ქეთო გოგოხია 26.05.2025

განვითარებულ ქვეყნებში დემოგრაფიულმა პრობლემამ თავი იჩინა, რის გამოც რიგ ქვეყნებს ანტისოციალური გადაწყვეტილებების მიღება უწევთ. მსოფლიო ასაკოვანი მოსახლეობის რაოდენობის ზრდამ ამ მხრივ სერიოზული საფრთხე შექმნა. საპენსიო ხარჯი ევროპული სახელმწიფოებისთვისაც კი დიდი პრობლემაა. შესაბამისად, უკვე ბევრ სახელმწიფოში ცდილობენ საპენსიო ასაკი გაზარდონ, რასაც მოსახლეობა კატეგორიულად უპირისპირდება.
|
ქეთო გოგოხია 26.05.2025

ნავთობის გაიაფების ტენდენცია გრძელდება. გლობალურ ბაზრებზე ამის მიზეზი მიმდინარე პოლიტიკური პროცესებია, განსაკუთრებით ტრამპის საგარეო პოლიტიკა, რამაც ფასებზე მნიშვნელოვნად იმოქმედა. საერთაშორისო ტრენდს ქართული ბაზარიც ადეკვატურად პასუხობს და ნაბიჯ-ნაბიჯ აგრძელდება ფასების კლების დინამიკა.
|
ქეთო გოგოხია 22.05.2025

უძრავი ქონების ბაზარს ჭარბი მიწოდების პრობლემა აქვს. მართალია, ამის შესახებ სექტორში ღიად არ საუბრობენ, თუმცა სპეციალისტები არ მალავენ, რომ მიწოდება მოთხოვნას აჭარბებს. ტენდენციაც ბოლო წლების განმავლობაში შესამჩნევია. საუბარია იმაზეც, რომ შექმნილი სიტუაციის გამო ბანკებმა ხელოვნურად დაიწყეს დაკრედიტების შემცირება. ანალოგიური სიტუაცია იყო საავტომობილო ბიზნესში და პრობლემამ ახლა უკვე დეველოპერულ ბაზარზეც იჩინა თავი.
|
გვანცა წულაია 22.05.2025

ოკუპირებული აფხაზეთი კვლავ დენის დეფიციფს განიცდის, ამიტომ რუსული მხარე ჩაძირული ვარდნილჰესების რემონტს და მათზე კონტროლის დამყარებას აპირებს. ენერგეტიკოსების განცხედებით, ქართულ მხარესთან შეთანხმების გარეშე, ვერავითარ სარემონტო თუ სხვა სახის საქმიანობას ვერ განახორციელდება.
|
გვანცა წულაია 21.05.2025

საქართველოს მოსახლების დიდი ნაწილი თბილისში ცხოვრობს. სწორედ ამიტომ ქალაქი ძალიან გადატვირთულია, რაც ბევრ პრობლემას ქმნის. დედაქალაქში უფრო მეტი შესაძლებლობა არსებობს როგორც დასაქმების, ისე თუნდაც განათლების მიღების კუთხით, მაგრამ თბილისი ასეთ დატვირთვას ვეღარ უძლებს და ამიტომ საჭიროა, გეგმის შედგენა, რაც რეგიონებს განავითარებს.
|
ქეთო გოგოხია 21.05.2025

თბილისში არაერთი არქიტექტურული ნაგებობაა, რომელიც ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. ,,რიყის დოქები" პირველი პრეცედენტია, როცა მასშტაბური ნაგებობის დემონტაჟი გადაწყვეტილია. იმისთვის, რომ მსგავსი შეცდომები არ იქნას დაშვებული და ქალაქის განვითარება სწორად განისაზღვროს, სპეციალისტები გამოსავალს მშენებლობის მიმართ კონტროლის გამკაცრებაში ხედავენ. ამასთან, უნდა დამუშავდეს თბილისის ხედვითი კორიდორების პროექტი, სადაც მოხდება უკვე აშენებული შენობების აღრიცხვა და განისაზღვრება ისიც, რა არ უნდა აშენდეს, რათა პროექტი დედაქალაქის ურბანულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში იყოს.
|
ანა ნოზაძე 21.05.2025

სამყაროს უსასრულობას ყველაზე უფრო მეტად ტექნოლოგიების განვითარება წარმოაჩენს. ტექნოლოგია არის ნივთიერების, ენერგიისა და ინფორმაციის გადამუშავების ხერხი. მე-19 საუკუნიდან მკვეთრად აჩქარებული ტექნოლოგიების განვითარება განსაკუთრებულად მიბმულია ინფორმაციის დამუშავებასა და გადაცემაზე. ეს ბუნებრივია, რადგან ინფორმაცია ყველაზე მნიშვნელოვანი ცოდნაა. შესაბამისად, ინფორმაციის გაცვლის, გადაცემის, შენახვისა და დაცვის ტექნოლოგიების განვითარება ყველასთვის უპირატესი გახდა.
| |
გვანცა წულაია 20.05.2025

დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნებული დადებითი ტენდენცია შეიცვალა და საქართველოში უმუშევრობა გაიზარდა. 2025 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სხვაობამ 0.7% შეადგინა და მაჩვენებელი 14.7% გახდა. რამ შეცვალა პოზიტიური სურათი და რა იქნება მომავალში?
|
ქეთო გოგოხია 20.05.2025

სარწყავი სისტემების განვითარება სოფლის მეურნეობის პროექტებში პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ,,ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამას“ ეხება. სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამაში ცვლილებაა, რომელიც მოიცავს როგორც პროექტების გავრცელების გეოგრაფიული არეალის გაფართოებას, ასევე ფერმერებისთვის ხელმისაწვდომობის გამარტივებას და მანამდე არსებული პირობების გაუმჯობესებას, რაც საბოლოოდ მოსავლიანობის ზრდისა და სასურსათო უსაფრთხოების მიღწევის წინაპირობა უნდა გახდეს.
|
ქეთო გოგოხია 19.05.2025

საჯარო სამსახურში დასაქმება პოლიტიკური მიკერძოების რისკებს შეიცავს და არასამართლიანია. მთელი რიგი შემთხვევებია, როცა სახელმწიფო ცნობილ ადამიანებს ასაქმებს და მათი შრომის ანაზღაურება გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა დასაქმებულები იღებენ მათ მიერ გაწეული შრომის სანაცვლოდ. საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივი ხარჯის შესახებ დამოუკიდებელი პროფკავშირიც მიუთითებს, რასაც იურისტები და ეკონომისტებიც ადასტურებენ.
|
ქეთო გოგოხია 19.05.2025

ლარის გამყარების ტენდენცია ზაფხულის განმავლობაშიც გაგრძელდება. ამ მხრივ სავალუტო შემოდინებებმა განსაკუთრებული როლი შეასრულეს, რაც ეროვნულ ბანკს ინტერვენციების შესაძლებლობას აძლევს და ინტენსიურად ახდენს უცხოური ვალუტის შესყიდვებს. გარდა ამისა, ეკონომიკაში მეტი გამოცოცხლება შეიმჩნევა და დედოლარიზაციის პროცესიც გააქტიურებულია, ყველაფერი ეს ქმნის წინაპირობას, რომ ლარის გამყარების ტრენდი ხანგრძლივ პერიოდში შენარჩუნდეს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|