თამთა ჩაჩანიძე
01.09.2025

მორიგი მიმართვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას - ამჯერად წერილის ავტორი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილია, მიმართვის შინაარსი იგივეა, რაც "ოცნების" სხვა ლიდერების ღია წერილებშია, საუბარია სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვაზე, "დიფ სტეიტის" "აქტიურობასა და მის წინააღმდეგ ბრძოლაზე".

ნატალია ჯვარიძე
01.09.2025

მთავრობამ უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის მოპოვების წესში ცვლილებები შეიტანა. როგორც BPN წერს, საქმე ეხება IT სპეციალისტებს, რომელთათვის დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად დამატებითი რეგულაციები დაადგინა. კერძოდ, ახალი რეგულაციების მიხევდით, ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე უცხოელები ბინადრობის უფლების მოპოვებას შეძლებენ, თუ მათი საქმიანობიდან წლიური შემოსავალი 25 000 აშშ დოლარის ეკვივალენტზე ნაკლები არ არის. ამისთვის კი, შესაბამისი ცნობა უნდა წარადგინონ.

თამთა ჩაჩანიძე
31.08.2025

2 სექტემბერს პარლამენტში საშემოდგომო სესია იხსნება და ერთ ერთ პრიორიტეტულ საკითხად თეა წულუკიანის 430 გვერდიანი დასკვნის დამტკიცებაა, რაც, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მოხდება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს ხელისუფლებისათვის ოპონენტების დევნის ახალი ბერკეტია. რა გავლენას მოახდენს დასკვნა წინასაარჩევნო გარემოზე, საარჩევნო კამპანიაში ჩართული პარტიების პოზიციებზე და საბოლოოდ, არჩევნების შედეგებზე?

ნატალია ჯვარიძე
31.08.2025

ორ თვეზე მეტია, რაც ექსპრემიერი გიორგი გახარია საქართველოში არ იმყოფება. 30 აგვისტოს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან გერმანიაში ბინადრობის უფლება მიიღო. მის პარტიაში აცხადებენ, რომ გახარია ამჟამად ევროკავშირში ხანგრძლივი საქმიანობისთვის საჭირო პროცედურებს გადის და „უახლოეს დღეებში“ თავად გააკეთებს განცხადებას თავისი გეგმების შესახებ. ანალიტიკოსთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ექსპრემიერი უშუალოდ 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინ დაბრუნდეს სამშობლოში.

ნატალია ჯვარიძე
30.08.2025

ევროკომისიის მიერ „ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის დათქმული ვადა ამოიწურა და ახლო მომავალში, სავარაუდოდ, დღის წესრიგში დადგება უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი. მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ ევროპული რეკომენდაციების შესრულებაზე უარის თქმის მიუხედავად, ევროკავშირი ასეთ რადიკალურ ნაბიჯს არ გადადგამს. ანალიტიკოსთა უმრავლესობაც ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, თუმცა ფიქრობენ, რომ თუ ეს გადაწყვეტილება მაინც იქნება მიღებული, ეს წლიმდე ბოლოს არ მოხდება.

მარიამ ვეკუა
30.08.2025

ჩინეთში 3 სექტემბერს დაგეგმილ გამარჯვების აღლუმს 26 ქვეყნის, მათ შორის სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები დაესწრებიან, თუმცა მოწვეულთა სიაში საქართველოდან არავინაა. ეს დემონსტრაციული ჟესტი, ანალიტიკოსების შეფასებით, საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობებში პრობლემების გაჩენაზე მიუთითებს.

თამთა ჩაჩანიძე
29.08.2025

2 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია იხსნება, პრიორიტეტულ საკითხებში გიორგი გახარიას პარტიის მანდატების ადგილმონაცვლეთა უფლებამოსილების ცნობაა. „გახარია საქართველოსთვის" ცესკო-ში სია არ ჩაუხსნია და შესაბამისად უახლოეს დღეებში ივლისში გაუქმებულ 12-ეულს, „ოცნება" მომდევნო 12 კაცით ჩაანაცვლებს. თავად პარტიაში ამ დრომდე პარლამენტში შესვლას კატეგორიულად გამორიცხავენ, თუმცა ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ ადგილობროვ არჩევნებზე დიდი ბერკეტი საპარლამენტო ტრიბუნაა.

მარიამ ვეკუა
29.08.2025

8 ოპოზიციური პარტია 13 სექტემბერს საპროტესტო მსვლელობას გეგმავს, თუმცა უკვე წინასწარ ისმის საუბარი 4 ოქტომბრის აქციაზეც, სადაც ენმ ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობას" აანონსებს. გაურკვეველია, შეუერთდებიან თუ არა პროცესს „ლელო" და გახარიას პარტია, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არ არიან.

თამთა ჩაჩანიძე
29.08.2025

ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია 13 სექტემბრის მსვლელობისთვის აქტიურად ემზადება, აცხადებს, რომ „ოცნებას" „აქციის ეშინია" და „თავდასხმის რეჟიმზეა გადასული". ამასთან, მმართველი პარტიის ოპონენტები ერთ-ერთ სცენარად არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლების მხარდამჭერებმა კონტრაქცია მოაწყონ.

 

 

მარიამ ვეკუა
29.08.2025

„დროას" ლიდერ ელენე ხოშტარიასა და ენმ-ის წევრებს შორის უთანხმოების მიზეზად 8-პარტიული ფორმატის ბედი იქცა. ენმ მოითხოვს ფედერალისტების ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის, გარიცხვას, ხოშტარია კი პასუხობს, რომ ფორმატი „არავის ხასიათზე არ აწყობილა" და მხოლოდ მაშინ დაიშლება, თუ ვინმე ბოიკოტზე უარს იტყვის. დარჩება თუ არა ოპოზიციური ფორმატი ძალაში, თუ ფინალურ ფიასკომდე მივა, ჯერჯერობით უცნობია.

თამთა ჩაჩანიძე
28.08.2025

„მეგობარი აქტის" მიღების პროცესი ამ დრომდე არ დაძრულა და როგორც ცნობილია, მინიმუმ ორი სენატორი ბლოკავს. დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ პროცესი უნდა დაჩქარდეს. ამის პარალელურად კი საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს სთავაზობს სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას „კონკრეტული გზამკვლევისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე".

თამთა ჩაჩანიძე
28.08.2025

ოპოზიციის ნაწილი რევოლუციისთვის ემზადება და ამისთვის რეგიონებში ხალხთან შეხვედრებს მართავს, მთავრობაში კი აცხადებენ, რომ „მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს" და ეს მოწოდება სისხლის სამართლის დანაშაულია, „რასაც შესაბამისი პასუხი გაეცემა".


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×