სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    15.03.2019

     თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დედაქალაქის დამახინჯებულ იერსახეს საგრძნობლად გამოასწორებს. პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ თბილისი ამ გეგმის განხორციელებით მნიშვნელოვნად შეიცვლება და ახალ სიცოცხლეს შეიძენს. გენგეგმა გუშინ საკრებულოზე ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა, თუმცა, როგორც ურბანისტები ამბობენ, ქალაქის განაშენიანების პროცესი უკვე დაწყებულია - ზოგიერთი პროექტი უკვე დასრულდა და რამდენიმე მათგანის განხორციელება მოკლე და გრძელვადიან პერიოდებში იგეგმება. 

    რეალურად გენგეგმის დოკუმენტი აღსრულებადი 15 მარტიდან გახდა. 

    მას მხარი საკრებულოს 37-მა დეპუტატმა დაუჭირა. 4 - წინააღმდეგი იყო.

    როგორც თბილისის მერი აცხადებს ყველა შეცდომის ერთად გამოსწორება შეუძლებელია, მაგრამ გეგმა გახდა ათვლის ის წერტილი, საიდანაც იწყება თბილისის განვითარების ახალი გზა.

    "ამიერიდან თბილისს ექნება ახალი გენგეგმა - ქალაქის განვითარების კონსტიტუცია. 20-25 წლის განმავლობაში ქალაქში უამრავი პრობლემა დაგვიგროვდა. ქაოსური განაშენიანება, რთული ეკოლოგიური ვითარება, საცობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმართავი ინფრასტრუქტურა და ა.შ. თუმცა, ყველაზე მთავარი, რაც ამ პრობლემის სათავეა ქალაქის განვითარების სისტემური ხედვისა და ერთიანი გეგმის არარსებობა იყო. ჩვენმა გუნდმა მართვის პოლიტიკის ცვლილებებით და სწორი ორგანიზაციული რეფორმებით დაიწყო მუშაობა. 

    გენგეგმის დამტკიცება კი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქალაქის სწორად სამართავად. ჩვენ ამ გზას გავივლით ყველა საარჩევნო პირობის კომპლექსურად შესრულებით და მყარ საძირკველს ჩავუყრით დედაქალაქის ახალი ურბანული სახის შექმნას“, - განაცხადა კალაძემ.

    საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით,  დედაქალაქს აქვს ახალი შესაძლებლობა, გაცილებით უკეთ განვითარდეს.

    "დროთა განმავლობაში ჩვენ მივიღებთ არა მხოლოდ სწორ სამშენებლო რეგულაციებს, არამედ ერთიანი იერსახის ფარგლებში განაშენიანებულ დედაქალაქს. რა თქმა უნდა, გენერალური გეგმა თბილისის და თბილისელების ინტერესებზეა მორგებული, რომლის მიხედვითაც, მწვანე სივრცეების რაოდენობა 4 მილიონი კვადრატული მეტრით იზრდება. აქაც გაჩნდნენ ადამიანები, ძირითადად, ნაციონალური მოძრაობიდან, რომლებიც ტყუილებით ცდილობენ დააკნინონ ამ ამბის მნიშვნელობა, მაგრამ ერთია კომენტარი, თან ტყუილზე აგებული და მეორეა რა წერია დოკუმენტში, რომელიც დამატებითი და მძლავრი ბერკეტია, რომ ქალაქის მათ მიერ დამახინჯებული იერსახე თვისობრივად გამოსწორდეს", – განაცხადა მდინარაძემ.

    გენგეგმის მიხედვით, დაზუსტდა გეგმარებითი შეზღუდვები მეწყერსაშიში ზონებისთვის, ხევების, სასაფლაოების, კოლექტორების და შეტბორვის არეალებისთვის, მკაფიოდ განისაზღვრა ლანდშაფტური ზონის არეალები და  ზონირებას დაემატა სატყეო ზონა. ასევე, აღდგა ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა; დაზუსტდა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხორციელებისათვის პროექტების და კვლევების სამოქმედო გეგმა, ქალაქგეგმარების, ეკონომიკის, ლანდშაფტის და ტრანსპორტის მიმართულებით.

