მარიამ ვეკუა
09.10.2025

4 ოქტომბრის მოვლენებისა და ოპოზიციის სერიოზული კრახის ფონზე, პოლიტიკური პარტიები გამოსავლის ძიებაში არიან და უკვე გაკეთდა პირველი განცხადება შესაძლო ახალ პოლიტიკურ ალიანსზე. ამის შესახებ განცხადება „ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა გააკეთა და ალიანსის პოტენციური წევრი 5 პარტიაც დაასახელა.

თამთა ჩაჩანიძე
09.10.2025

ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ კი გალის რაიონში, ქართულის სკოლების პედაგოგებზე შეიძლება „ნადირობა" დაიწყოს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ახლახანს გალში „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის" ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე ერთ-ერთი ადგილობრივი ქართული სკოლის პედაგოგი აღმოჩნდა. ამის შემდეგ სოციალურ მედიაში მასობრივად გამოჩნდა სხვა ქართველი პედაგოგების „მამხილებელი" დოკუმენტები, სადაც კონკრეტული სახელები და გვარებია მითითებული.

ნატალია ჯვარიძე
08.10.2025

4 ოქტომბრის აქციის კულმინაციური მომენტის - პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტურმის დროს - აქციის ორგანიზატორებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სპეცრაზე მათ მხარეს აპირებდა გადასვლას. მანამდე ხელისუფლების ოპონენტები აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტის სასახლესთან მომხდარი მოვლენები მათთვის დაგებული მახე იყო.

თამთა ჩაჩანიძე
08.10.2025

რუსთაველის გამზირზე აქციები და ქუჩის გადაკეტვა გრძელდება, თუმცა, 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ, ხალხის აშკარა სიმცირეა. ამას არც ორგანიზატორები მალავენ, რომლებიც ხალხს გამოსვლისკენ აქტიურად მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ ამ დღეებში „კრიტიკულად მნიშვნელოვანი" იქნება გზის გადაკეტვა. მმართველი პარტიის მხარდამჭერები კი ხელისუფლებას მოუწოდებენ ყოველ საღამოს რუსთაველის გადაკეტვა აღკვეთოს, რადგანაც აქციებზე შესაბამისი რაოდენობის ხალხი არ გროვდება

თამთა ჩაჩანიძე
08.10.2025

ხელისუფლება უახლოეს პერსპექტივაში ქვეყანაში დიდ და მძლავრ პროტესტს აღარ ელოდება, მათი შეფასებით, 4 ოქტომბერს დასრულდა „დამხობისა და რევოლუციის იდეა". როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, დასავლეთშიც ყველა ხედავს, რომ ოპოზიციური სპექტრი ამ მომენტში ხელისუფლების შემცვლელი ვეღარაა, თუმცა, არც იმას ელოდებიან, რომ უახლოეს პერსპექტივაში „ოცნების" მიმართ მათი ტონი შერბილდებას.

მარიამ ვეკუა
08.10.2025

4 ოქტომბრის წარუმატებელი „მშვიდობიან რევოლუციის შემდეგ", მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების დამხობის პროექტი დასრულებულია. მმართველ გუნდში მიანიშნებენ, რომ მსგავს პროცესებს ან რაიმე მასშტაბურ ქუჩის გამოსვლებს ახლო მომავალში აღარ ელიან და ამავე დროს აანონსებენ, რომ ყველამ, ვინც ამ პროცესში მოანწილეობდა, შესაბამის სასჯელს მიიღებს.

თამთა ჩაჩანიძე
07.10.2025

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას, რომლის ძალაში შესვლა წლის ბოლოსთვისაა მოსალოდნელი, მანამდე, 17 ნოემბერს კი ამ დოკუმენტს ევროპის კავშირის საბჭო უყრის კენჭს. ახალი რეგულაციები, ერთი მხრივ, აიოლებს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისა და გაუქმების პროცედურებს, მეორე მხრივ კი საქართველოს მოქალაქეებს დაახლოებით 3-წლიან გარანტიას აძლევს, რომ მათთვის სავიზო რეჟიმი არ ამოქმედდება.

ნატალია ჯვარიძე
07.10.2025

4 ოქტომბრის აქციის შემდეგ ჯამში 18 ადამიანია პატიმრობაში. მათგან 13 პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრისთვის დაიჭირეს, 5 კი აქციის ორგანიზატორია, რომლებსაც „ქართული ოცნება" სახელმწიფო გადატრიალებაში სდებს ბრალს.

მარიამ ვეკუა
07.10.2025

მოძრაობა „რუსთაველის გამზირის" ლიდერებს - პაატა ბურჭულაძეს, ყოფილ მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავას, ენმ-ს წევრ ირაკლი ნადირაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძესა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ისინი ბრალს არ აღიარებენ, ადვოკატები კი საქმის პოლიტიკურ მოტივირებულობაზე საუბრობენ. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა მარიდაშვილმა მიიღო.

თამთა ჩაჩანიძე
07.10.2025

მმართველ პარტიაში ელჩების გაძევება-არგაძევებაზე დაიწყეს საუბარი, განსაკუთრებული აქცენტი ევროკავშირზეა. „ოცნებაში" იმედოვნებენ, რომ ევროპა დიპ სტეიტისგან გათავისუფლდება, მანამდე კი „მოთმინების პოლიტიკას" გაატარებს და „ცალმხრივი მეგობრობის" რეჟიმში დარჩება, რადგან ელჩების გაძევება „კონტრპროდუქტიული იქნება".

მარიამ ვეკუა
07.10.2025

პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის ძალადობის მონაწილეები უკვე ამოცნობილნი არიან და დაკავების სპეცოპერაციები გრძელდება. ის ყურადღებას ამახვილებს რუსთველის უწყვეტ აქციებზეც და ირწმუნება, რო ეს ადამიანები „ერთწლიან 100-კაციან ძალადობაზე" პასუხს მიიღებენ.

ნატალია ჯვარიძე
06.10.2025

ცეცხლი უკვე დანთებულია და ასე უცებ ვერ ჩაქვრება; გამორიცხული არ არის, ალმა უფრო მოიმატოს, რევოლუციები ასე მარტივად არ ხდება, აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×