თამარ მუკბანიანი
12.08.2020

 2021 წლიდან ელექტროენერგიისა და წყლის კომუნალური ტარიფი გადაიხედება. როგორც ,,რეზონანსს" სემეკ-ში უთხრეს, ამ მოთხოვნით მარეგულირებელს უკვე ყველა გამანაწილებელმა მიმართა. სპეციალისტები ტარიფების ზრდას არ ელიან. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად არის გაუფასურებული, საყოფაცხოვრებო ტარიფი, მათი პროგნოზით, უცვლელი დარჩება. 

გვანცა წულაია
12.08.2020

 საქართველოს შიდა ტურიზმს მოულოდნელი პრობლემები დაატყდა თავს. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კიდევ მეტად გართულების შემთხვევაში, შიდა ტურიზმს სრულიად გაჩერება ემუქრება. სვანეთში კორონავირუსის გავრცელებამ შიდა ტურიზმის უპერსპექტივობა ნათლად დაგვანახვა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თუ სხვა რეგიონებშიც სვანეთის მსგავსი სიტუაცია შეიქმნება, შიდა ტურიზმი გაჩერდება.

გვანცა წულაია
11.08.2020

 მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, საქართველოს ეკონომიკა ყოველ თვეში მცირდება და ამ მხრივ სიტუაცია უფრო მეტად მძიმდება. განსაკუთრებით რთული ვითარებაა რეგიონებში. იქ მცხოვრებ მოსახლეობას ყოველდღიურად უფრო მეტი პრობლემა ექმნება. ბოლოდროინდელმა ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა.

თამარ მუკბანიანი
11.08.2020

 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ  ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის წესები დაამტკიცა. იგი გულისხმობს ელექტროენერგიით საათობრივი ვაჭრობის დანერგვას, რომელიც მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას ელექტროენერგია საათობრივი ფასის მიხედვით შეისყიდოს. სემეკის თავმჯდომარე ,,რეზონანსთან“ ამბობს, რომ ცვლილებები ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. 

ირაკლი ლომიძე
10.08.2020

 ფასების ზრდას ვერაფერი აჩერებს. ცხოვრება ბოლო პერიოდის განმავლობაში იმდენად გაძვირდა, რომ მოსახლეობას სერიოზული საფრთხე დაემუქრა. ეს პროცესი გაცილებით უმტკივნეულო იქნებოდა, რომ ხალხის შემოსავალი მატულობდეს, თუმცა ტენდენცია განუხრელად კლებისკენაა, ამიტომ წლის ბოლოს მოსალოდნელია ოჯახების მასობრივი გაღარიბება.

ნინა გარდაფხაძე
10.08.2020

 საჰაერო მიმოსვლის აღდგენის ორჯერ გადადების შემდეგ, დღის წესრიგში 5 ქვეყანასთან გახსნილი საზღვრების ხელახლა ჩაკეტვა დადგა. სამთავრობო გუნდის განცხადებებიდან ირკვევა, რომ წელს ქვეყანა უცხოელ ვიზიტორებს საერთოდ აღარ უნდა ელოდოს და ძალაში კვლავ ,,ფრენა არსაით“ რჩება. 

ირაკლი ლომიძე
10.08.2020

 მსოფლიო კოვიდ 19-ს ვერ ერევა და ის თანდათან ადამიანთა ცხოვრების ნაწილი ხდება. ის, რომ მან სამყარო შეცვალა, უკვე უდავოა და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები უკვე იმაზეც ბჭობენ, რა დადებითი ეფექტი მიიღო ქვეყანამ ამით, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ადამიანთა სიცოცხლე შეიწირა და საქართველოსაც დიდი ეკონომიკური დანაკარგი მოუტანა. 

თამარ მუკბანიანი
06.08.2020

 მთავრობა შემოდგომისათვის ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობას ელის, თუმცა რამდენია სტაბილური კურსი და რამდენად გაუძლებს საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად მძიმე მდგომარეობას - 3.05-3.10 ნიშნულის ფარგლებში, ეკონომიკის მინისტრი არაფერს ამბობს. ვიცით მხოლოდ ის, რომ ლარმა ყველა ისტორიული ანტირეკორდი უკვე დაამხო.

თამარ მუკბანიანი
06.08.2020

 2020 წლის 1-ლი იანვრის მონაცემებით, 18  წლამდე ასაკის მოსახლეობის რიცხოვნობა 880 375 ადამიანს შეადგენდა. სწორედ ეს მოქალქეები მიიღებენ, პრემიერის გადაწყვეტილებით,  200-ლარიან ერთჯერად დახმარებას. ეს მხოლოდ ერთი ნაწილია იმ სოციალური პაკეტებისა, რომლებიც მთავრობამ წარადგინა. მთავარი კითხვა ის არის, რატომ ეხმარება არამიზნობრივ ჯგუფებსაც ხელისუფლება ნასეხები ფულით, რომელიც ეკონომიკის სტიმულირებას უნდა ხმარდებოდეს.

ნინა გარდაფხაძე
05.08.2020

 ატმის რთველი უკვე რამდენიმე კვირაა, წარმატებით მიმდინარეობს. წელს პირველად, ქართული ატამი და ვაშლატამა ექსპორტზე გავიდა. მთავარი მაინც ისაა, რომ ადგილობრივ ფერმერებს არც დაბინავების პრობლემა არ ჰქონიათ და მათთვის ფასიც მისაღებია. მოსახლეობას რეალიზაციაში დახმარებას გურჯაანში მოქმედი საკონსულტაციო შტაბი უწევს

ნინა გარდაფხაძე
05.08.2020

 საქართველოში მოქმედმა 15-მა კომერციულმა ბანკმა პანდემიის პირობებში 1,2 მლრდ ლარის ზარალი მიიღო. როგორი იქნება ქვეყანაში ყველაზე მომგებიანი სექტორის რენტაბელობა პანდემიის მეორე ტალღის დაწყების შემთხვევაში და რამდენად მყარად ხვდება ქართული საბანკო სექტორი მსოფლიოს დიდ გამოწვევას, „რეზონანსმა“ სპეციალისტებს აზრი ჰკითხა.

თამარ მუკბანიანი
04.08.2020

 დედაქალაქის მერი, რომლის მუნიციპალიტეტსაც 3000-მდე კერძო ავტომობილი ჰყავს, მოსახლეობას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასხდომისკენ მოუწოდებს. გარდა იმისა, რომ დღეს ამისათვის საკმარისი მუნიციპალური ტრანსპორტი არ არსებობს, როგორც ჩანს, არც მოსახლეობა არ არის თანახმა, ამ ეტაპზე, აღნიშნული ინიციატივის მისაღებად, რადგან აგვისტოშიც კი ავტობუსისთვის პრივილიგიის მინიჭებამ ვაკეში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია.


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×