თამარ ვეფხვაძე 15.10.2026

1 აშშ დოლარის ღირებულება 2.60 ლარს ჩამოსცდა. ეს უკვე იმაზე დაბალი მაჩვენებელია, რასაც ფინანსისტები წლის ბოლოსთვის პროგნოზირებდნენ. არის თუ არა ლარის კურსის გამყარება ერთ-ერთი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ საწვავისა და სხვა პროდუქტების ფასები დასტაბილურდეს და ინფლაციური წნეხი შემცირდეს? ექსპერტები ამ პოზიციას არ იზიარებენ და ლარის კურსის მკვეთრ გამყარებასაც არ ვარაუდობენ, თუმცა მათი პროგნოზით, წლის ბოლოსთვის, 1 აშშ დოლარი 2.57-2.58-ის ფარგლებში იქნება.
|
ქეთო გოგოხია 14.10.2026

სოციალური შემწეობის მიმღებთა წრე შესაძლოა, განახევრდეს. სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გრძელდება. ბოლო თვეების სტატისტიკა აჩვენებს, რომ სახელმწიფო დახმარების მიმღებთა წრე ეტაპობრივად ვიწროვდება და ბაზაში რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა თვიდან თვემდე მცირდება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სიის შემცირებაზე გარკვეული გავლენა იქონია სხვადასხვა ფაქტორმა მაოხდინა, მათ შორის, დასაქმების პროგრამამ, არაფორმალურმა შემოსავლებმა, მიგრაციამ და საბანკო კონტროლმა.
|
თამარ ვეფხვაძე 14.10.2026

პირველი ოქტომბრიდან ხორბლის იმპორტზე დაწესებული 100-ლარიანი საბაჟო გადასახადი ამოქმედდა. მართალია, ეს გადაწყვეტილება მთავრობამ ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად მიიღო, მაგრამ რეალური შედეგი არ მოჰყოლია - ქართულ წისქვილკომბინატებში ჯერ მხოლოდ 300 ტონა ადგილობრივი ხორბალია ჩაბარებული. მიზეზი ის არის, რომ საქართველოს ბაზარი რუსული ხორბლით არის გაჯერებული და მისი ფასიც ადგილზე მცირდება. სპეციალისტები იხტიბარს არ იტეხენ და აცხადებენ, რომ სიტუაცია მოკლე დროში დასტაბილურდება.
|
თამარ ვეფხვაძე 13.10.2026

საერთაშორისო ბაზარზე დიზელის ფასი ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა. 1 ბარელის ღირებულებამ უკვე 200 დოლარს გადააჭარბა და როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, შესაძლოა, 250 დოლარსაც კი მიაღწიოს. დიზელის გაძვირებას ორი მიზეზი აქვს: აშშ-ირანისა და რუსეთ-უკრაინის ომი. თუ ეს კონფლიქტები არ დარეგულირდება და ჩაკეტილი სრუტეები არ გაიხსნება, ნავთობპროდუქტების გაიაფება წარმოუდგენელია.
|
ირმა ჩიტაია 13.10.2026

პენსიების გაზრდის შემდეგ, პარლამენტში ვეტერანებისა და მარჩენალდაკარგული ბავშვების დახმარების გაზრდის ინიციატივა წამოჭრეს. „ხალხის ძალის“ წევრის, სოზარ სუბარის ამ წინადადებას სპეციალისტები დადებითად აფასებენ. რამდენადაც დღეს არსებული მიზერული შემწეობა მინიმალურ მოთხოვნილებებსაც ვერ აკმაყოფილებს, ექსპერტების ნაწილი იმედოვნებს, რომ მთავრობა ამ საკითხს 2027 წლის ბიუჯეტში უკვე გაითვალისწინებს.
|
ირმა ჩიტაია 12.10.2026

რუსეთმა ქართული ღვინისა და უალკოჰოლო სასმელების ნაწილის იმპორტი ისევ შეზღუდა. მიუხედავად ფრთხილი პოლიტიკისა, მოსკოვი მაინც არასაიმედო პარტნიორად რჩება. ამ დროს კი ქართული ღვინის ექსპორტის თითქმის 65% სწორედ რუსეთზე მოდის. დარგის სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს კიდევ ერთი სიგნალია ალტერნატიული ბაზრების მოსაძებნად, ნაწილი კი თვლის, რომ მეზობელთან ვაჭრობის შეწყვეტა შეუძლებელია და ხელისუფლებამ პრობლემა სასწრაფოდ უნდა მოაგვაროს.
|
ქეთო გოგოხია 12.10.2026

საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის დაჩქარების მიზნით, ხელისუფლება ახალ მეთოდს ნერგავს. სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ამოქმედდება პროგრამა, რომელიც დევნილებს ბინის ნაცვლად, ალტერნატივად პირდაპირ ფულად კომპენსაციას შესთავაზებს.
|
ქეთო გოგოხია 12.10.2026

გადაწყდა, რომ 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაიზრდება და 415 ლარს მიაღწევს. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა. 70 წლის და უფროსი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 60 ლარით გაიზრდება და 555 ლარი გახდება (ხოლო მაღალმთიან დასახლებებში - 665 ლარი). მთლიანობაში ბიუჯეტს პენსიების ზრდა წლიურად 500 მლნ ლარამდე დაუჯდება.
|
თამარ ვეფხვაძე 08.10.2026

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერთა პენსია 20 ლარზე მეტად უნდა გაიზარდოს. კომიტეტმა 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვას მხოლოდ იმ დათქმით დაუჭირა მხარი, თუკი მათი გადაწყვეტილება, შენიშვნის სახით, სახელმწიფო ბიუჯეტში აისახება. ამ გადაწყვეტილებას, დიდი ლბათობით ფინანსთა სამინისტროც გაიზიარებს.
|
ქეთო გოგოხია 08.10.2026

რთველი-2026 წარმატებით გრძელდება. მთავრობამ შეასრულა პირობა და ყველა მევენახეს მოსავლის შეუფერხებლად ჩაბარების შესაძლებლობა მისცა. პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები კახეთში ადგილზე ეცნობიან მოსავლის დაბინავების პროცესს. ამ ფონზე, დარგის მხარდამჭერი ღონისძიებები ფართოვდება. ძირითადი აქცენტი უკვე ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტის ზრდაზე კეთდება.
|
ქეთო გოგოხია 07.10.2026

უახლოეს პერიოდში საქართველო აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტს შუამავალი კომპანიის გარეშე განახორციელებს. მსგავსი პრაქტიკა, როდესაც ელექტროენერგიას პირდაპირ მწარმოებლისგან ვიღებდით, უფრო ადრეც, ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლამდეც არსებობდა. საშუამავლო კომპანიების გამოჩენა და დამკვიდრება მოგვიანებით, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მოხდა და წლების განმავლობაში გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაბიჯი ბევრისთვის პოზიტიური ცვლილებაა, ჯერ კიდევ ბუნდოვანია, რატომ შემუშავდა გეგმა კონკრეტულად ახლა და დადგება თუ არა ბიზნესის პასუხისმგებლობის საკითხი.
|
რეზონანსი 07.10.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანაკლიის პორტში პირველი გემები 2029 წელს უნდა შემოვიდეს. ეკონომისტების შეფასებით, ეს პროგნოზი სრულიად რეალურია, რადგან ანაკლიის პორტში ამჟამად მიმდინარეობს, როგორც ტალღმტეხის მშენებლობა, ასევე დაღრმავებითი სამუშაოები.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|