ნატალია ჯვარიძე
14.01.2025

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტს მანდატების გაუქმების შესახებ ჯერ კიდევ ნოემბერში მიმართეს, თუმცა, იმის მიუხედავად, რომ პარლამენტი ვალდებულია ასეთ შემთხვევაში მანდატები გააუქმოს, „ქართული ოცნება" სავარაუდოდ, ამის გაკეთებას არც ამჯერად აპირებს. ანალიტიკოსები ამის მთავარ მიზეზებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებას ოპოზიციის პარლამენტში შესვლის იმედი აქვს, როგორც წინა წლებში, და სწორედ ამიტომ წელავს დროს.

თამთა ჩაჩანიძე
13.01.2025

"ნაცმოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის სტატუსით "ხალხის ძალის" დეპუტატები ერთვებიან.

თამთა ჩაჩანიძე
13.01.2025

ქვეყანაში კვლავ უწყვეტი პროტესტია, ვითარება დროდადრო იძაბება, განსაკუთრებით მწვავე იყო 12-13 იანვრის ღამე, როგორც თბილისში, ისე ბათუმში. აქცია-მსვლელობა იყო სხვა ქალაქებშიც და როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, როგორც ჩანს, დაძაბულობის ეპიცენტრები რეგიონებში გადადის.

ნატალია ჯვარიძე
12.01.2025

ირაკლი ჩიქოვანი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდა. „ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ „რამშტაინის" ფორმატში 25-ე შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის დასწრება დასავლეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციის აღიარებას ნიშნავს. ანალიტიკოსები ირაკლი ჩიქოვანის შეხვედრაზე ყოფნაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ რა თქმა უნდა, საქართველოს მონაწილეობა კარგია, თუმცა „ოცნებას" დასავლეთის მხრიდან ხელისუფლების აღიარებაში არ ეთანხმებიან.

თამთა ჩაჩანიძე
11.01.2025

ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა რიგებში ბოლო დროს აქტიურად მიდის კამათი და მსჯელობა იმაზე, თუ რატომ არაფერი დაუპირისპირა ოპოზიციამ „ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ მესიჯს - „აბა, ომი გინდათ?!" და როგორი იქნებოდა არჩევნების შედეგები, ყველაფერის სხვაგვარად რომ ყოფილიყო. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციამ, ბოლო 12 წელია, ჭორების და დეზინფორმაციის გაფანტვაზე „ოცნებას" ეფექტური მექანიზმი ვერ დაუპირისპირა. „ოცნება" კი მოქმედებს დევიზით - „რაც უფრო დიდია ტყუილი, მით უფრო იჯებეს მას ხალხი".

თამთა ჩაჩანიძე
11.01.2025

აშშ-ის კონგრესის საკანონდებლო მაცნეში უკვე ოფიციალურად დარეგისტრირდა რესპუბლიკელ ჯო უილსონისა და დემოკრატ სტივ კოენის „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი". ახლო მომავალში დოკუმენტის გახილვა წარმომადგენელთა პალატის კომიტეტებში იწყება. პროცედურის მიხედვით, თუ აქტს კონგრესის ქვედა პალატამ დაუჭირა მხარი, გადაეცემა კენჭისყრისთვის სენატს, სადაც ასევე უმრავლესობის მხარდაჭერას საჭიროებს, საბოლოო დამტკიცებისთვის კი დოკუმენტი ხელმოწერისთვის პრეზიდენტს გადაეცემა.

თამთა ჩაჩანიძე
10.01.2025

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ათი დღეა დარჩენილი და ჯერ კიდევ ბოლომდე ცნობილი არაა ის სრული შემადგენლობა თუ ვინ დაესწრება ფიცის დადების ცერემონიას, რომელიც კაპიტოლიუმში ჩატარდება. მანამდე სხვადასხბა წყაროებიდან ცნობილი ხდება, რომ ტრამპმა პირადად გაუგზავნა მოსაწვევები იმ სახელწიფოთა მეთაურებს და ლიდერებს, რომელთაც ახლო წარსულში არცთუ სახარბიელო ურთიერთობა ჰქონდათ აშშ-სთან.

მარიამ ვეკუა
10.01.2025

„ქართული ოცნების" ანონსს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" „სისტემურ დანაშაულს" შეისწავლის, ოპოზიციაში „არაადეკვატურს" უწოდებენ. აღნიშნავენ, რომ „ქართული ოცნება" „უსუსურ მდგომარეობაშია" და ეს ნაბიჯი მათ თავად მიიყვანს ციხის კარამდე. ცდილობს თუ არა „ოცნება" „კოლექტიური ნაცმოძრაობის" აკრძალვას და რა შედეგებს მოუტანს ეს სახელმწიფოს?

ნატალია ჯვარიძე
10.01.2025

დასავლეთთან ურთიერთობის გამწვავების ფონზე, პრემიერი კობახიძე ჩინეთის ელჩს ხვდება. ზოგი ამაში ერთ რიგით დიპლომატიურ შეხვედრას ხედავს, სხვები კი მიიჩნევენ, რომ ეს ერთგვარი გამოწვევაა, რადგან "ოცნების" ხალხს დასავლეთში არავინ ხვდება.

თამთა ჩაჩანიძე
10.01.2025

"ბოლო პერიოდში ლაპარაკია, რომ "ქართული ოცნება" გეზს რუსეთისკენ იღებს, ამავე დროს, არცთუ იშვიათად მიაყოლებენ ხოლმე, რომ 2012 წლამდე ყველაფერი წესრიგში იყო. იმის შესადარებლად თუ 2012 წლამდე რუსეთთან ურთიერთობაში რა ხდებოდა და 2012-ის მერე რა ხდება, ამასთან რა მდგომარეობა იყო ადამიანის უფლებების მხრივ, მე მგონი ეს კომისია ამ საკითხების ჩამოყალიბებისთვის, ფორმულირებასა და გამძაფრებისთვის კეთდება",- განაცხადა "რეზონანსთან" ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ.

თამთა ჩაჩანიძე
09.01.2025

„ქართულმა ოცნებამ" ნაცმოძრაობის გასამართლების პროცესის დაწყება დაანონსა, რაზედაც ჯერ კიდევ 2024 წელს, წინასაარჩევნო ტურნეს ფარგლებში საუბრობდენ პარტიის ლიდერები, მათ შორის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, და იმ საკითხების ჩამონათვალს მიაწერდნენ, რისთვისაც სჭირდებოდა "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა.

მარიამ ვეკუა
09.01.2025

სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ, პირველი განცხადება ახალ ოფისში გააკეთა. ადასტურებს, რომ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება, დაბრუნების შემდეგ კი რეგიონებში სიარულს აანონსებს. მისი თქმით, საქართველო გადასულია პოლიტიკურ იზოლაციაში და ჩაკეტილი ქვეყანა ხდება, შექმნილი კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ არჩევნებია.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×