ნაზი ბერიძე
21.12.2023

პარტია „საქართველოსთვის" პატიმარ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „ვივამედიდან" ციხეში გადაყვანის მოწოდებით კიდევ ერთხელ გამოდის. 21 დეკემბერს, სააკაშვილის დაბადების დღეს გაკეთებულმა მათ განცხადებას კი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის საავადმყოფოში ყოფნა და მისი პოლიტიკური აქტიურობა პირველ რიგში მმართველ პარტიას აწყობს, რომელიც ყოველი არჩევნებისას წარმატებით იყენებს ექსპრეზიდენტს, როგორც ერთგვარ საფრთხობელას. ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილისათვის კი სერიოზული პრობლემაა, რადგან ამის გამო მათ სამოქმედო ასპარეზი უვიწროვდებათ.

ელზა პაპოშვილი
21.12.2023

სააკაშვილის ახალი ინიციატივა უკვე ნაწილებად დაშლილი ენმ-ის ამა თუ იმ ფორმით გაერთიანების მცდელობაა - ასე აფასებს ანალიტიკოსების ნაწილი პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის განცხადებას პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტის (პაკ) შექმნის შესახებ. მათი შეფასებით, სააკაშვილის ინიციატივებს სერიოზულად არავინ განიხილავს და ამავე აზრისაა ოპოზიციის ნაწილიც.

ნაზი ბერიძე
21.12.2023

აფხაზეთის არცთუ მცირე ნაწილი ახალ წლამდე, შესაძლოა, პრაქტიკულად რუსეთის კუთვნილებად გამოცხადდეს. საუბარია ბიჭვინთაში მდებარე საბჭოეთის დროინდელი სამთავრობო აგარაკების კომპლექსზე, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებამ თითქმის 2 წლის წინ ოფიციალურად გადასცა რუსეთს, თუმცა ე.წ. პარლამენტი აქამდე უარს აცხადებს მის რატიფიკაციაზე. ეს „შეთანხმება" როგორც სოხუმში, ასევე თბილისში სერიოზულ შეშფოთებასა და პროტესტს იწვევს. როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს ხელისუფლება და აქვს თუ არა მას რაიმე ბერკეტი, რომ ამ კომპლექსის რუსებისთვის გადაცემა ჩაშალოს?

ნაზი ბერიძე
20.12.2023

ნატო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს 2024 წლის არჩევნების მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებზე ჩატარებას და საქართველოს ინტეგრაციის პროგრესი ალიანსში მნიშვნელოვანწილად ამ ფაქტორზეც იქნება დამოკიდებული - „იმედი გვაქვს, რომ 2024 წლის არჩევნებში რეალურ, ცოცხალ დემოკრატიულ პრაქტიკას ვნახავთ" - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითიც ხაზი გაუსვა ნატოს პოზიციას საქართველოსთან მიმართებაში.

ელზა პაპოშვილი
20.12.2023

 ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ არსებული ინსტიტუციური პროექტი არ ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის საკმარის ხარისხს და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ზედამხედველობისა და მაღალი დონის თანამდებობის პირების ქონებრივი და ინტერესების დეკლარაციების მონიტორინგთან დაკავშირებით მისი კომპეტენციები კანონში დამატებით გარანტიების შეტანას მოითხოვს. 

ნაზი ბერიძე
20.12.2023

ოპოზიციურ ფლანგზე ახალი ტიპის ერთიანობის შექმნის იდეა ყოფილმა პრეზიდენტმა გააჟღერა - მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას" ინიციატივით მიმართავს, შეიქმნას პოლიტიკური აქტივობების და ერთობის კომიტეტი, რომელიც ძირითადად გამოიყენება როგორც ოპოზიციის ერთიანობის სათათბირო და სადაც კონსენსუსის გზით ახალი იდეები გენერირდება.

ნაზი ბერიძე
19.12.2023

ორშაბათს პარლამენტში საანგარიშო გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მნიშვნელოვანი დრო დაუთმო ქვეყნის უსაფრთხოებასა და ევროინტეგრაციაზე საუბარს. მისი შეფასებით, ბოლო წლებში საქართველო მმართველობის ხარიხით მაქსიმალურად დაუახლოვდა ევროკავშირს. პარალელურად კი მნიშნელოვანი თანხები იხარჯება როგორც სამხედრო ინფრასქტრუქტურის განვითარებაზე, ისე უახლესი შეიარაღების შეძენაზე.

ელზა პაპოშვილი
19.12.2023

მას შემდეგ, რაც საქართველო ევროკავშირის წვერობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, ოპოზიციას ახალი მესიჯი აქვს - თუ 2024 წელს „ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩა, მაშინ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკება არ დაიწყება. ანალიტიკოსთა შეფასებით, ამით ოპოზიცია ძველ შეცდომას იმეორებს, როდესაც მათი პოლიტიკუსი მესიჯები მთლიანად კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღებაზე იყო აგებული და თუ ეს ახლაც მათი წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი მიმართულება გახდა, „ოცნებას“, სავარაუდოდ, ხელისუფლების შენარჩუნება არ გაუჭირდება.

ნაზი ბერიძე
19.12.2023

დასჭირდება თუ არა „ქართულ ოცნებას" ბიძინა ივანიშილის დახმარება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და უნდა ველოდოთ თუ არა, რომ ივანიშვილი ჩაერთვება „ოცნების" საარჩევნო კამპანიაში? ანალიტიკოსები „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებენ, რომ ამის ალბათობა ახლა კი 50/50-ზეა. მათივე თქმით, ოპოზიციაში გარკვეული გადაჯგუფების შემდეგ, შესაძლოა მმართველი პარტია ასეთი აუცილებლობის წინაშე დადგეს.

რეზონანსი
18.12.2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ყოველწლიური ანგარიშს მთავროების წარმომადგენლებთან ერთად დარბაზში სხვადსახვა ქვეყნის ელჩები ესწრებოდნენ - პრემიერმა რამდენიმე საათი ისაუბრა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვადასხვა სფეროში მიღწეულ წარმატებებზე. ღარიბაშვილმა სიტყვა მადლობით დაიწყო, სადაც ევროპელ ლიდერებს კანდიდატის სტატუსის მიღებაში წვლილის შეტანისთვის ქართველი ხალხის და ქვეყნის სახელით  გადაუხადა. 

ნაზი ბერიძე
18.12.2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგენას და მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში შეფასებები მოჰყვა - როგორც მოსალოდნელი იყო მხარეები განსხვავებულად აფასებენ მთავრობის საქმიანობას.

ნაზი ბერიძე
18.12.2023

კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ საქართველოსთვის მთავარი ეტაპი ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის გზაზე გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნა იქნება, რისთვისაც თბილისს 9 პუნქტი (პირობა) აქვს შესასრულებელი, რომელიც ევროკომისიამ წამოაყენა.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×