    როგორ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის, "სითი ინსტიტუტი საქართველოს" ხელმძღვანელი მერაბ ბოლქვაძემ "რეზონანსს" განუცხადა, გენგეგმა დამტკიცებულია და ახლა აუცილებელია შესრულდეს შემდგომი ეტაპის პროექტები, რაშიც თბილისის განვითარების მთავარი დოკუმენტით იხელმძღვანელებენ.

    "ყველა კარგ პროექტს უნდა მხარდაჭერა და განხორციელება, რომ სურვილად არ დარჩეს. ამ მხრივ გენგეგმამ გაამართლა. დოკუმენტში საკამოდ ბევრი საკითხია, თუმცა მინდა გამოვყო თავისუფალი სივრცის, რეკრეაციული ზონების და ლანდშაფტის დაცვის პროექტი. ამასტან საჯარო ტრანსპორტთის განვითარების საკითხი. ქალაქის ირგვლივ ბევრი რამ არის დასაცავი, მათ შორის, მთები თავისი ფერდობებით, რეკრეაციული თავისუფალი სივრცეები და განაშენიანების ტერიტორიის საზღვრები (არ უნდა გაიზარდოს). დიდი რესურსი არსებობს ქალაქში, მაგრამ ეს არ გულისხმობს შენობებს შორის შენობების ჩასმას.

    კონცეფციის მნიშვნელოვანი წინაპირობა და მთავარი არსი არის კომპაქტურობის შენარჩუნება ქალაქში. რამდენიმე საკითხია ასევე, ქალაქის პოლიცენტრული განვითარება, რაც შესაძლებელს ხდის, რომ დასახლებულ ტერიტორიებზე გაჩნდეს კიდევ დამატებით ცენტრები, რომ დედაქალაქის ძირითად ცენტრზე ზეწოლა შემცირდეს. ცალკეულ რაიონებსა და მიკრორაიონებში ადამიანებს უნდა ჰქონდეს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა გარდა რამდენიმე უნიკალური ობიექტისა, როგორიცაა, მაგალითისთვის, ოპერის თეატრი ან ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი, მუზეუმი და სხვა", - აღნიშნა ბოლქვაძემ.

    მისი თქმით, გეგნეგმის დასახული პროექტების მიხედვით ქალაქის განაშენიანების პროცესი დაწყებულია. ახლა აუცილებელია შესრულდეს შემდგომი ეტაპის პროექტები.

    "ქალაქმა თანმიმდევრულად უნდა განახორციელოს 7 საქალაქო პარკის მშენებლობა. პროექტი დიღმის ჭალებში უკვე დასრულდა. ზღვის უბანშიც ანალოგიური პროექტია დაგეგმილი. საპარკო მშენებლობას დიდი ინვესტიციები უნდა, მოქალაქეებმაც შეიძლება მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა, ქალაქს წინ ბევრი საინტერესო სიახლე ელის. მხარდაჭერა გვაქვს, ვხედავთ, რომ დაიწყეს მოქმედებები და ქალაქი გენგეგმის მიერ დასახული სქემით ვითარდება", - განუცხადა "რეზონანსს" ბოლქვაძემ. 

    ადრე წარმოდგენილ განახლებულ გენგეგმაში  საკამათო იყო ტრანსპორტის საკითხები, გამომდინარე იქიდან, რომ შემოთავაზებული წინადადებები ატარებდა ზედაპირულ ხასიათს და არ ეფუძნებოდა ძირეულ კვლევებს. ვინაიდან მცირე დროში შეუძლებელი იქნებოდა მაშტაბური კვლების ჩატარება, მუნიციპალიტეტმა მიმართა აზიის  განვითარების ბანკს დახმარებისთვის, რომელთან მჭიდრო თანამშრომლობით გამოცხადდება კონკურსი და დაიწყება მდგრადი სატრანსპორტო მობილობის გეგმაზე მუშაობა, რომელიც თავისი შინაარსით კომპლექსური დოკუმენტი იქნება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×