ქეთო გოგოხია 05.02.2024

,,ქართული ოცნების" ეკონომიკური პოლიტიკა, ფაქტობრივად, უცვლელი დარჩება. აშკარად ჩანს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წინამორბედის კურსს მიჰყვება, განსაკუთრებით იმ პოლიტიკას, რაც ბოლო პერიოდის სახელისუფლო გუნდმა წამოიწყო. ეკონომიკაში მონაწილე სუბიექტებისთვის ირაკლი კობახიძის კანდიდატურა რაიმე არასტაბილურობის გამომწვევი ნამდვილად არ არის და ბიზნესიც მეტ-ნაკლებად მშვიდადაა, თუმცა გარკვეული დაძაბულობა იკვეთება არჩევნებთან დაკავშირებით. ამ კუთხით შესაძლოა, ინვესტორებთან მიმართებით პრობლემა შეიქმნას.
|
ქეთო გოგოხია 05.02.2024

კადრების მწვავე დეფიციტის პრობლემა წელსაც შეიძლება ვერ მოგვარდეს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში გარკვეული დადებითი ძვრებია, სასურველი შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს და პერსპექტივაც ბუნდოვანია. ყოველ შემთხვევაში, მოკლევადიან პერიოდში ამ მხრივ ცვლილებას რეალურად არავინ ელოდება. ეკონომისტებიც და ბიზნესიც პრობლემას აღიარებენ და მთავარი დაბრკოლებაზე ამახვილებენ ყურადღებას - ეს გაზრდილი მიგრაციაა, რაც კომპანიებს კადრებთან დაკავშირებით დიდ თავსატეხს უჩენს.
|
ირმა ჩიტაია 05.02.2024

მოსახლეობის დამოკიდებულება ნახევარფაბრიკატების მიმართ მზარდია. დიასახლისების უმეტესობა მზა პროდუქტებს უპირატესობას ანიჭებს, რაც თითქოს დროის ფაქტორით აიხსნება, თუმცა სპეციალისტების ნაწილი ამას თანამედროვე დიასახლისების სიზარმაცით ხსნის. კვების ექსპერტებს ეს პროცესი შეუმჩნეველი არ რჩებათ და საუბრობენ საფრთხეზეც, რასან ნახევარფაბრიკატებზე გადამეტებული დამოკიდებულება იწვევს.
|
ირმა ჩიტაია 01.02.2024

საქართველოს დერეფანში სხვადახვა კატეგორიის ენერგორესურსების გატარებაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. გაზის ტრანზიტს ამ მხრივ ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უჭირავს, რაც ოფიციალური კვლევითაც დადასტურდა. რაც მთავარია, მოთხოვნაც და მიწოდებაც მომავალ წლებში კიდევ მოიმატებს, მთავარია ქვეყანა და მასზე გამავალი ინფრასტრუქტურა მზად იყოს მის დასაკმაყოფილებლად.
|
გვანცა წულაია 01.02.2024

ირაკლი კობახიძე საქართველო პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ოფიციალურად უკვე წარდგენილია. ახლა მხოლოდ შესაბამისი პროცედურების გავლაა საჭირო პარლამენტში, რის შემდეგაც ქვეყანას მთავრობის ახალი მეთაური ეყოლება. ირაკლი ღარიბაშივილი კი, როგორც ცნობილია, სწორედ მას შეცვლის `ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტზე. ახლა როცა მთავრობის ცვლილებები გაირკვა, საინტერესოა, რა მოლოდინი აქვს ბიზნესს და ეკონომისტებს ქვეყნის პირველი პირისგან.
|
ქეთო გოგოხია 31.01.2024

შუა დერეფანი კიდევ უფრო ფართოვდება. გლობალურმა პროცესებმა მისი როლი განსაკუთრებით გააძლიერა, რაც გაცნობიერებული აქვს ყველა ქვეყანას, ვინც გადაზიდვების რუკაზე უსაფრთხო გზებს ეძებს. თამამად შეიძლება თქმა, რომ უკვე მთელი შუა აზია ერთვება შუა დერეფანში და ძალიან დიდია ინტერესი ევროპიდანაც, რაც საბოლოოდ უზარმაზარი მოცულობის ტვირთებს უყრის თავს საქართველოს პორტებში. ახლა მთავარია, გამოწვევას ქვეყანა ღირსეულად გაუმკლავდეს.
|
გვანცა წულაია 31.01.2024

