ელზა პაპოშვილი
19.02.2024

არის თუ არა რეალური 2024 წლისთვის კოალიციური მთავრობის შექმნის ალბათობა და რომელ პოლიტიკურ ძალებს შორის შესაძლოა ასეთი მთავრობის ფორმირება მოხდეს? პრეზიდენტ  სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კოალიციური მთავრობა თუ გვეყოლება, ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული. პრეზიდენტმა ამის შესახებ მიუნხენში „ევრაქტივთან“ ინტერვიუში განაცხადა. თუმცა მის განცახდებას თბილისში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა - ოპოზიციაში მოეწონათ, ხოლო მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ენმ-სთან კოალიცია გამორიცხულია და ამის საჭიროება ხელისუფლებას არც ექნება. 

ნაზი ბერიძე
19.02.2024

პრემიერი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატო-ში. რა გზავნილებით დაბრუნდება კობახიძე საქართველოში, ექსპერტების მოსაზრება ამასთან დაკავშირებით ერთგვაროვანია, ამბობენ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია 9 დათქმის შესრულების ხარისხზე.

თამთა ჩაჩანიძე
19.02.2024

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ენმ ხელმოწერებს აგროვებს. შეიწყალებს თუ არა ამის საფუძველზე სალომე ზურაბიშვილი მესამე პრეზიდენტს ჯერჯერობით უცნობია. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ზურაბიშვილს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეახსენა, რომ სააკაშვილის გათავისუფლებაში „წვლილის შეტანა შეუძლია", რაც „ოცნებას" უმძაფრებს მოლოდინებს, რომ პრეზიდენტი ამ ნაბიჯს საბოლოოდ მაინც გადადგამს.

თამთა ჩაჩანიძე
19.02.2024

ოპოზიცია აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ" ევროკომისიის 9 დათქმის დარღვევა უკვე დაიწყო, რაც გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების წინაპირობაა და საარჩევნო კოდექსში ის ცვლილებები, რომელსაც „ოცნება" მესამე მოსმენით დაუჭერს მხარს, არის რეკომენდაციებიდან ერთ-ერთის უგულებელყოფა. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შესაძლოა ამით ოპოზიცია აქციებისთვის საფუძველს ამზადებდეს, რადგან გასულ წელს ევროკავშირის თემაზე 8-9 მარტს ხალხი ქუჩაში გამოვიდა. ამასთან ეჭვობს, რომ ოპოზიცია რეკომენდაციების შესრულებაში ბოლომდე ჩართვას აპირებდეს.

ელზა პაპოშვილი
18.02.2024

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით „ცუდი მოლოდინი“ აქვთ. ენმ კი სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს და უკვე გაკეთდა თავად სააკაშვილის მხრიდან აქცენტი იმაზე, რომ რუსეთის ციხეში დაღუპული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მსგავსად, ისიც პუტინის დავალებით მოწამლეს. 

ნაზი ბერიძე
18.02.2024

ოპოზიცია ითხოვს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელების არჩევა პარლამენტში კვალიფიციური უმრავლესობით მოხდეს, თუმცა მმართველი პარტიისათვის ეს მიუღებელია. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა პარასკევს გამართული შეხვედრის შედეგების კომენტირებისას.

ნაზი ბერიძე
18.02.2024

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი მინხენის კონფერენციაზე საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე შეაფასა, როგორც მისი მხრიდან კონსტიტუციის მორიგი დარღვევა. პრეზიდენტის მიერ მიუნხენში გაკეთებული განცხადებები კი ახალი ბრალდების საფუძველი გახდა. ზურაბიშვილის მიერ კოალიციური მთავრობის მიზანშეწონილობაზე საუბარსა და მინიშნებას, რომ შესაძლოა, საქართველოში ამის დრო დადგა, მმართველ პარტიაში პრეზიდენტის მხრიდან ამომრჩეველზე ერთგვარ ზეწოლად და რადიკალური ოპოზიციასთან მისი გარიგების დასტურად აფასებენ.

ელზა პაპოშვილი
17.02.2024

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევთან ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. მათი მტკიცებით, 32 წლის ივანე ლუტიძემ და 33 წლის ნიკა მამასტარაშვილმა ე.წ. საზღვარზე საინჟინრო ნაგებობები განზრახ დააზიანეს და ამას ტელეფონით იღებდნენ. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ეს სავარაუდოდ მოგნილი ბრალდებაა დაკავებულთა „დანაშაულის“ დასამძიმებლად.

თამთა ჩაჩანიძე
17.02.2024

პირველი ილისიდან ექვსი თვით, როტაციის პრინციპით, უნგრეთი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა ხდება. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ეს იმ პერიოდს ემთხვევა, როცა ევროკავშირის ანგარიში უნდა გამოქვეყნდეს, თუ როგორ შეასრულა საქართველომ 9 რეკომენდაცია და გაუხსნიან თუ არა გზას მოლაპარაკებების დაწყებაზე. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო კი ამბობს, რომ ქვეყნის თავმჯდომარეობის პერიოდში უნგრეთი მიმართავს ძალისხმევას საქართველოსთან წევრობის მოლაპარაკებების დაწყებისთვის, ზრდება თუ არა საქართველოს შანსები და როგორ როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს პერიოდი?

ელზა პაპოშვილი
16.02.2024

დოკუმენტში წერია, რომ პრორუსი ოლიგარქი და საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებელია ქვეყნის ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლაზე. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ეს არის ლობისტების მიერ გამოქვეყნებული მცდარი ინფორმაცია, რომელსაც სამწუხაროდ მიუნხენის კონფერენცია დაეყრდნო. „ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ეს არის დიდი გაუგებრობა და სკანდალი, რაც ამ დონის  კონფერენციისთვის დაუშვებელია.   

ნაზი ბერიძე
16.02.2024

„ქართული ოცნების" ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი და თავის დროზე მისი თანადამფუძნებელი ეკა ბესელია პრეზიდენტის შეწყალების კომისიის ხელმძღვანელად შეიძლება ვიხილოთ. ინფორმაციას სააგენტო „კვირა ჯი" ავრცელებს. ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა ეკა ბესელიას დანიშვნა, რომ დიდ აჟიოტაღს გამოიწვევს, ამაზე მსჯელობენ როგორც პოლიტიკოსები, ასევე ანალიტიკოსები.

ნაზი ბერიძე
16.02.2024

ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 დათქმაზე, რაც გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობაა, პარასკევს, 16 თებერვალს პარლამენტში რიგით მეორე შეხვედრა იმართება, რომელსაც ესწრებიან უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. შეხვედრაში მონაწილეობაზე უარს ამბობს „ლელო", რომელიც არც პირველ შეხვედრაში მონაწილეობდა. არასამთავრობო სექტორიდან კი მასში მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×