თამთა ჩაჩანიძე
17.12.2023

14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა და შემდეგი ნაბიჯი უკვე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნა უნდა იყოს. ეს კი, ანალიტიკოსთა შეფასებით, რამდენიმე გარემოებაზე იქნება დამოკიდებული. პირველ რიგში ის 9 დათქმა უნდა შევასრულოთ, რომელიც ევროკომისიამ 8 ნოემბერს დადებით რეკომენდაციას მოაყოლა. გარდა ამისა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ ჩატარდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები. მოლაპარაკების გახსნის შანსი კი საქართველოს, სავარაუდოდ, სწორედ არჩევნების შემდეგ - მომავალი წლის ბოლოს მიეცემა.

ელზა პაპოშვილი
17.12.2023

საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის გარდა, წმინდა პრაქტიკული შედეგებიც ექნება და ამას საქართველოს მოქალაქეები თანდათან იგრძნობენ. ამაზე „რეზონანსთან“ ანალიტიკოსები საუბრობენ და მიუთითებენ, რომ ეს სარგებელი პრაქტიკულად ყველას სფეროს შეეხება - დაწყებული ევროკავშირთან როუმინგის განულებით (რაზეც უკვე მიდის საუბარი) და გაგრძელებული გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი სესხებით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული თუ ბიზნეს პროექტებისათვის.

ნაზი ბერიძე
16.12.2023

სოხუმსა და ცხინვალში საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას უფრო დადებითად აფასებენ, ვიდრე უარყოფითად. ამის შესახებ „რეზონანსს" პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ამ შეფასებებში არის გარკვეული განსხვავებებიც, თუმცა, დე ფაქტო ხელისუფლებები საქართველოს კანდიდატის სტატუსს პირველ რიგში აღიქვამენ, როგორც მათი უსაფრთხოების დამატებით გარანტიას.

ნაზი ბერიძე
16.12.2023

გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა. ამ გადაწყვეტილების შედეგად, გერმანიის მთავრობა შეძლებს, დააჩქაროს და გაამარტივოს ამ ქვეყნების მოქალაქეების მიერ წარდგენილი თავშესაფრის მიღების განაცხადების განხილვა და უფრო სწრაფად მოახდენს იმ პირთა დეპორტაციას, ვისაც თავშესაფარზე უარს ეტყვიან. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება ქართველი მიგრანტებისათვის და საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, მოსალოდნელია თუ არა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის სხვა ქვეყნებში?

ნაზი ბერიძე
15.12.2023

კანდიდატის სტატუსის მიღებამ საზოგადოებაში დიდი მოლოდინი გააჩინა. ამავე დროს, ყველა აცნობიერებს, შარშან რომ მიგვეღო ეს სტატუსი, ახლა, ისევე როგორც უკრაინასთან და მოლდოვასთან, ბრიუსელი ჩვენთანაც დაიწყებდა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს. „რეზონანსის" კითხვაზე, რამდენად არის შანსი, რომ დავწიოთ უკრაინას და მოლდოვას, ექსპერტები ამბობენ, რომ შანსი არსებობს, თუმცა ამას წეილწადზე მეტი დასჭირდება, რადგან მომავალ წელს არის მნიშვნელოვანი არჩევნები, რამაც, ნაკლებად სავარაუდოა, ბრიუსელის მოთხოვნების შესრულებას შეუწყოს ხელი.

ელზა პაპოშვილი
15.12.2023

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე  ფიქრობს, რომ დასავლეთმა დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც თავდაპირველად სტატუსის მოცემაზე უარი გვითხრა. როგორც მან „რეზონანსთან“ განაცხადა, ახლა ბევრი რაღაცის გადაფასება მოხდა და დასავლეთში მიხვდნენ, რომ თუ საქართველოს სტატუსზე ისევ უარს ეტყოდნენ, მაშინ ხალხში ანტიდასავლურ განწყობებს გააღვივებდნენ, ხოლო ხელისუფლება კი ამ ყველაფერს ისევ სათავისოდ გამოიყენებდა.

ნაზი ბერიძე
15.12.2023

„ქართული ოცნება" და პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსის მინიჭებამაც კი ვერ შეარიგა. სალომე ზურაბიშვილი მთავრობის მიერ ორგანიზებულ ზეიმზე, სადაც სტატუსის მიღებას აღნიშნავენ, სიტყვით გამომსვლელთა სიაში არ არის. რამდენად გამართლებულია აღნიშნული ჟესტი ხელისუფლების მხრიდან და რას ნიშნავს იგი, პოლიტიკის ექსპერტებმა „რეზონანსის" კითხვებს უპასუხეს.

თამთა ჩაჩანიძე
15.12.2023

კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დაანონსებულ ზეიმს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უერთედება და თუ ტრიბუნასთან მიიწვევენ, პრეზიდენტი არ გამირიცხავს, რომ სიტყვითაც გამოვიდეს, თუმცა როგორც „ოცნების" წევრები ამბობენ, ზურაბიშვილი გამომსვლელთა სიაში არაა. ოპოზიციის ნაწილი კი ღონისძიებაზე მისვლისგან თავს იკავებს და ცალკე შეკრებას აანონსებს.

ნაზი ბერიძე
15.12.2023

სატრანსპორტო კოლაფსი თბილისში, ქაოტური განაშენიანებები, სავარაუდო კორუფციული გარიგებები - კახა კალაძე თბილისის საკრებულოში ოპოზიციის შეკითხვებს პასუხობს. მანამდე, საკრებულოს სხდომაზე, სადაც 2024 წლის ბიუჯეტს განიხილავენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

თამთა ჩაჩანიძე
14.12.2023

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ამას წინ უძღვოდა რამდენიმესაათიანი რთული მოლაპარაკებების პროცესი, როდესაც კავშირის ლიდერები უკრაინის მოწინააღმდეგე უნგრეთს არწმუნებდნენ ბლოკის გაფართოების აუცილებლობაში. თუმცა, თავად ორბანი ირწმუნებოდა, რომ საქართველოს წინააღმდეგ არაფერი აქვს.

ნაზი ბერიძე
14.12.2023

რაც უფრო შორდება პრეზიდენტი ერთ დროს მის მხარდამჭერ „ქართულ ოცნებას", მით უფრო აქტიურდება მასზე წნეხი სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით. თუმცა ერთ დროს წარმოთქმული „არა და არასოდეს" მას მძიმე დილემის წინაშე აყენებს. „მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განმიცხადებია. მე არ ვაკეთებ კომენტარებს შეწყალებასთან დაკავშირებით, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ," - ეს არის სალომე ზურაბიშვილის ბოლო კომენტარი ექსპრეზიდენტის შეწყალებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

ელზა პაპოშვილი
14.12.2023

ოპოზიციურ ფლანგზე წინასაარჩევნო გადაჯგუფებებისთვის ემზადებიან. ხელისუფლების ოპონენტები მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ფორმებზე იწყებენ ფიქრს. უკვე გამოიკვეთა, რომ მთელი ოპოზიციის გაერთიანება ამჯერადაც ვერ მოხერხდება - თანამშრომლობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზება „სტრატეგია აღმაშენებლის“ გარდა ყველამ უპასუხოდ დატოვა. 


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×