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე სიტუაცია ნელ-ნელა ჩვეულ ჩარჩოს უბრუნდება. მიგრანტების ქვეყნიდან გადინებამ ბინეზე მოთხოვნა შეამცირა, რის შესაბამისადაც, იკლებს ფასები, თუმცა, მიუხედვად ამისა, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი რეგიონში მაინც უძვირესია, იმდენად, რომ ჩამოსული მიგრანტები სხვა ქვეყნებში არჩევვენ გადასვლას.
|
გვანცა წულაია 30.01.2024

სამწლიანი პრემიერ-მინისტრობის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. პოსტი ახლა ვაკანტურია, რომელსაც რამდენიმე დღეში ირაკლი კობახიძე დაიკავეს. იქამდე კი სანამ სამთავრობო ცვლილებები დეტალურად გაირკვევა, საინტერესოა, რითი იყო დასამახსოვრებელი ირაკლი ღარიბაშვილის მეორე ვადით 3-წლიანი პრემიერობა.
|
გვანცა წულაია 30.01.2024

ახალი რეგულაციის დაწესების გამო, 2013 წლამდე გამოშვებული იმპორტირებული ავტომობილების გარკვეული რაოდენობა "ჰაერში რჩება”. ამის მიზეზი კი ისაა, რომ 10 წელზე ასაკიანი მანქანების განბაჟების საშუალება მხოლოდ იმ პირებს მიეცემათ, რომელთა ავტომობილებიც გემზე 1-ელ დეკემბრამდე დაიტვირთა.
|
ქეთო გოგოხია 29.01.2024

საქართველოში უამრავი ადამიანი მევახშეები თალღლითური სქემის მონაწილე და მსხვერპლია. ბოლო დროის ნასყიდობის ხელშეკრულების გამო დაზარალებული მოქალაეების გამოსახლების ფაქტებმა გამოააშკარავა საკანონმდებლო ხარვეზი, რამაც მევახშეებს კვლავ გაუხსნა გზა. ადამიანები იღებენ სესხს, არ უკვირდებიან არაფერს, არ ითვალისწინებენ რისკებს და მერე სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებენ, რომ ჩაერთოს პრობლემის მოგვარების საკითხში. გარდა ამისა, უნებლიედ თვითონ კანონმდებლები აღმოჩნდნენ ამ პროცესის ხელის შემწყობი. უკვე დიდ პრობლემად იქცა ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულების მანკიერი მხარეები, რამაც, ფაქტობრივად, გზა გაუხსნა შავი ფულის მოძრაობას და ჩრდილოვანი ეკონომიკის წილის ზრდას, რასაც ფინანსისტები ადასტურებენ.
|
ქეთო გოგოხია 29.01.2024

საქართველოს მთავრობა ირწმუნება, რომ 2030 წლისთვის მოწინავე ევროპულ ქვეყნებთან ჩამორჩენას მინიმუმამდე შეამცირებს. ამის თქმის საბაბს იძლევა მსოფლიო სავალუტო ფონდის კვლევის შედეგი, რომლის თანახმადაც 2012 წელთან შედარებით, 2023 წელს საქართველომ ეკონომიკური მაჩვენებლებით მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანას გადაასწრო და 110-ე ადგილიდან 79-ე ადგილზე გადაინაცვლა. ის, რომ საქართველო უახლოეს 5-6 წელიწადში ეკონომიკურ მაჩვენებლებს გაიუმჯობესებს და ევროკავშირის ქვეყნებთან სხვაობას მიინიმუმამდე შეამცირებს, მთავრობა ეჭვქვეშ არ აყენებს და ქვეყნის ამ შესაძლებლობას უკვე ეკონომისტებიც რეალურ პერსპექტივად განიხილავენ.
|
გვანცა წულაია 29.01.2024

მიგრანტების გადინებასთან ერთად, საქართველოში ნელ-ნელა ის კომპანიები იხურება, რომლებიც ქვეყანაში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაარსდა. ეკონომისტების ამბობენ, რომ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებში ინტერესი აღარ იგრძნობა, რომ საქართველოში რამდენიმე თვის წინ გახსილი ბიზნესი შეინარჩუნონ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|