გვანცა წულაია
05.07.2022

დაახლოებით ერთ თვეში „მაგთი" და „სილქნეტი” ტარიფებს გააძვირებს. ტარიფის ცვლილება, მობილურ აბონენტებთან ერთად, ფიქსირებული ინტერნეტისა და ტელევიზიის მომხმარებლებსაც შეეხებათ. საკითხს საქართველოს კომუნიკაციების კომისია შეისწავლის და საკუთარ დასკვნას გამოაქვეყნებს. იქამდე, სანამ ანალიზი გაკეთდება, აბონენტები უკმაყოფილებას გამოხატავენ და კომპანიებისგან გადაწყვეტილების დასაბუთებას ითხოვენ.

გვანცა წულაია
05.07.2022

მსოფლიოში ხორბალი იაფდება, ბოლო თვის ტენდენცია საკმაოდ პოზიტიურია. გუშინდელი დღის მონაცემებით, ჩიკაგოს ბაზარზე 1 ბუშელი (25კგ) ხორბლის ღირებულებამ 8.46 დოლარი შეადგინა მაშინ, როდესაც ერთი კვირის წინ მარცვლეული 9.55 დოლარი ღირდა. ამ მოკლე პერიოდში გაიაფებამ 11% შეადგინა. ერთი თვის წინანდელ ფასს თუ შევადარებთ, ჩიკაგოს ბაზარზე 30 დღის წინ 1 ბუშელი ხორბალი 11.2 დოლარი ღირდა. ამ შემთხვევაში ფასთა კლება 25%-ია. გამოდის, რომ ბოლო ერთი თვეა, მსოფლიოში ხორბალი მკვეთრად იაფდება. აღსანიშნავია, რომ ფასის პიკური მაჩვენებელი 12.5 დოლარის ფარგლებში იყო.

ქეთო გოგოხია
04.07.2022

საწვავის ფასმა გეზი კვლავ გაძვირებისკენ აიღო. ბოლო 1 კვირაში ბენზინი 15-20 თეთრით გაძვირდა და ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება. ყოველ შემთხვევაში, ფასის კლების არანაირი საფუძველი ჯერჯერობით არ არის, პირიქით, იმპორტიორები აცხადებენ, რომ საწვავი მომდევნო პერიოდშიც გაძვირდება, რაც ძირითადად, რუსეთიდან იმპორტის შეზღუდვას უკავშირდება და ორივე ტიპის საწვავს შეეხება - ბენზინსა და დიზელს, რომლებზეც მიმდინარე პერიოდში ტრადიციულად მზარდი მოთხოვნაა.

ქეთო გოგოხია
04.07.2022

საქართველოს ახალი გლობალური საფრთხე ელის. რსუეთ-უკრაინის ომი, თანამედროვე შეიარარებული დაპირისპირება სერიოზულ კლიმატურ ცვლილებას გამოიწვევს, რის ნიშნების დასავლეთ საქართველოში უკვე სახეზეა ხშირი წვიმებისა და წყალდიდობების სახით. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ,  ამინდის ცვლილება უშუალოდ კავშირშია რეგიონში მიმდინარე ომთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს როგორც მოსავლიანობის მკვეთრი კლება, ასევე სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გავრცელება.

რეზონანსი
04.07.2022

საქართველოში, ბოლო პერიოდში საპენსიო ასაკის მოსახლეობისათვის პენსია მუდმივად იზრდებოდა და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს სხვადასხვა რაოდენობით მოემატა. ქვეყანაში ეროვნული ვალუტის კურსი მყარდება და ნომინალური პენსია თითქმის 100 დოლარს გაუტოლდა. საინტერესოა, რამდენად ჩამორჩება საქართველო პენსიის ოდენობით და მსყოდველუნარიანობით განვითარებულ ქვეყნებს.

გვანცა წულაია
30.06.2022

ონლაინ სივრცეში შექმნილი აპლიკაცია, "ტესლამედია", რომელიც მომხმარებლებს გარკვეული ინვესტიციის სანაცვლოდ, თანხის გამომუშავებას სთავაზობდა, თანხებს აღარ გასცემს. ამის შედეგად, ათასობით მოთამაშემ ჩადებული ინვესტიცია ფაქტობრივად დაკარგა. ეს საქართველოში რიგით მერამდენე ფინანსური პირამიდაა, თვლაც კი ჭირს.

გვანცა წულაია
30.06.2022

რეგიონში მიმდინარე ომი საქართველოს ბიზნეს სექტორზე დიდ გავლენას ვერ ახდენს. კომპანიებს ვითარებასთან შეგუება და გადაწყობა მოუწიათ. რუსეთის მიერ წამოწყებული ომის მეხუთე თვის თავზე, საქართველოში განსაკუთრებული გავლენა არ იგრძნობა. სამომავლოდ კი, გააჩია, რამდენ ხანს გასტანს რუსეთის აგრესია.

თამარ ვეფხვაძე
29.06.2022

თბილისში,  სააკაძის მოედანზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის ფაკულტეტის  კორპუსის  პირველი სართულის ერთ-ერთ პატარა ოთახში  რამდენიმე თვის  წინ განლაგებული იყო ავტომატიზაციის სამეცნიერო-კვლევითი და საინჟინრო-ტექნიკური ცენტრი. ამ კორპუსში მიმდინარე რემონტის მიზეზით, ცენტრის თანამშრომლებს  ოთახი დააცლევინეს... ოთახიდან გასახლებულმა თანამშრომლებმა თავიანთი საქმიანობა სახლებში გააგრძელეს და ამ  „უბინაო“ სპეციალისტებმა  დაასრულეს მუშაობა საყოფაცხოვრებო გაზის გაჟონვის აღმოსაჩენი „ჭკვიანი“ ხელსაწყოს შექმნაზე, რომელსაც მრავალი ადამიანის გადარჩენა შეუძლია.

გვანცა წულაია
29.06.2022

საქართველოში დაზღვევის რამდენიმე სავალდებულო პროდუქტზე მუშაობა მიმდინარეობს _ პირველ რიში, ექიმებისა და ავტომფლობელებისთვის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება იგეგმება. დაზღვევის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ეს მნიშვნელოვანია სადაზღვევო სექტორის განვითარებისთვის და თანაც, პაკეტების გაძვირების თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს.

თიკა სიბოშვილი
29.06.2022

რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომი ქვეყანას ეკონომიკური პრობლემების წინაშე აყენებს. ოკუპანტის მიერ წამოწყებული ე.წ. სპეცოპერაციიდან 4 თვეზე მეტი გავიდა და პროცესებმა ახალი მიმართულებაც მიიღო. ძალიან ბევრ დარგს მოუხდა ახალ რეალობასთან შეგუება, მათ შორისაა ავტობიზნესიც.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×