარად ჩანს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან უკანონო ბრძანების გაცემა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება", - განმარტავენ პროკურატურაში.

სალომე აბულაძე
30.01.2014

 ხუდონჰესის მშენებლობის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებელმა კომპანიამ "ტრანს ელექტრო ჯორჯიამ" მოსახლეობის პროტესტიდან გამომდინარე სოფელ ხაიშში მიწის აზომვითი სამუშაოები ვერ ჩაატარა. როდესაც კომპანიამ სოფელ ხაიშში მოსახლეობის მიწების აზომვა დაიწყო, ადგილობრივებმა მათ მუშაობის უფლება არ მისცეს. მათ ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელი ცენტრალური ავტომაგისტრალი ლოდებით ჩახერგეს. ისინი ხელისუფლებისგან ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საბოლოო პასუხს მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

სალომე აბულაძე
29.01.2014

 სახელმწიფო მართლმადიდებლური ეკლესიის გარდა კიდევ ოთხ რელიგიურ მიმდინარეობას დააფინანსებს. საბჭოთა რეჟიმის მიერ ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით ბიუჯეტიდან 4,5 მილიონი ლარი გამოიყოფა. ოთხი რელიგიური მიმდინარეობა - მუსულმანების გაერთიანება, გრიგორიანული და კათოლიკური ეკლესიები, ასევე იუდეველები დაფინანსებას პროპორციული წესით მიიღებენ.

სალომე აბულაძე
27.01.2014

 პარლამენტი "პატიმრობის კოდექსში" შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტს განიხილავს. ცვლილებების თანახმად, ფართოვდება იმ სპეცსაშუალებების ჩამონათვალი, რომელთა გამოყენებაც სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებს პატიმრის დაუმორჩილებლობის ან წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში შეუძლიათ.

თიკო ოსმანოვა
27.01.2014

 თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის მიღების საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რის გამოც თვითმმართველობის არჩევნებამდე 4 თვით ადრე ოპოზიცია საკრებულოს დაშლასა და დედაქალაქში ფედერალური მმართველობის შემოღებაზე ალაპარაკდა. დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი კი გიგი უგულავას მიერ დანიშნული მთვარობის გადაყენებაზე საუბრობს.

სალომე აბულაძე
25.01.2014

 საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქე" დააფუძნა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მისი მიზანი ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცებაა. საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემებით, ამ ორგანიზაციას ორი წევრი ჰყავს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი იქნება, აღმასრულებელი დირექტორი კი - გიორგი საბანაძე. ორგანიზაციის ხედვისა და სხვა მიზნების შესახებ, ბიძინა ივანიშვილი დაწვრილებით 28 იანვარს ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრებს.

თიკო ოსმანოვა
23.01.2014

 უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე საზოგადოების ნაწილი საქართველოს ხელისუფლებას სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტისკენ მოუწოდებს. ა/ო სამართლიანი არჩევნების თავმჯდომარე ნინო ლომჯარია ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე უარი უნდა თქვას. ამასთან ლომჯარია მოუწოდებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, უკრაინასთან დაკავშირებით უფრო მკაფიო პოზიცია გამოხატოს.

სალომე აბულაძე
23.01.2014

 უკრაინაში ვითარება სულ უფრო და უფრო იძაბება. ოპოზიცია უკან დახევას არ აპირებს - კიევის ცენტრში მომიტინგეებსა და სამხედრო ძალებს შორის შეტაკებები გრძელდება. გუშინ საღამოს ინფორმაციით სულ შეტაკებებში 5 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რიცხვი კი 200-ს აჭარბებს. აქციების აგრესიული ფორმით გაგრძელების შემთხვევაში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი აზაროვი უფრო მკაცრი ზომების გატარებით იმუქრება.

ანი ფაცია
22.01.2014

 კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე ბოლო ორი დღის განმავლობაში მომიტინგეებსა და ძალოვნებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად, 1400-მდე ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ მაიდანის სამედიცინო სამსახურის კოორდინატორმა, ოლეგ მუსიმ განაცხადა. "ბოლო ორი დღის განმავლობაში სამედიცინო სამსახურსა და მობილურ ბრიგადებს დახმარებისთვის 1400-მა დაზარალებურმა მიმართა. თითქმის ყველა მათგანს ტყვიითა და ყუმბარის ნამსხვრევებით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება," - განაცხადა ოლეგ მუსიმ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×