მაკა ხარაზიშვილი
28.05.2014

ბიზნესი პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლდა, მაგრამ ვერ გააქტიურდა. სპეციალისტების ერთი ნაწილი ამის მიზეზად ისევ გაურკვევლობას ასახელებს, თუმცა, როგორც ყოველთვის, საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების მაჩვენებელი რეკორდებს ხსნის.

მარი ჩიტაია
28.05.2014

მარწყვის ფასი ბოლო წლების პიკზეა. ხანგრძლივი წვიმების გამო, მოსავალი უხარისხო და განახევრებულია. შეიძლება ითქვას, წლევანდელი სეზონი ჩავარდა, რაც ფერმერებმა და მეხილეებმაც აღიარეს. უამინდობის გარდა, მოუსავლიანობის მიზეზად ისინი ტექნიკის უქონლობასაც მიიჩნევენ.

მაკა ხარაზიშვილი
27.05.2014

 კარტოფილისა, პომიდვრის და ზოგადად ბოსტნეულის ექსპორტი ახალ რეკორდს ამყარებს. ექსპორტის ზემაღალი მაჩვენებელი ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ საქართველოში კარტოფილი, წინა წლებთან შედარებით, თითქმის 3-ჯერ გაძვირდა. ფერმერები ამბობენ, რომ ორივე სახის ბოსტნეულს, ძირითადად, აზერბაიჯანელები ყიდულობენ და შემდეგ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გააქვთ, ოღონდ რა მიმართულებით არავინ იცის.

ელზა წიკლაური
27.05.2014

კომერციულიმა ბანკებმა ბოლო 3 წელში სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით იმაზე ნაკლები თანხა შეიტანეს, ვიდრე "ვისოლმა" და "სოკარმა" მხოლოდ შარშან. ბანკების მიერ 3 წლის განმავლობაში ბიუჯეტში გადახდილი თანხის მოცულობამ 94,2 მლნ ლარი შეადგინა მაშინ, როდესაც ამავე პერიოდში ეკონომიკის აღნიშნული სექტორის მთლიანმა წმინდა მოგებამ 846,4 მლნ ლარი შეადგინა. ზემოხსენებულმა კომპანიებმა კი შარშან ბიუჯეტში გადასახადების სახით 200 მლნ ლარი შეიტანეს.

მარი ჩიტაია
27.05.2014

სარემონტო სამუშაოებისთვის წელს კარგი საგაზაფხულო სეზონია. სამშენებლო-სარემონტო კომპანიების წარმომადგენლებისა და მოვაჭრეების შეფასებით, მდგომარეობა, შარშანდელ პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა, თუმცა 3-4 წლის წინ გაცილებით უკეთესი სიტუაცია იყო.

მარი ჩიტაია
27.05.2014

სამკერვალო ბიზნესი ახალ სიმაღლეებს იპყრობს. მოთხოვნის მატებასთან ერთად, მომსახურების ფასიც გაზრდილია. შეიძლება ითქვას, მიმდინარე პერიოდი ქართული სამკერვალოებისთვის ძალიან ნაყოფიერია, რასაც სალონების მომრავლებაც ადასტურებს.

მაკა ხარაზიშვილი
27.05.2014

2014 წლის პირვე 4 თვეში ექსპორტზე 2,842 მილიონი დოლარის ხე-ტყე გავიდა. სპეციალისტების განცხადებით, ტყის უკანონო ჭრა ისევ გრძელდება, თუმცა შედარებით შენელებული ტემპით. ამიტომ, ექსპერტები კონტროლის უფრო მეტად გაძლიერებას ითხოვენ.

მაკა ხარაზიშვილი
24.05.2014

პრემიერი ბიზნესმენებს კიდევ ერთხელ შეხვდა და კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ბიზნესი პოლიტიკური ზეწოლისგან გათავისუფლდა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ თავისუფალი ბიზნესი ჯერ კიდევ ვერ გააქტიურდა, რაც ეკონომიკის ზრდის ტემპებსა და დასაქმების მაჩვენებელსაც ეტყობა.

მაკა ხარაზიშვილი
23.05.2014

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებში გარღვევაა. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ქვეყანა დაგეგმილ გრანტებსა და საგარეო ვალებს ვერ იღებს. წლის პირველ 4 თვეში შემოსულმა გრანტებმა 6-თვიანი გეგმის მხოლოდ 4% შეადგინა. სერიოზული გარღვევაა საგარეო ვალების გეგმასთან დაკავშირებით. იმ პროექტებიდან, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ფინანსდება, თანხების ათვისება ვერ ხერხდება.

მარი ჩიტაია
23.05.2014

დარიალის ხეობის დიდი ხნით ჩაკეტვა რუსეთიდან იმპორტირებული ნაწარმის გაძვირებას გამოიწვევს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ რუსული პროდუქციის საცალო და საბითუმო ფასიც გაიზრდება, თუმცა დეფიციტს გამორიცხავენ.

მარი ჩიტაია
22.05.2014

საქართველოში ავტობიზნესს სერიოზული პრობლემები აქვს. იმპორტიორებს მესამედს საქმიანობის გაგრძელება უჭირს. ვითარების გართულება პირდაპირ უკავშირდება აზერბაიჯანსა და სომხეთში დაწესებულ რეგულაციებს. ახალ სტანდარტზე გადასვლა იმპორტიორების ნაწილმა ვერ შეძლო.

მაკა ხარაზიშვილი
22.05.2014

წინასაარჩევნოდ საბიუჯეტო თანხის ხარჯვის ფაქტები უკვე გამოვლინდა. ამ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ და დასკვნა მოკლე ხანში გამოქვეყნდება. საბიუჯეტო თანხით ამომრჩევლის გულისმომგები პროექტების დაფინანსება უკვე ტრადიციაა. ამ მიზნისთვის, ფინანსურად ცენტრზე მიბმული თვითმმართველობები ყველაზე აქტიურად გამოთანაბრებით ტრანსფერს იყენებენ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×